Pluribus — თავაზიანი აპოკალიფსი ვინს გილიგანისგან
ფოტო: Pluribus / Apple TV
გაფრთხილება: ეს მიმოხილვა შეიცავს სპოილერებს Pluribus-ის პირველი სეზონიდან.
ცივილიზაცია კაცობრიობას ჯობნის ახალ სამეცნიერო ფანტასტიკურ დრამაში პლურიბუსი. იმ ღამეს, როდესაც სამყარო, როგორიც ჩვენ ვიცით, განადგურებულია, მწერალი ქეროლ სტურკა (რომელსაც რეა სიჰორნი ასრულებს) ხედავს, როგორ გადაუხვევენ მანქანები და თვითმფრინავები გზიდან, როგორ ივსება სასწრაფოს განყოფილება კრუნჩხვებში ჩავარდნილი ადამიანებით და როგორ იწვის მისი მშობლიური ალბუკერკე. პრეზიდენტი იდუმალ ვითარებაში კვდება და, რაც ქეროლისთვის ყველაზე მეტად ტრაგიკულია — მაშინვე კარგავს პარტნიორს, ჰელენს (მირიამ შორი). შემდეგ, ერთ საათზე ნაკლებ დროში, აპოკალიფსი თითქოს თავისით "იყინება": კრუნჩხვები წყდება, ხანძრებს აქრობენ. უცხოპლანეტური ვირუსი ყველას აინფიცირებს, მაგრამ როცა ისინი ჰელენის სხეულის წასაღებად მიდიან და ქეროლი ცრემლებით ითხოვს შეჩერებას, მას უსმენენ.
ფოტო: Pluribus / Apple TV
"ჩვენ უბრალოდ დახმარება გვინდა, ქეროლ", — ეუბნებიან ერთხმად.
Twilight Zone-ის შემდეგ, როცა უცხოპლანეტელები "კაცობრიობას ემსახურებოდნენ", აპოკალიფსის ასეთ კეთილგანწყობილ ფორმას იშვითად ნახავდით.
პლურიბუსი ვინს გილიგანის დიდი ხნის ნანატრი ახალი პროექტია Breaking Bad-ისა და Better Call Saul-ის შემდეგ, სადაც სიჰორნი კიმ ვექსლერს თამაშობდა. სერიალი მათთან საერთო ელემენტებსაც იზიარებს, მაგალითად, ნიუ-მექსიკოს გარემოს, მაგრამ გილიგანისთვის ეს უფრო The X-Files-ის დროინდელ ფესვებთან დაბრუნებას ჰგავს, სადაც ის ჯერ სცენარისტი იყო, შემდეგ კი აღმასრულებელი პროდიუსერი. იქ პირველად გამოჩნდა მისი ინტერესები წესრიგისა და ქაოსის საზღვრებზე. მის მიერ გადაღებულ ერთ ეპიზოდში მალდერი შემთხვევით ჯინს ეჩეხება და მსოფლიო მშვიდობას ისურვებს — მხოლოდ იმისთვის, რომ მომღიმარმა სულმა კაცობრიობა გაანადგუროს.
პლურიბუსი ამავე კომპრომისის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს: კაცობრიობის განადგურება შეიძლება საშინელი იყოს ქეროლისთვის, მაგრამ, შესაძლოა, საუკეთესო დანარჩენი პლანეტისთვის.
როგორც მე-2 ეპიზოდში ვიგებთ, ჰელენის მსგავსად, ვირუსით დაინფიცირებისას იმავე დღეს თითქმის მილიარდი ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილები, ყველა გარდა ქეროლისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული კიდევ ათეული ადამიანისა, ინტეგრირებულნი არიან ერთ არსებად, შეკრულნი არიან "ფსიქიკური წებოთი", რომელიც საშუალებას აძლევს შეუზღუდავად მიიღონ წვდომა მთელი კოლექტივის აზრებსა და მოგონებებზე. როდესაც ქეროლი ესაუბრება ვირუსით დაავადებულ ადამიანს, ის ტექნიკურად ესაუბრება დედამიწაზე თითქმის ყველას. სიტყვა "მე" გადაშენებას უახლოვდება, რადგან მასა საუბრობს როგორც "ჩვენ". ისინი გარეგნულად განსხვავდებიან მხოლოდ ქეროლის კომფორტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსისადმი ქეროლის იმუნიტეტი ჯერჯერობით აუხსნელია, ისინი კეთილგანწყობილები არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თავის რიგებში მიიღონ, როგორც კი მიხვდებიან, როგორ. ეს ყველაფერი ქეროლს იმ პერიოდს ახსენებს, როცა მოზარდობისას ოპტიმისტი უცნობების წრეში მოხვდა, "გარდაქმნის" ბანაკში, სადაც მის შეცვლას ცდილობდნენ. თუმცა, მისი ახალი მფარველები ყველა სექსუალობის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან; ახალ რეალობაში ჩანს, რომ რასიზმიც არ არის პრობლემა. ქეროლის რეფლექსური წინააღმდეგობა მშვიდობიანი, პრაქტიკულად უპრობლემო საზოგადოების წინაშე შოუს მამოძრავებელი პრინციპი ხდება: რა მოხდება, თუ ყველას სამოთხე თქვენი პირადი ჯოჯოხეთია?
როგორც ჩანს, თანამოძმეების დაინფიცირებამდეც კი, ქეროლს ისინი დიდად არ სჭირდებოდა. ის დღეებს ძირითადად ბესტსელერების წერაში ატარებდა, რომლებსაც "უაზრო ნაგავს" ეძახის და შესაბამისად, ზიზღით ეპყრობოდა თავის ფანებსაც, ფართო აუდიტორიის მოსაზიდად მალავდა როგორც თავის ქვიარობას, ასევე უფრო სერიოზულ ლიტერატურულ ამბიციებსაც. კატასტროფის შემდეგაც სერთიფიცირებული მიზანთროპი ქეროლი არ ცდილობს მეგობრებისა და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას; ჰელენის გარდა, არ ჩანს, რომ მას სხვა ახლობლებიც ჰყავდეს. სხვა გადარჩენილების უმეტესობას, რომლებსაც ის ხვდება, ჰყავს ერთი ან ორი ოჯახის წევრი (თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად ახლოს არიან ეს ადამიანები მათ ვირუსამდელ პიროვნებასთან) და გასაკვირი გახსნილობა აქვთ ახალი რეალობის მიმართ. ქეროლს ანიჭებენ საკონტაქტო პირს, ზოსიას (კაროლინა ვიდრა), რომელიც უნაკლოდ თავაზიანი და ჯიუტად უინტერესო ქალია და მის ხელთ არსებულ უამრავ ინფორმაციას იყენებს, რათა შეეცადოს დაამშვიდოს თავისი უკმაყოფილო “დაქვემდებარებული”.
რა მოხდება, თუ ყველას სამოთხე თქვენი პირადი ჯოჯოხეთია?
საწყის ეპიზოდებში კოლექტივი ხელოვნური ინტელექტის ძლიერი მეტაფორაა. ის დამანგრეველია, მაგრამ მზრუნველი, კარგად ინფორმირებული, მაგრამ საშინლად სულელი. როდესაც ქეროლი ზოსიას ირონიულად ეუბნება, რომ ერთადერთი, რაც ახლა მის მდგომარეობას გააუმჯობესებდა, არის ხელყუმბარა, ისინი მაშინვე უგზავნიან ერთ ნამდვილ ხელყუმბარას სახლში და ბოდიშსაც უხდიან ოდნავი დაგვიანებისთვის. კოლექტიური ცნობიერი ყოველთვის მზად არის ქეროლის სიამოვნებისთვის,მაგალითად პასუხობენ, რომ მისი წიგნები და შექსპირის შემოქმედება "თანაბარია". გილიგანმა თქვა, რომ შოუს იდეა ათი წლის წინ გაჩნდა — მანამ, სანამ AI მასობრივ ტექნოლოგიად იქცეოდა. მიუხედავად ამისა, ბოლო ტიტრებში ხაზგასმით არის ნათქვამი: "ეს შოუ ადამიანებმა შექმნეს".
კადრს მიღმა ნაჩვენები მილიონობით მსხვერპლის მიუხედავად, აშკარაა, რომ გილიგანი თავის წინა ორ სერიალთან შედარებით უფრო მსუბუქ და უცნაურ ნამუშევარს ესწრაფვის. (Pluribus რამდენადაც პირქუშია, სამხრეთ-დასავლეთის მზიანი ამინდი არ აძლევს საშუალებას, რომ ყველაფერი ზედმეტად ბნელი გახდეს.) გილიგანის სცენარები იწვევს ღიმილს, ინტრიგას და ნამდვილ შფოთვას.
ვინს გილიგანი გადასაღებ მოედანზე
ფოტო: Hollywood Reporter
მაგრამ შოუ არასოდეს სცილდება თავისი ნაწილების ჯამს. ქეროლი არის გამაღიზიანებლად გვირაბული ხედვის მქონე პროტაგონისტი — მას არც უცხოპლანეტური არსებების მიმართ აქვს ცნობისმოყვარეობა და არც იმის, რას საქმიანობს კოლექტივი თავისუფალ დროს, მაგალითად მაშინ, როცა მის სურვილებს არ ასრულებენ.
დამპყრობლების "ბიოლოგიური იმპერატივი" — რომ მათ გარშემო ყველაფერი შთანთქონ — პლურიბუსის ძირითადი დაძაბულობის წყაროა: მოახერხებს კი ქეროლი, რომელიც ცდილობს წინააღმდეგობას, მაგრამ არ აქვს ამისთვის საჭირო უნარები, იპოვოს წამალი მანამდე, სანამ თავადაც "შეიწოვება"? მაგრამ "შეერთებას", როგორც ამას ზოსია უწოდებს, შეიძლება კვირები ან თვეებიც კი დასჭირდეს, და თხრობაში დაჩქარების არარსებობას კიდევ უფრო აძლიერებს გახანგრძლივებული, დამღლელი შრომის სცენები.
პილოტში ქეროლი ცდილობს ჰელენის გათიშული სხეულის მანქანის ძარაზე ატანას, რომ საავადმყოფოში წაიყვანოს; მოგვიანებით, კიდევ ერთი გაუთავებელი ამოცანაა ისეთი ღრმა ორმოს გათხრა, რომ შეძლოს მისი დაკრძალვა საკუთარ ეზოში. მსგავსი ცდა-შეცდომის ეპიზოდები Breaking Bad-ს გვახსენებს — როდესაც უოლტერ უაიტის ფორიაქი ნათლად გადმოსცემდა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც იდგა, რათა უბრალო ქიმიის მასწავლებლიდან დაუნდობელ ნარკობარონად გარდაქმნილიყო. (არავინ იცის როგორ მოიშოროს გვამი..)
ახალ სერიალში კი, როცა ქეროლი ვულკანურ ქანებსაც ებრძვის და გაუსაძლის სიცხეში კინაღამ მზის დარტყმას იღებს, საბოლოოდ იძულებულია მიიღოს ზოსიას დახმარება ჰელენის დაკრძალვაში. ეს დათმობა მნიშვნელოვნად უნდა ჟღერდეს, მით უმეტეს, რადგან ზოსია კოლექტივმა სწორედ იმ მიზეზით გამოუგზავნა, რომ გარეგნულად ჰგავს ქეროლის რომანების სასიყვარულო ინტერესს: ფანტაზია, რომელიც თითქოს რეალური, დაკარგული ქალის ჩანაცვლებას ემსახურებოდა. თუმცა სიჰორნისა და ვიდრას ურთიერთობა უფრო შეზღუდულია, ვიდრე დატვირთული.
არავინ არის ასეთი ბედნიერი
ეს არის ისეთი სერიალი, რომლის არსებობაც უნდა გვიხაროდეს ტელევიზიის ამ გულდასაწყვეტ ეტაპზე. მედიის ერთ-ერთმა დიდმა ავტორმა შექმნა რაღაც სრულიად ორიგინალური და შთამბეჭდავად არაპროგნოზირებადი, სადაც მასა თანდათან ავლენს მოწყვლადობებს, რომლებიც მართლაც უნიკალურია სამეცნიერო ფანტასტიკაში. მაგრამ მისი სხვა სამყაროსეული ბუნება იმასაც ნიშნავს, რომ სერიალს უჭირს ქეროლის ურთიერთობის მნიშვნელოვანი განვითარება ზოსიასთან, ან ვინმესთან. ცხრანაწილიანი სეზონის ყურებისას, ეს ვირუსი უფრო პერსონაჟი კი აღარ არის, არამედ გამოსაცნობი თავსატეხი. ხელოვნური ინტელექტის ანალოგია ადგილს უთმობს ბევრად ნაკლებად დამაკმაყოფილებელ რამეს: საშინელებათა ამბავს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ჰარმონიული ცხოვრების მათი ვერსია რეალურად. ქეროლს, რაც არ უნდა ბრმად გამოიყურებოდეს ის, შეეძლო მაშინვე მიმხვდარიყო. როგორც თავიდანვე წუწუნებს, "არავინ არის ასეთი ბედნიერი".
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
ასევე ნახეთ: რას უნდა ველოდოთ Stranger Things-ის ფინალში?
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
კომენტარები