ომბუდსმენი თსუ-ს მოუწოდებს, ლექტორების მხრიდან ჰომოფობიის აღმოფხვრისთვის რეგულაციები მიიღოს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის მიერ ლექციაზე გამოთქმული ჰომოფობიური მოსაზრებების გამო, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თსუ-ს მიმართა, მიიღოს რეგულაციები და აკრძალოს დისკრიმინაცია.
ომბუდსმენს სამოქალაქო პლატფორმამ არა ფობიას მიმართა. მათი თქმით, პროფესორი ნ.თ. იყენებს ჰომოფობიური შინაარსის წიგნს, რომელშიც ჰომოსექსუალობა განმარტებულია როგორც საკუთარი სქესის წარმომადგენლისადმი პათოლოგიური, არაბუნებრივი ლტოლვა, რომელიც უკიდურესად ამორალურია.
წიგნში სსკ-ს 138-ე მუხლის ნაწილის განმარტებაში გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინები, როგორიცაა "მამათმავლობა" და "ლესბიანობა". იქვე წერია, რომ ამგვარი ურთიერთობა 16 წელს მიღწეულ პირებს შორის დასჯადი არაა, თუმცა "უკიდურესად ამორალურია."
როგორც ომბუდსმენი აცხადებს, კანონის ახალი რედაქციიდან ამოღებულია "მამათმავლობისა" და "ლესბოსელობის" ტერმინები და აქცენტი კეთდება სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაზე. შესაბამისად, ლექტორის მიერ 138-ე მუხლის კომენტარის განხილვა აღარ არის რელევანტური.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, 2017 წლის 26 ივლისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა ლექტორის წერილობითი მოსაზრება გაუგზავნა. ნ.თ.-ს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციის ობიექტი არის კონკრეტული პირი და არა აზრი მოვლენაზე (მაგალითად ჰომოსექსუალობაზე). მისივე მტკიცებით, დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება ჰომოსექსუალობაზე აზრის გამოთქმა, რადგან ის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.
ომბუდსმენის აზრით, ლექტორის, როგორც ავტორიტეტის მქონე პირის მოსაზრებამ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით შესაძლებელია სტუდენტებზე გავლენა მოახდინოს:
"გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეურაცხმყოფელი მოსაზრება/გამონათქვამი თავისი სიმძიმითა და ზეგავლენის მასშტაბით ახალისებს სიძულვილს, დისკრიმინაციას და ძალადობას."
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თსუ-ს ლექტორის მიერ გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ობიექტურ საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან, საქართველოში ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, მსგავსი ტერმინების გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს არასწორ
შეხედულებებს და მომავალში, შესაძლოა, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციას.
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
კომენტარები