მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი იყო. არის ავტორი ნამუშევრების: "ვაჟა-ფშაველა" (1972), "ზღვა", "შენ ხარ ვენახი" (1964), "ქალის ტორსი" (ადლერი, 1969), "სიცოცხლის ხე" (ტექსელი, 1977), "რექვიემი" (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა "მუსიკა", "რესტავრაცია" (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა "ალავერდობა"; ავტორი სამენოვანი წიგნისა - "ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის"

გოგი ოჩიაური საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მან 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი .