სასამართლომ ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პროკურატურა 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებაზე.
როგორც On.ge-ს EMC-ის იურისტმა, თამთა მიქელაძემ უთხრა, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე.
მუსტაფა ემერე ჩაბუქს პატიმრობის ვადა 5 დღეში, 24 თებერვალს ისედაც ეწურებოდა.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თურქეთის მოთხოვნით, თბილისში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მეორე დღეს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების თანახმად, ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციას ეხმრებოდა, რომელიც მოხსენიებულია, როგორც "ფეთულა გიულენის მიმდევრები". ადვოკატის თქმით, ბრალდების მასალებში აღნიშნულია, თითქოს მუსტაფა ემრე ჩაბუქი ეხმარებოდა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ პარტნიორს, რომ 2017 წელს გაესხვისებინა წილი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე.
ამავე წლის ივლისში ჩაბუქის უფლებადამცველებმა მისთვის ლტოლვილის სტატუსი მოითხოვეს. თუმცა, ლტოლვილთა სამინისტრომ დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა და უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში შეინიშნება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება. იგივე განცხადება გააკეთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და თქვა, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი ევროპული დონის ციხეში მოხვდება. საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია კი თურქეთის "ევროპულ ციხეებში" არსებულ სიტუაციას სულ ხვანაირად აღწერს.
ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსზე საქართველოს უარის გაბათილებას მოითხოვდა ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. ნანუაშვილის შეფასებით, სუბარის უწყებამ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა.შ.
დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულება იყო ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად, ლტოლვილთა სამინისტროს გადაწვეტილება ძალაში დატოვა ჯერ საქალაქო, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომაც.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგია ახლადარჩეული სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ის ვარაუდობს, რომ ჩაბუქი თურქეთში, შესაძლოა, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდეს. ლომჯარიას აზრით, არ არსებობს გარანტია, რომ ჩაბუქის საქმის განხილვა თურქეთში სამართლიანი სასამართლოს პრინციპების მიხედვით მოხდება, რასაც არაერთი ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგის დასკვნაც ადასტურებს.
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებით დაირღვევა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები