არასამთავრობოები: ლტოლვილთა სამინისტროს უარი მუსტაფა ჩაბუქს აბსურდული და უსაფუძვლოა
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
"დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულება", - ასე აფასებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ლტოლვილთა სამინისტროს უარს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ორგანიზაციების მტკიცებით, სამინისტროს დასაბუთებაში არ არის მითითებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
"წამების პრაქტიკა თურქეთში შეაფასა და დაგმო ევროპულმა კომისიამ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (CAT), წამებაზე გაეროს მომხსენებელმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა. მათ შორის, ევროპარლამენტის უახლესი, 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუცია მიუთითებს თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; მათი გამოძიებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარსებობის პრობლემაზე. ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს (2016) თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც მუსტაფა ჩაბუქის საქმეზეა გამოყენებული და მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და თვითნებური დევნის მაღალ რისკს შეიცავს."
არასამთავრობოების ცნობით, 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთი სხვადასხვა ქვეყნისგან ორგანიზაცია FETO-ს 59 წევრის ექსტრადაციას ითხოვდა, თუმცა ევროპის ქვეყნებს დღემდე არც ერთი პირი არ გადაუციათ.
საქმე ეხება საქართველოში დაკავებულ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერს, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს. ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
"აშკარაა, რომ სამინისტროს შეფასებები, თურქეთში სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების არსებობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, არასათანადო მოპყრობის არარსებობის შესახებ, აბსურდული და უსაფუძვლოა", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებენ:
- ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და არ დაუშვას მსგავს საქმეებზე პროცესების პოლიტიზირება და კანონიერი ჩარჩოდან გაყვანა;
- საერთო სასამართლოებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების სტანდარტების ჯეროვანი გამოყენებითა და დაცვით განიხილონ და ეფექტიანად უზრუნველყონ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს;
- საქართველოს პარლამენტს, გაიაზროს მუსტაფა ჩაბუქის საქმის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები და საქმეზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- გაეროს ასოციაცია საქართველოში
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
კომენტარები