გასაჯაროვდება თუ არა კენედის მკვლელობის დოკუმენტები - 25-წლიანი ვადა იწურება
აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა. 26 ოქტომბერს კი ამერიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პრეზიდენტის მკვლელობისა და გამოძიების სახელმწიფო ანგარიში წაიკითხონ.
ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაფერი მოიმოქმედა.
თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულად, ტრამპი მთელი საქმის გამოქვეყნებას დაუჭერს მხარს, თუ რამდენიმე დოკუმენტს ისევ საიდუმლოდ დატოვებს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები მისგან სწორედ საქმის მასალების კვლავ საიდუმლოდ დატოვებას ითხოვენ. დოკუმენტების მცირე ნაწილის შენახვაც კი შეთქმულების თეორეტიკოსებს პრეტენზიის გამოთქმის საბაბს მისცემს.
ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დააანონსა დოკუმენტების გასაჯაროება, მაგრამ არ უხსენებია, ეს სრულად მოხდება თუ არა. შაბათს ტვიტერზე მან დაწერა, რომ დოკუმენტების გასაჯაროებას "დამატებითი ინფორმაციის მიწოდების" შემთხვევაში დაუშვებდა.
ჯონ კენედის მკვლელობის საქმის მასალების კანონის მიხედვით, რომელიც 1992 წელს მიიღეს, დონალდ ტრამპს შეუძლია დოკუმენტების გასაჯაროება დაბლოკოს, თუ მიიჩნია, რომ ეს გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს სამხედრო თავდაცვის, სადაზვერვო ოპერაციის, სამართალდამცავების ან/და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, ასევე თუ მოსალოდნელმა ზიანმა საზოგადობრივი ინტერესი გადაწონა.
დოკუმენტების გამოქვეყნების ვადა კანონის მიღებიდან 25 წელიწადში იწურება. კანონი ითვალისწინებს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო დოკუმენტის გასაჯაროებას.
ისტორიკოსები, რომლებმაც კენედის მკვლელობას სწავლობენ, არ ელოდებიან, რომ რაიმე საოცარი ფაქტი გახდება ცნობილი ან პრეზიდენტის მკვლელობაში ლი ჰარვი ოსვალდის მონაწილეობა არ დადასტურდება. თუმცა, ეს მასალები ამერიკელებს საშუალებას მისცემს, შედარებით ფართედ შეხედონ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის მკვლელობის დეტალებსა და შემდგომ გამოძიებას.
"ვინც ფიქრობს, რომ ეს საქმეს ამოაყირავებს და გვაჩვენებს, რომ Dealey Plaza-ში სამი ან ოთხი მსროლელი იყო, ეს ასე არაა", - CNN-თან საუბრისას განაცხადა ჯერალდ პოსნერმა, რომელმაც დაწერა წიგნი "საქმე დახურულია: ლი ჰარვი ოსვალდი და ჯფკ-ს მკვლელობა".
"ოსვალდმა ეს მარტომ გააკეთა, მაგრამ რას აკეთებს ეს მასალები და რატომ არის მათი გასაჯაროება მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ისინი საქმის ისტორიას შეავსებენ და გვაჩვენებენ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) და საგამოძიებო ბიურომ (FBI) არაერთხელ როგორ დაფარეს სამხილები", - ამბობს პოსნერი.
დოკუმენტების გასაჯაროებამ, შეიძლება, ნათელი მოჰფინოს ოსვალდის საიდუმლო მოგზაურობას მეხიკოში, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო. ასევე, შესაძლოა, რომ მასალებში აშშ-ის მიერ კუბის პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალებიც აღმოჩნდეს.
რესპუბლიკელების ნაწილმა ტრამპი წაახალისა, რომ სრულად გამოაქვეყნოს საიდუმლო დოკუმენტები.
"დაფარვის არანაირი მიზეზი აღარ არსებობს", - ტვიტერზე წერს მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარე ჩაკ გრასელი, "დროა, ამერიკელმა ხალხმა და ისტორიკოსებმა დასკვნები გამოიტანონ".
პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, კენედის მკვლელობის შეთქმულების კრიტიკოსმა, როჯერ სტოუნმა, პირადად მოუწოდა ტრამპს, რომ ყველა დოკუმენტის გასაჯაროების ბრძანება გასცეს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა


კომენტარები