ჰარტფორდის სასამართლოს 25 წლის ჯონათან რივერასთვის მანქანის გატაცებაზე ბრალდება უნდა წარედგინა, ბრალდებულმა კი სასამართლოში მისასვლელად სხვა მანქანაც გაიატაცა და ასე გამოცხადდა.

ჯონათან რივერა ჰარტფორდის უზენაეს სასამართლოში პირველი ხარისხის ქურდობასა და მანქანის გატაცების ფაქტებზე წარდგენილ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად იყო დაბარებული.

სანამ ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ჰარტფორდის პარკინგის სამსახური არასწორად დაპარკინგებულ მანქანებს აჯარიმებდა. ერთ-ერთი მანქანა სწორედ რივერას მიერ მოპარული 2014 წლის Subaru Legacy იყო, რომელზეც ცოტა ხნის წინ პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. პარკინგის სამსახურმა ეს ინფორმაცია პოლიციას გადასცა, რის შემდეგაც დაიწყო აყვანის ოპერაცია.

პოლიცია შორი მანძილიდან აკვირდებოდა მანქანას, რა დროსაც ჯონათან რივერამ სასამართლოს შენობა დატოვა და მოპარულ მანქანაში ჩაჯდა. პოლიცია მას უკან აედევნა და გამტაცებელი დააკავა.