ფიზიკური დაპირისპირება, უერთიერთბრალდებები და კანცლერის არჩევნებიდან მოხსნილი გაფრინდაშვილის კანდიდატურა
ფოტო: თამარ ღამბაშიძე / On.ge
დღეს, 14 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სტუდენტთა გაერთიანება აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მოგვიანებით, სტუდენტთა ორივე ნაწილი რექტორის კაბინეტისკენ დაიძრა, თვითმმართველობის წევრებმა რექტორის გადაყენება მოითხოვეს, პარალელურად კი სამართალდამცველებმა უნივერსტიტეტის შენობაში შესასვლელი გზა ჩაკეტეს.
გიორგი გაფრინდაშვილი
ფოტო: გიორგი გაფრინდაშვილი/Facebook
"ავტონომია უნივერსიტეტს", "არა პრივილეგიებს", "ბაკურიანი-ჩემი იერუსალიმი", "ძალადობის დაფარვა დანაშაულია" - ეს ის ლოზუნგებია, რომლითაც თსუ-ის ეზოში აუდიტორია 115-სა წარმომადგენლებისა და მათი თანამოაზრეების მორიგი აქცია გაიმართა. რამდენიმე წუთში უნივერსიტეტის ეზოში თვითმმართველობის წევრებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც აქციის მოპირდაპირედ კონტრაქცია ლოზუნგით "უნივერსიტეტს გაყოფა სტკივა რექტორო" გამართეს და თსუ-ის რექტორის-ვლადიმერ პაპავას გადაყენება მოითხოვეს.
თსუ-ის თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტში ოდეერების შესაძლო არსებობა დაგმეს, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პაპავას დააკისრეს და უარყვეს ყველა ის ბრალდება, რომლებსაც მათ აქციის მონაწილე სტუდენტები რამდენიმე დღის განმავლობაში უყენებენ.
აღნიშნული აქციები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ორი რუპორიდან ერთმანეთის საწინააღმდეგო მოწოდებები ისმოდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე დღეა კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, თვითმმართველობის მიერ ბაკურიანში თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და თსუ-ში ოდეერების არსებობას აპროტესტებდნენ, აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი სამივე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
თსუ-ის სტუდენტის, გიორგი ხარშილაძის თქმით, მთლიანად უნივერსიტეტში არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. მისი აზრით, ამ ეტაპზე თსუ-ში თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ხარშილაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის დიდი ოდენობით თანხებით დაფინანსება უნდა შეწყდეს და ის გეგმიურად, კულტურული ღონისძიებების ჩატარებისათვის, უნდა დაფინანსდეს:
"წარმოუდგენელია ბაკურიანში ჩატარდეს ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ჯდება 25 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც ათიათასობით სტუდენტს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტური სტატუსი შეჩერებული აქვს".
ხარშილაძისთვის ასევე მიუღებელია გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერის კანდიდატად წარდგენა, რადგან რამდენიმე წლის წინ სწორედ გაფრინდაშვილი იყო სტუდენტების დარბევაში ჩართული.
უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელმა, შალვა საბაურმა კი განაცხადა, რომ თსუ-ის რექტორმა 3 წლის განმავლობაში თსუ-ში ოდეერის დამალვისათვის პასუხი უნდა აგოს. მისი თქმით, თსუ-ის თვითმმართველობის მიერ აქციის გამართვის მთავარი მიზანია, რომ უნივერსიტეტში აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი და სამართლებრივ ჩარჩოებში წარიმართოს პროცესი.
საბაურის განმარტებით, ბაკურიანში დახარჯულ თანხებზე პასუხისმგებელი თსუ-ის ადმინისტრაციაა, რადგან ბაკურიანის პროექტზე ხელი სწორედ კანცლერის მოვალეობის შემსრულებელსა და ვლადიმერ პაპავას აქვთ მოწერილი:
"ამ ხარჯების მიზნობრიობას სწორედ ეს ადასტურებს".
On.ge-ს შეკითხვას, რამდენად რეალურად მიაჩნია მას აღნიშნული თანხების სამდღიან ტრენინგზე დახარჯვა, საბაურმა უპასუხა, რომ ეს ციფრები არ არის პრობლემატური ამხელა ამბის ასატეხად, რადგან აღნიშნული თანხა მიზნობრივად დაიხარჯა.
ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარის, შოთა კეჟერაშვილის განმარტებით, თვითმართველობის მიერ გამართული აქცია არ არის კონტრაქცია. მისი აზრით, აღნიშნული საღი აზრის დემონსტრირებაა და ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საზოგადოებას სხვა აზრის არსებობაც დაენახა.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, აღდგეს კონსტიტუციური წესი, მიეცეს არჩეულ ორგანოს კანცლერის არჩევნების ჩატარების საშუალება: ან აირჩიოს გიორგი გაფრინდაშვილი, ან არ აირჩიოს. ეს ამბავი უნდა დასრულდეს და თუ რექტორი ამის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“.
თსუ-ის ლექტორი. ლელა გაფრინდაშვილი კი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის ჯგუფს კონფრონტაცია სურს იმისთვის, რომ პროცესი არა რაიმე იდეისათვის პოტესტს, არამედ გავლენისათვის პროტესტს დაემსგავსოს.
