როგორ დავიმახსოვროთ ინგლისური სიტყვები ერთხელ და სამუდამოდ?
ფოტო: ბექას სკოლა
თუ ინგლისურს სწავლობ, ალბათ შენთვისაც ნაცნობია ეს მომენტი: კითხულობ, უსმენ, თითქოს ყველაფერი გესმის, მაგრამ როცა საქმე ლაპარაკზე მიდგება, საჭირო სიტყვებს ვერასდროს პოულობ. ან კიდევ, სწავლობ ახალ ლექსიკას, მაგრამ რამდენიმე დღეში გავიწყდება.
ეს არ არის შენი მეხსიერების ბრალი — ეს უბრალოდ არასწორი მეთოდოლოგიის შედეგია. On.ge-ს რედაქცია დაინტერესდა, როგორ ჭრის ამ პრობლემას ბექას სკოლა, რომელმაც სწავლების პროცესში მეცნიერული მიდგომები და ხელოვნური ინტელექტი (AI) გააერთიანა.
დავიწყების მრუდი
ჯერ კიდევ 1885 წელს ფსიქოლოგმა ჰერმან ებინგჰაუსმა შეიმუშავა დავიწყების მრუდი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალნასწავლი ინფორმაციის დაახლოებით 50% გვავიწყდება 1 დღეში, 1 კვირაში კი ნასწავლის 90% აღარ გვახსოვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ტვინი ენერგიას ზოგავს და ყველაფერს, რასაც არ ვიყენებთ, ასე ვთქვათ, ნაგავში ყრის.
ფოტო: ბექას სკოლა
მაგრამ გამოსავალი არსებობს! დავიწყების მრუდს ვებრძვით ყველაზე ეფექტური იარაღით — პერიოდული, ჭკვიანურად დაგეგმილი გამეორებით. სწორედ ამას ეფუძნება ინტერვალური გამეორების ალგორითმით (Spaced Repetition System —SRS).
ნაცვლად იმისა, რომ მასალა მოკლე დროში ბევრჯერ გავიმეოროთ, ალგორითმი გვთავაზობს გამეორებას დროის მზარდი ინტერვალებით: ჯერ ერთ დღეში, შემდეგ რამდენიმე დღეში, შემდეგ ერთ კვირაში, თვეში და ა.შ. ყოველი ასეთი დროული ჩარევა, რომელიც ზუსტად იმ მომენტს ემთხვევა, როცა ინფორმაცია დავიწყების ზღვარზეა, აახლებს მას და დავიწყების მრუდი ნაკლებად ციცაბო ხდება. რამდენიმე, სწორ ინტერვალში გამეორების შემდეგ, ტვინი საბოლოოდ იაზრებს, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად საჭიროა და მას გრძელვადიან მეხსიერებაში ინახავს.
ფოტო: ბექას სკოლა
მეხსიერების ბარათები და ციფრული ეკოსისტემა
თუ სიტყვების ხელით ამოწერა გიყვარს და ეს გეხმარება დამახსოვრებაში, vocabulary ბლოკნოტი შეგიძლია მთლიანად ჩაანაცვლო ბარათების დასტებით. ბარათის ერთ მხარეს წერ სიტყვას ან ფრაზას, მეორე მხარეს კი განმარტებას. შემდეგ შეგიძლია ეს ბარათები ატრიალო და შეეცადო, რომ განმარტების მიხედვით გამოიცნო სიტყვა ან პირიქით. ეს ბლოკნოტზე ეფექტურია, რადგან გაძლევს სიტყვების დახარისხების საშუალებას, დამახსოვრებული სიტყვები გადაგაქვს ცალკე დასტაში, ის სიტყვები კი რომლებსაც ჯერ კიდევ სწავლობ, ცალკე დასტაში გაქვს. ასევე შეგიძლია თემატური დასტები გააკეთო.
თუმცა, დღეს უკვე არსებობს არაერთი მობილური აპლიკაცია, სადაც ელექტრონული ბარათების დასტები შეგვიძლია გვქონდეს. ასეთია, მაგალითად, აპლიკაცია Knowt, რომელსაც ბექას სკოლაში იყენებენ სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსზე. სტუდენტებს აქვთ წვდომა თითოეული გაკვეთილის შესაბამისი ბარათების დასტებზე, რომლებიც წინასწარ არის მათთვის გამზადებული. აპლიკაცია იყენებს ინტერვალური გამეორების ალგორითმს.
„ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დროის მცირე მონაკვეთში, ზედმეტი სტრესის გარეშე, აითვისონ უზარმაზარი ლექსიკური მარაგი და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნასწავლი სიტყვები გრძელვადიან მეხსიერებაში დარჩებათ.“ — ამბობენ სკოლაში.
გამოიყენე პრაქტიკაში, თორემ დაგავიწყდება (Use it or lose it!)
სიტყვების დაზეპირებას აზრი არ აქვს, თუ მათ პრაქტიკაში არ გამოიყენებ. ბექას სკოლის ნებისმიერ კურსზე სასაუბრო ინგლისურის ნაწილს მხოლოდ native speaker მასწავლებლები უძღვებიან ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. ეს ნიშნავს, რომ შენ ხვდები გარემოში, სადაც სხვა გზა არა გაქვს, უნდა ილაპარაკო ინგლისურად. ნასწავლ სიტყვებს მაშინვე ცოცხალ დისკუსიაში იყენებ, რაც დამახსოვრების საუკეთესო გარანტიაა.
მაგრამ საუბრის პრაქტიკა კვირაში მხოლოდ სამჯერ შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამიტომ ბექას სკოლაში იყენებენ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია Talkpal-ს, რომელიც სტუდენტებს აძლევს 24/7-ზე საუბრის პრაქტიკის საშუალებას.
“ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეს მოვუხსნათ სირცხვილის ფაქტორი, რომელიც ხშირად ახლავს უცხო ენაზე საუბარს. აპლიკაცია არასდროს იღლება მოსმენით და არ განგსჯის შეცდომების გამო. პირიქით, ის მეგობრულად გთავაზობს ფრაზის უკეთეს ალტერნატივას. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია ერთი და იგივე წინადადება იმდენჯერ გაიმეორო, სანამ შედეგით კმაყოფილი არ იქნები,” — განმარტავენ სკოლაში.
როგორ დავიწყოთ?
თუ გრძნობ, რომ დადგა დრო, შენი პასიური ლექსიკა რეალურ საუბარში გამოიყენო და AI აპლიკაციის დახმარებით სწავლის პროცესი გაიმარტივო, კარგი სიახლე გვაქვს — ბექას სკოლაში ახალი ჯგუფები სწორედ ახლა კომპლექტდება, როგორც ონლაინ ისე, ადგილზე!
ფოტო: ბექას სკოლა
ნუ დაელოდები იდეალურ ორშაბათს ან მომავალ წელს. ენის სწავლის დასაწყებად საუკეთესო დრო გუშინ იყო, შემდეგი საუკეთესო შანსი კი დღესაა. გაეცანი ბექას სკოლის კურსებს და დაიწყე სწავლა დღესვე!
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები