სტანდარტი, რომლითაც შსს-მ რატიანის ვიდეო გაასაჯაროვა, მეტროში პირების დაკავების კი - არა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანისა და მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე ორი პირის დაკავების ამსახველი ვიდეობის გავრცელებისას განსხვავებულ სტანდარტს იყენებს.
შსს-ს მიერ ვიდეოების გავრცელების სტანდარტის დასადგენად On.ge-მ უწყებას თავისუფლების მოედნის მეტროსადგურში ორი მოქალაქის დაკავების ამსახველი ვიდეოების მიწოდება სთხოვა. წერილში აღნიშნული იყო რომ უწყებას იგივე სტანდარტით ეხელმძღვანელა, როგორც ზვიად რატიანის კადრების გასაჯაროვებისას.
შსს-ს არგუმენტი რატიანის ვიდეოს გასაჯაროებაზე
ზვიად რატიანის საქმე სასამართლოში ღია სასამართლო სხდომაზე განიხილეს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, კანონმდებლობით, ვიდეოჩანაწერების სხვა მაუწყებელებისთვის მიწოდების ვალდებულება აქვს.
"აღნიშნული ორგანული კანონის მოცემული ფორმულირება ცხადყოფს, რომ სასამართლოს ღია სხდომაზე გაჟღერებული ნებისმიერი მონაცემი არა მხოლოდ საჯარო და ხელმისაწვდომია თითოეული სხდომაზე დასწრების მსურველი პირისათვის, არამედ უზრუნველყოფილია აგრეთვე მედიასაშუალებათა თავისუფლება, მაღალი საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია მიაწოდონ ფართო საზოგადოებას, შესაბამისად, სამინისტრომ შემდგომი გადაცემის გზით უზრუნველყო მედიისათვის ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზება", - წერია შსს-ს პასუხში.
შსს-ს არგუმენტი რატომ არ ასაჯაროებს თავისუფლების მეტროში ორი პირის დაკავების ამსახველ კადრებს
უწყების განმარტებით, პერსონალური მონაცემების დამუშავება (გაცემა) შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით. უწყება წერილში განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლების მითითების გარეშე, ან ვიდეოში ასახული პირების თანხმობის გარეშე ვიდეომასალას ვერ მოგვაწვდიდნენ.
რა უთხრა On.ge-ს შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა
უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიდეო დაბლარვისა და ხმის შეცვლის შემდეგ მიაწოდეს და ასე დაიცვეს ზვიად რატიანის პერსონალური ინფორმაცია.
"ერთიანი სტანდარტი ვერ იქნება, [რადგან] სხვადსხვა შემთხვევებია. ხდება ინდივიდუალური განხილვა. თუ არის ოდნავ განსხვავებული სტანდარტი ხდება შეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან", - ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი და დასძენს, რომ კომუნიკაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან რატიანის საკითხზეც ჰქონდათ. კომუნიკაციას უარყოფს აპარატი.
"უარი, რაც იმ წერილზე მოგწერეთ არის აბსოლუტურად გამართული. ესეც ჩემი დისკრეციაა მე გადავხედო, დავბლარო, წავშალო, რაღაც ნაწილი დავტოვო და ა.შ.", - ამბობს შსს-ს თანამშრომელი, რომელიც განმარტავს, რომ On.ge-ს კიდევ ერთი წერილის შემდეგ საკითხს კიდევ შეისწავლის.
საიას შეფასება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, ვიდეოების გასაჯაროებისას სტანდარტი ერთნაირი უნდა იყოს. ის ამბობს, რომ პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით უნდა გაიცეს. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეო სასამართლო სხდომაზე იმ სახით არ გადაუღია, რადგან მოსამართლემ ვიდეო არ გაასაჯაროვა და მხოლოდ მხარეებს აჩვენა.
"[ზვიად რატიანის] პერსონალური მონაცემები, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვა გამჟღავნებულია, ეს ცალსახაა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ამ ვიდეოში იყო რამდენიმე ტერმინი, რამაც გამოიწვია აგრესია საზოგადოებაში. ეს ვიდეო დღემდე დევს [საზოგადოებრივი მაუწყებლის] ვებგვერდზე, ხვალ და ზეგ რომ ამ ადამიანს საფრთხე დაემუქროს ვინ აგებს ამაზე პასუხს ის ვინც მიაწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი", - ამბობს სალაძე On.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა.
"პირიქით, ამით შექმნეს ერთგვარი [დამოკიდებულება] საზოგადოებაში, რომ სასამართლოს მიერ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ ყოფილიყო უფრო დიდი აგრესია".
სალაძის თქმით, თუ განსხვავებულ მიდგომებს იყენებს ინფორმაციის გასაჯაროებისას, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყარი არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს.
სხვა გარემოებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრების ფრაგმენტები 2017 წლის 27 დეკემებერს მიაწოდა. იგივე ჩანაწერები On.ge-მ 28 დეკემბერს გამოითხოვა, თუმცა შსს-მ ერთი თვის შემდეგ, გუშინ, 6 თებერვალს 2 თებერვლით დათარიღებული წერილით გვაცნობა, რომ ვიდეოჩანაწერს CD დისკით გვიგზავნიდნენ. ჩანაწერი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ძველი თარიღითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით (ვადის დაგვიანება) გამოუგზავნა On.ge-ს შსს-მ თავისუფლების მეტროში დაკავებული პირების ამსახველი ვიდეოების მიწოდებაზე უარის წერილი. უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ამას წერილის გაგზავნის პროცედურებით ხსნის.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები