ალიბეგაშვილი: სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები და მედია დაესწრება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემის საკითხს კენჭი უნდა უყარონ, მხოლოდ საკრებულოს წევრები და მედია დაესწრება.
საკრებულოს შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. საკრებულოს შენობაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრალური კარიდან. ალიბეგაშვილის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ "საკრებულოს სხდომის ჩაშლას აპირებდნენ":
"კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ. რეგლამენტი უნდა განხორციელდეს და ჟურნალისტებს მოგმართავთ, რომ, როდესაც დაესწრებით სხდომას და განხილული იქნება პროექტები, ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ჩვენს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ".
საკრებულოს შენობასთან 14:00 საათზე დაგეგმილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია:
"ის, რაც დღეს ხდება საკრებულოს შენობასთან არის ამ ხელისუფლების სირცხვილი. ჩემი ინფორმაციით, საკრებულოს ეზოში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული, მიმდებარე ტერიტორიაზეც სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ასე უნდათ ქალაქის პრობლემების მოგვარება?" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა.
ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით გიორგი ალიბეგაშვილის კანონს არღვევს, რადგან პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრებს, სათათბირო ხმის უფლებით, საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:
"ქართული ოცნება არის ძალიან დასუსტებული. ქართული ოცნება მიდის კანონის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება, რომელიც მათ უნდა მიიღონ არ შეუძლიათ, რომ მიიღონ ისე, როგორც შეეფერება საკრებულოს".
29 სექტემბერს, თბილისის საკრებულომ პუშკინის სკვერთან ფუნქციური სტატუსის და თაბორის მთის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას მხარი დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე პანორამა თბილისის სასტუმროს პარკინგი უნდა აშენდეს, თაბორის მთაზე კი პანორამა თბილისის გოლფის მოედნის სარწყავი უნდა მოეწყოს. პანორამა თბილისი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შენდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები