BBC: ისრაელმა ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი მოკლა
ფოტო: ტაბულა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი პარასკევს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ეს იყო ირანის ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი, რომელიც თავდასხმების დროს დაიღუპა.
მედიის ცნობით, 65 წლის სალამი ცნობილი იყო ირანის მეტოქეების, მათ შორის ისრაელისა და აშშ-ს მიმართ მკაცრი პოზიციით. გასულ თვეში მას ჰქონდა გაფრთხილება, რომ თეირანი "ჯოჯოხეთის კარიბჭეს გააღებდა", თუ რომელიმე ქვეყანა თავს დაესხმებოდა.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა და განაცხადა, რომ მისი სამიზნე ბირთვული ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების ქარხნები და სამხედრო მეთაურები იყო; მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მოკავშირე გააფრთხილა, რომ არ ჩაეშალა მოლაპარაკებები პოტენციურ ბირთვულ შეთანხმებაზე.
ისრაელის დარტყმების შედეგად ასევე დაიღუპა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი, ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე ღოლამალი რაშიდი და რამდენიმე ბირთვული მეცნიერი. დარტყმებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე სალამი ამბობდა, რომ ირანი "სრულიად მზად იყო ნებისმიერი სცენარისთვის, სიტუაციისა და გარემოებისთვის"
"მტერი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ირანთან ბრძოლა ისევე, როგორც ებრძვის დაუცველ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელის ალყაში იმყოფებიან ... ჩვენ გვაქვს ომის გამოცდილები და გამოცდილები ვართ" — განაცხადა მან.
ცნობისთვის, სალამი პირველად 1980 წელს შეუერთდა ირანის შეიარაღებული ძალების ძლიერ შტოს — რევოლუციურ გვარდიას ირან-ერაყის ომის დროს და 2009 წელს გახდა მეთაურის მოადგილე, ხოლო ათი წლის შემდეგ - მეთაური. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, მას გაეროს უშიშროების საბჭო და აშშ სანქციებს უწესებენ ირანის ბირთვულ და სამხედრო პროგრამებში მონაწილეობის გამო. სალამი ამაყობდა ირანის სამხედრო შესაძლებლობებით და ერთხელ მან განაცხადა, რომ ქვეყანა "მსოფლიო ძალად გადაქცევის ზღვარზე იყო".
ის მიესალმა ისრაელთან და აშშ-სთან სამხედრო კონფლიქტის პერსპექტივას. 2019 წელს, სირიაში, ირანის სამიზნეებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ, სალამიმ პირობა დადო, რომ "სიონისტურ რეჟიმს" პოლიტიკური რუკიდან "გააქრობდა".
გასული წლის აპრილში, სირიაში ირანის საელჩოზე კიდევ ერთი დარტყმის შემდეგ, რომლის დროსაც რევოლუციური გვარდიის შვიდი წევრი, მათ შორის ორი გენერალი, დაიღუპა, სალამიმ მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა: "ჩვენი მამაცი კაცები სიონისტურ რეჟიმს დასჯიან".
ირანი და ისრაელი მოკავშირეები იყვნენ ირანში 1979 წლის რევოლუციამდე, რომელმაც მოიყვანა რეჟიმი, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას თავისი იდეოლოგიის მთავარ ნაწილად იყენებდა.
დღეს, ირანის რეჟიმი არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ისრაელს "კიბოს სიმსივნე" უწოდა, რომელიც "უდავოდ ამოიძირკვება და განადგურდება"
ისრაელი ამბობს, რომ თეირანის რიტორიკა ირანს ეგზისტენციალურ საფრთხედ აქცევს. ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ასევე გააკრიტიკეს ირანის მიერ რეგიონში მარიონეტული ძალების გაძლიერება, მათ შორის ლიბანის შიიტური მებრძოლი დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელსაც ისრაელის განადგურებაზე აქვს ფიცი დადებული.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები