ორგანიზაციებისა და ეკონომისტების 10 შენიშვნა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ორგანიზაციები და ეკონომისტები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს აქვეყნებენ და ამბობენ, რომ რეფორმა რისკების მატარებელია და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას უცნობია.
ორგანიზაციებისა ეკონომისტების შენიშვნები:
- საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი ისე შევიდა პარლამენტში, რომ რეგულირების გავლენის შეფასება არ ჩატარებულა. ეს იმ ფონზე, როდესაც რეფორმა გარკვეული რისკების მატარებელია. შესაბამისად, არ არის ნათელი, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა და რატომ არის ის უალტერნატივო;
- ხელისუფლება ზოგადად ამბობს, რომ შემოთავაზებული საპენსიო სისტემა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, თუმცა მნიშვნელოვანია დაასახელოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მაინც, რომლის გამოცდილებასთანაც ყველაზე ახლოს იქნება საქართველოს საპენსიო მოდელი. ამ დროს, გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა (მაგალითად, უნგრეთი, პოლონეთი);
- დამსაქმებელთა დავალდებულება, სავალდებულო წესით საპენსიო ფონდში მიმართოს 40-წლამდე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების 2 პროცენტი, ფაქტობრივად გადასახადის ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც აქციზის გარდა ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს;
- შემოთავაზებული ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. ღირსეულ პენსიას, რადგან სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი არის დაქირავებით დასაქმებული, 34 პროცენტი თვითდასაქმებულია, ხოლო 41 პროცენტი უმუშევარია ან სამუშაო ძალაში არ შედის. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ დასაქმებულთა 58.4 პროცენტი 40 და მეტი ასაკის ადამიანებია, რომლებზეც საპენსიო სქემაში ჩართვის ვალდებულება არ ვრცელდება. შედეგად, გამოდის, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 10.5 პროცენტზე გავრცელდება;
- "ღირსეულ პენსიის" აღების საშუალებას არ იძლევა არსებული დაბალი ხელფასები. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 1 000 ლარია. რაც ნიშნავს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში, თუ დავუშვებთ რეალური ხელფასის ყოველწლიურად 5 პროცენტით ზრდას და რეალურ 5 პროცენტიან საინვესტიციო შემოსავალს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, დაგროვილი თანხიდან ყოველთვიური პენსია (15 წელზე) 210 ლარი იქნება. მთავრობის განცხადებით, დღევანდელი პენსია (180 ლარი) მინიმუმ დღევანდელი ღირებულებით შენარჩუნდება. გამოდის, რომ 25 წლის შემდეგ საშუალო პენსია იქნება 390 ლარი თვეში, რაც, საკმაოდ ოპტიმისტურ სცენარში, 25 წლის საშუალო ხელფასის 20 პროცენტიან, ხოლო ბოლო ხელფასის 12 პროცენტიან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. დღეს ჩანაცვლების საშუალო კოეფიციენტი 18 პროცენტია. ასევე, დღეს რეალობაა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს ხელფასი თვეში 500 ლარი და ნაკლები აქვს. მათ, ზემოთ მოცემული დაშვებებით, 25 წლის შემდეგ პენსია თვეში 306 ლარი ექნებათ, რაც საშუალო ხელფასის 25,5 პროცენტიან, ხოლო ბოლო ხელფასის 15 პროცენტიან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. ამჟამად, ჩანაცვლების კოეფიციენტი არის 30 პროცენტია.
- შემოთავაზებული საპენსიო სისტემით, სახელმწიფო მოსახლეობაში სოციალურ უთანასწორობის ზრდას უწყობს ხელს. მომავალში სახელმწიფო დასაქმებულ და მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს თანხობრივად უფრო მეტ კონტრიბუციას გაუკეთებს პენსიაში, ვიდრე უმუშევრებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობა გაიზრდება;
- იზრდება საგადასახადო ტვირთი დასაქმებაზე (ფაქტობრივად, ხელფასიდან გადასახადი 20 პროცენტიდან 23,2 პროცენტამდე იზრდება), რაც გააძვირებს სამუშაო ძალას და უარყოფითად იმოქმედებს დასაქმებაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში, ბიზნეს გარემო გაურესდება;
- შემოთავაზებულმა საპენსიო სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს არაფორმალური შრომითი გარიგებების დადება და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისება;
- სახელმწიფო ბიუჯეტს ემატება ტვირთი (1-2-პროცენტიანი კონტრიბუცია საპენსიო სქემაში). ეს იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტში ნარჩუნდება დღევანდელი საპენსიო ხარჯები და რომლის 20-30 წლის განმავლობაში მხოლოდ დაბალი ტემპით ზრდა (მსყიდველობითი უნარით თვიური პენსიის 180 ლარზე შენარჩუნება);
- სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას შორის კონსესუსი არ არის.
ორგანიზაციებისა და ეკონომისტების განმარტებით, პარლამენტმა კანონპროეტი კვლევის ჩატარების შემდეგ უნდა მიიღოს. მათივე თქმით, სქემაში ჩართვა უნდა იყსო ნებაყოფლობითინ და სქემაში ჩართვის წახალისებისთვის, სახელმწიფოს შეუძლია შეიმუშაოს გარკვეული საგადასახადო შეღავათები. მათ მიაჩნიათ, რომ რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჯარო დისკუსიები უნდა გაიმართოს.
განცხადების ხელმომწერები:
- საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- PMC კვლევითი ცენტრი;
- საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
- ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
- გიორგი პაპავა (ეკონომისტი);
- ირაკლი ყიფიანი (ეკონომისტი).
ამავე თემაზე:
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები