მიზეზი — რატომ არ ჰყავთ ადამიანებს იმდენი შვილი, რამდენიც უნდათ
ფოტო: Natalie Carstens
გაეროს ახალი კვლევა ამბობს, რომ მილიონობით ადამიანს არ შეუძლია იმდენი შვილის ყოლა, რამდენიც სინამდვილეში უნდა, რომ ჰყავდეს და ამის მიზეზი — ეკონომიკური პრობლემები და სექსიზმია.
შვილის აღზრდის ხარჯები, სამსახურის პრობლემები, საცხოვრებელი ადგილების სიძვირე, მსოფლიო მდგომარეობაზე დარდი და შესაფერისი პარტნიორების ნაკლებობა ის ფაქტორებია, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლით, ჰყავდეთ ისეთი ოჯახები, როგორიც სურთ.
პრობლემა არა სურვილის ნაკლებობა, არამედ არჩევანის ნაკლებობაა
კვლევის ერთ-ერთ მონაწილეს, ნამრატა ნანგიასა და მისი მეუღლეს 5 წლის წინ შეეძინათ ქალიშვილი და მას შემდეგ ფიქრობენ კიდევ ერთი შვილის ყოლაზე, თუმცა მათ აბრკოლებთ კითხვა — "გვაქვს ამისი საშუალება?"
ოჯახი მუმბაიში ცხოვრობს, ნამრატა ფარმაცევტულ სფეროში მუშაობს, მისი მეუღლე კი საბურავების კომპანიაში. თუმცა ერთი შვილის ყოლის ხარჯები ისედაც ძალიან ბევრია — სკოლა, სკოლის ავტობუსი, ცურვის გაკვეთილები, ოჯახის ექიმთან სიარულიც კი ძვირია.
ნამრატას ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად იყო: "უბრალოდ სკოლაში მივდიოდი, არანაირი კლასგარეშე აქტივობა, მაგრამ ახლა შვილი ცურვაზეც უნდა ატარო, ხატვაზეც უნდა ატარო, უნდა გაარკვიო, კიდევ რისი უნარები აქვს".
მემარჯვენე მთავრობები მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში, შობადობის დონის კლებას ადამიანებში მშობლობის სურვილის ნაკლებლობას აბრალებენ. თუმცა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევის თანახმად, პირიქით, ხალხის უმრავლესობას შვილების ყოლა სურს.
UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი ამბობს: "პრობლემა არა სურვილის ნაკლებობა, არამედ არჩევანის ნაკლებობაა, რომლის გამოც ინდივიდები და სოციუმები უდიდეს შედეგებს იმკიან. რეალური შობადობის კრიზისი სწორედ ეს არის. ხოლო პასუხი მდგომარეობს ხალხის საჭიროებებში: ანაზღაურებადი საოჯახო შვებულება, ხელმისაწვდომი რეპროდუქციული მომსახურება და პარტნიორების მხარდაჭერა".
პროტესტის მონაწილეები ლონდონში დედების მარშზე 2022 წელს — ისინი ითხოვდნენ დასაქმებული დედებისთვის ხელშეწყობას, ბავშვზე ზრუნვის სერვისებში ცვლილებებს, მშობლის შვებულებისა და მოქნილი სამუშაო პირობების რეფორმას.
ფოტო: The Guar
კვლევამ, რომელიც 14 ქვეყანაში ჩატარდა და რომლის ფარგლებშიც 14,000 ადამიანი გამოიკითხა, გამოავლინა, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს არ ჰყავს იმ ზომის ოჯახი, რამხელასაც ისურვებდა. ხოლო მეტი შვილის გაჩენისთვის მთავარი დაბრკოლება არის ფინანსების ნაკლებობა. გამოკითხულთა 39%-ს სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ჰყავთ ან აპირებს ჰყავდეს იმაზე ნაკლები შვილი, ვიდრე სურთ. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (58%) დაფიქსირდა კორეაში, ყველაზე დაბალი კი (19%) — შვედეთში.
ასევე, ქალები 2-ჯერ უფრო მეტჯერ ასახელებდნენ მეტი შვილის ყოლისთვის შემაფერხებელ ფაქტორად საოჯახო საქმეების არათანაბარ განაწილებას, ვიდრე კაცები. რაც შეეხება მომავლის შესახებ არსებულ შიშებს, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და საერთაშორისო კონფლიქტებს, ისინი სახელდება როგორც კაცების, ისე ქალების მხრიდანაც.
"იმის მაგივრად, რომ გაზარდონ ქალების ჩართულობა სამუშაო ძალაში, რაც რეალურად ეკონომიკური წინსვლისთვის სასარგებლოა, მოსახლეობის დაბერების ფონზე სულ უფრო იზრდება მოთხოვნა, რომ ქალებმა და ახალგაზრდებმა მეტი შვილი გააჩინონ.
ზოგჯერ, შეიძლება შენი კარის მეზობელი გეუბნებოდეს, რომ სანამ დაგვიანებულა, დაქორწინდე. ზოგჯერ კი შეიძლება ეს შენი მთავრობა იყოს, რომელიც რეკლამების საშუალებით, თითქმის იმავე რაღაცას გეუბნება.
ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს ქვეყნებია, რომლებიც კონტრაცეპტივებსა და სხვა მომსახურებებზე შეზღუდვებს აწესებენ" — ამბობს კანემი.
თუმცა, გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ არც შობადობის გაზრდისკენ მიმართულ იძულებით პოლიტიკას (აბორტისა და კონტრაცეპტივების შეზღუდვა) და არც ფინანსურ წახალისებებს (აშშ-ს მიერ ახალი დედებისთვის 5,000 დოლარის შეთავაზება) გრძელვადიანი შედეგები არ მოაქვთ და შესაძლოა, საპირისპირო შედეგიც აჩვენონ.
კანემის თქმით, უსაფრთხო აბორტზე წვდომის შეზღუდვამ სახიფათო აბორტების ზრდა გამოიწვია, რაც დედების სიკვდილიანობისა და უნაყოფობის გამომწვევი ინფექციების მთავარი მიზეზია.
"ადამიანები სხვანაირად რეაგირებენ იძულებით მექანიზმებზე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შვილები იყოლიონ.
აშკარაა, რომ გამოსავალი არა არჩევნის შეზღუდვა ან მისი მხოლოდ რჩეულებისთვის მინიჭებაა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ნამდვილი არჩევანი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს".
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
გადახედვა
კომენტარები