თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს თბილისში დაარსდა. მისი შექმნის ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილი, პირველი რექტორი კი პეტრე მელიქიშვილი იყო.
იმ პერიოდში თსუ იყო პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი კავკასიაში. ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, კორნელი კეკელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა ნუცუბიძე და სხვ.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
დღეს თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
წყარო: თსუ-ს ვებ საიტი