"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რაზე საუბრობს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის 17 აგვისტოს გავრცელებულ წერილში. რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ "არ იცის, რაზეა საუბარი". რაც შეეხება ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, პრემიერის თქმით, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია, ეს "სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა".
"ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამოც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც...
[...] მე მართლა არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, ბუნებრივია. ეს არის ზოგადად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა", — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია ირაკლი ღარიბაშვილის "ოჯახის უსაფრთხოება რატომ უნდა იდგეს რისკის ქვეშ".
"მე თეორიულადაც კი ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება არსებობდეს, თეორიულადაც კი ვერ წარმომიდგენია", — ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე — რა ახალ საქმეზეა საუბარი წერილში, როცა მას სთავაზობენ, რომ ამ დრომდე უცნობი კორუფციული დანაშაული აღიაროს? კობახიძე პასუხობს, რომ ეს სამართალდამცავი უწყებების საქმეა და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"არ ვიცი, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე, ისინი გაგცემენ ამ კითხვასთან დაკავშირებით პასუხს, თუ რაიმე სხვა საქმე არსებობს, მათგან შეგიძლიათ ეს ინფორმაცია მიიღოთ. სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში ჭარბი ჩარევა არ ვარგა. ჩვენ გვაქვს რწმენა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში, რომ ისინი კეთილსინდისიერად მოქმედებენ. თუ რაიმე ნიშნები იქნება სხვა დანაშაულის, ისინი არიან ამაზე პასუხისმგებელი და, რაც მთავარია, ეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. თუ რაიმე ახალი ბრალი იქნება, მაგალითად, წაყენებული — არ ვიცი, აქ რაზეა საუბარი, მაგრამ უბრალოდ — თუ მაგალითად ახალი ბრალი იქნება წაყენებული კონკრეტული პირისთვის, ეს გამჭვირვალეა და საზოგადოება გაიგებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ვერაფერი ვერ დაიმალება. ეს არის მთავარი და თქვენ შეგიძლიათ ამას ყოველდღე მიადევნოთ", — განაცხადა კობახიძემ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები