მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვან მსჯავრდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი — 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიქოვანს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ნასყიდაშვილს — 7 წლით. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მათ სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ.

სასამართლომ დემეტრე ჩიქოვან ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში, ხოლო ანი ნასყიდაშვილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში სცნო დამნაშავედ.