“სტუდენტები სწავლის გაუმჯობესებას აკადემიურ დაწესებულებაში ითხოვენ, ითხოვენ ოდეერისაგან და პარტიული გავლენებისაგან თავისუფალ უნივერსიტეტს, ავტონომიურ უნივერსიტეტს და სამწუხაროა, რომ ამ მოთხოვნებში მათ გვერდით თვითმმართველობა არ დგას“.
უნივერსიტეტის ეზოში ასევე იმყოფებოდა თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავაც, რომელმაც მისი იქ ყოფნა იმით ახსნა, რომ ის მხარს ორივე დაპირისპირებულ მხარეს უჭერდა. პაპავას თქმით, თითოეული სტუდენტის ინტერესის დამცველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაა:
"სწორედ ამიტომ მივიჩნიე, რომ ჩემი ადგილი აქ არის. მე ვარ ორივე მხარისკენ, ამიტომ დავდექი გამყოფ ხაზთან. უნივერსიტეტში ყველას შეუძლია აზრის თავისუფლად გამოხატვა, უბრალოდ მთავარი არის, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს".
პაპავამ ასევე აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი კანონიერების დაცვაა. იმ შემთხვევაში კი, თუ გაფრინდაშვილი კანდიდატურას არ მოხსნის, სენატის სხდომა რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს.
მოგვიანებით ვითარება თსუ-ში მაშინ დაიძაბა, როდესაც აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებსა და თვითმმართველობას შორის დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აუდიტორია 115-ის წარმომადგენელმა, გიორგი არობელიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის პრეზიდენტი, რამდენიმე ნიღბიან ადამიანთან ერთად, იმ მხრიდან შევიდა შენობაში, სადაც ის და მისი მეგობრები უკვე რამდენიმე დღეა გამაგრებულები არიან. მისი თქმით, ის, თავის თანაგუნდელებთან ერთად, თვითმმართველობის წევრებს უნივერსიტეტში სხვა მხრიდან შესვლას სთხოვდა იმ მიზნით, რომ დაპირისპირება ჩხუბში არ გადაზრდილიყო:
"ისინი წამოვიდნენ პროვოკაციაზე. სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის მეც. იყო შეხლა-შემოხლა. სერიოზულად დაზარალებული არავინაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს წინ თვითმმართველობის პრეზიდენტი, ნიღბიან ადამიანებთან, მოუძღოდა წინ".
აუდიტორია 115-ის კიდევ ერთი წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ კი განაცხადა, რომ თვითმმართველობას მხარს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უჭერდნენ, რომლებიც აქციის დაწყებამდე შევჩენკოს ბაღში შეიკრიბნენ. კუპრაძის თქმით, აღნიშნული პირების ამოცნობა თავადაც შეუძლია, მომხდარზე კი სრულ პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებს:
"ქართული ოცნება ცდილობს უნივერსიტეტის საქმეებში ჩარევას და წინასაარჩევნოდ მის დამონებას, სტუდენტური აზრისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფას. პირადად პრემიერ მინისტრს ვადანაშაულებ მე ამაში და ვთხოვ, აიღოს პასუხისმგებლობა, მიხედოს უნივერსიტეტს, დაარეგულიროს სიტუაცია და სტუდენტებს მოგვცენ ჩვენი აზრის დაფიქსრიების საშუალება”.
მას შემდეგ, რაც სტუდენტურმა თვითმმართველობამ არაერთხელ მოუწოდა თსუ-ის რექტორს გადადგომისკენ, აუდიტორია 115-ს წარმომადგენლებმა კი არაერთხელ განაცხადეს, რომ ამით ვითარება უფრო ქაოტური გახდებოდა, ვლადიმერ პაპავამ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
საღამოს, აქციის მიმდინარეობისას, სტუდენტებმა გაიგეს, რომ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, რამაც აუდიტორია 115-ის აქტივისტებში სიხარული გამოიწვია.
კანცლერის თანამდებობის კანდიდატმა განცხადება თსუ-ის მაღლივ კორპუსში გააკეთა:
"მე უკან უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ვიხევ, თუმცა მის გვერდით დავრჩები და მისთვის ბრძოლას ყოველთვის გავაგრძელებ. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდითაა, მაგრამ, დღეს უნივერსიტეტში უკონტროლო მდგომარეობაა. მე მზად ვარ მივიღო გადაწყვეტილება, თუ ეს მის ნაწილს მოაგვარებს".
გაფრინდაშვილის გაცხადებიდან რამდენიმე წუთში, თსუ-ის თვითმართველობის მხარეს მყოფმა აქციის მონაწილეებმა პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევით რექტორის კაბინეტში შეჭრა სცადეს. არეულობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მას აუდიტორია 115-ის წევრები და მათი მხარდამჭერები მშვიდობიანი ჟესტით, ხელების აწევით, შეხვდნენ და ამასთან ერთად სკანდირებდნენ-"არა ძალადობას!”.
მოგვიანებით თსუ-ის სტუდენტებმა თქვეს, რომ თვითმართველობის აქციის წევრები პირველი კორპუსის შენობაში ფანჯრებიდან იპარებოდნენ. სტუდენტები რეაგირებას სთხოვდნენ შენობაში მყოფ დაცვის წევრებს და პოლიციას, თუმცა ისინი პასუხისმგებლობას იცილებდნენ.
რამდენიმე საათში გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა.
-
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია
გადახედვა
-
პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან
გადახედვა
-
სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა

კომენტარები