სუხიშვილების დინასტია — ჟინი, რომელიც არასდროს ჩერდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია
უკვე 80 წელია, რაც ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები გადის ისეთ გზას, რომელმაც ანსამბლის სახელი ბრენდად აქცია. ბრენდის მთავარი მისია კი ძანიან მნიშვნელოვანია — კულტურული იდენტობის დაცვა და მისი თანამედროვე სივრცეში ტრანსფორმაცია.
სუხიშვილების ყოველი ექსპერიმენტი და ახალი წამოწყება უკვე წლებია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სპონსორის, რომლის ღირებულებები და მიზნები ანსამბლის მისიასთან სრულ თანხვედრაშია. სუხიშვილების დაუღალავი ენერგია და ჟინი არ ცნობს დაბრკოლებებს და მუდმივად მზად არის ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს.
დაარსების დღიდან სუხიშვილების სახელი ასოცირდება სითამამესთან, სტერეოტიპების ნგრევასა და თავისუფლებასთან. თითოეული ახალი ქორეოგრაფია ერთგვარი მანიფესტია, რომელიც კონკრეტულ ეპოქაში თავის სათქმელს შემოქმედებით გადმოსცემს. მაგრამ ეს გზა ასეთი უწყვეტი, ძლიერი და ჟინით სავსე ვერ იქნებოდა, რომ არა ნინო რამიშვილი, ინგა თევზაძე და ნინო სუხიშვილი. ქალები, რომლებმაც ყველაზე დიდი მისია დაისახეს მიზნად. სწორედ მათი სიმტკიცე და მებრძოლი ხასიათი გახდა იმ ძალის საფუძველი, რომელმაც სუხიშვილების თითქმის საუკუნოვანი ისტორია შექმნა.
ნინო რამიშვილი
“ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ვარ, არა? ეს არ არის სიმკაცრე, მე მომთხოვნი ვარ, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართაც. მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა, მტკიცე დისციპლინა — მუდამ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობ და მათ არასდროს დავუღალატებულვარ; ერთგულების, დიდი შრომისა და სიყვარულის გარეშე იქნება მოსაწონი საქმე ვერ შეიქმნება.”
ეს სიტყვები ქართული ცეკვის ლეგენდას ნინო რამიშვილს ეკუთვნის. ქალს, რომლის მტკიცე ხასიათით, დისციპლინითა და შთაგონებით ქართული ნაციონალური ბალეტი დღემდე ცოცხლობს და ვითარდება.
ნინო რამიშვილმა, თავისი ცხოვრების მთავარ პარტნიორთან და ნოვატორ ქორეოგრაფთან ილიკო სუხიშვილთან ერთად, 1945 წელს დააარსა ანსამბლი, რომლის ხედვა და ღირებულებები იმდროინდელი საზოგადოებისთვის უცხო და მიუღებელი იყო. მაგრამ დაუოკებელი ჟინით სავსე მეამბოხე წყვილს დაბრკოლებები მხოლოდ ძალას აძლევდა. ძალას, რომელმაც დროთა განმავლობაში დაამტკიცა, რომ სუხიშვილები მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი კი არა, ეროვნულ საგანძურად ქცეული თაობების კავშირია.
აღსანიშნავია, რომ ნინოს გამბედაობა, უდრეკობა და დაუღალავი ჟინი სრულყოფილებისკენ ილიკოს დამატებით მოტივაციას აძლევდა შეექმნა ცეკვები, რომლებიც სცენაზე ნამდვილ ცეცხლს ანთებდა.
ნინო რამიშვილისთვის არ არსებობდა მეორე შანსი, ვინაიდან, თითოეული ნაბიჯი, თითოეული მოძრაობა უნდა ყოფილიყო სახასიათო და უნაკლოდ შესრულებული. მოცეკვავეებს არ ჰქონდათ რეპეტიციების გაცდენის, დაგვიანების, უქმად ყოფნის უფლება. ვარჯიშის დროსაც კი, ცეკვავდნენ ისე, როგორც სცენაზე, რადგან დისციპლინის მოყვარული ხელმძღვანელი არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ცალკე ამბავია ისიც, რომ იგი ავარჯიშებდა, როგორც გოგოებს ისე ბიჭებსაც. ამასთან დაკავშირებით კი, დასი არა თუ პროტესტს, არამედ განსაკუთრებულს რიდსა და პატივისცემას გამოხატავდა.
ყველაზე კარგად ნინო რამიშვილის ხასიათს მის მიერ შესრულებული ჯეირანი წარმოაჩენს. ცეკვა, რომლის ყოველ მოძრაობაში ერთდროულად იკითხება სიძლიერე, სიმკაცრე და შეუპოვრობა. კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა მთიულურმა, რადგან ქალის ამოცნობა მაყურებელს გაუჭირდა და ეს მოხდა იმიტომ, რომ მოძრაობის სიზუსტე, სინქრონი და ენერგია ტოლს არ უდებდა მამაკაც მეწყვილეს.
ინგა თევზაძე
იმ პერიოდში, როდესაც ქართული ფოლკლორი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის დამატებითი სირთულე ახალგაზრდა მოცეკვავეების მოძიება იყო. ამიტომ, ისინი ხშირად ქუჩაში აკვირდებოდნენ სახეს, ჟესტს, ენერგიას და სწორედ ასე იწვევდნენ ანსამბლში ახალ ტალანტებს.
ასე მოხდა ინგა თევზაძის შემთხვევაშიც, რომელიც ბათუმის ქუჩებში თავად ნინო რამიშვილს აღმოუჩენია. ინგა მალე არა მხოლოდ დასის წევრი, არამედ წამყვანი სოლისტი გახდა. მისი შესრულებული ცეკვები: "სიმდი“, "ხონგა“ და "აჭარული“ გამორჩეულად სანახაობრივი იყო. სულ რაღაც ოთხ წელიწადში კი, სუხიშვილების დიდი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და თენგიზ სუხიშვილის მეუღლე გახდა.
აღსანიშნავია, რომ სუხიშვილების მეორე თაობას 2007 წლამდე სწორედ თენგიზი ხელმძღვანელობდა, ხოლო ამ საქმეში უდიდესი წვლილი სწორედ ინგას მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ ცდილობდა ჩრდილში ყოფნას, მისი წვლილი სუხიშვილების მეორე თაობის განვითარებაში ფასდაუდებელია.
დედაზე საუბრისას უმცროსი ნინო სუხიშვილი ყოველთვის აღნიშნავს:
“ის რომ არ შეხვედროდა თენგიზს, ალბათ სუხიშვილები არ იარსებებდა. ბევრი სირთულე გადაიარა, რადგან მეორე თაობას საკმაოდ რთული ეტაპის გავლა მოუწია. ინგა სულ ცდილობდა ჩრდილში ყოფნას, მაგრამ, იმავდროულად, სწორედ ის იყო სუხიშვილების მთავარი მამოძრავებელი ძალა.“
ნინო სუხიშვილი
დღეს ნაციონალური ბალეტის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილია, რომელიც ძმასთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად აგრძელებს ბებია-ბაბუისა და მამის საქმეს. როგორც 80 წლის წინ, ახლაც ანსამბლის მთავარი ღირებულება ერთგულება, შრომა, საქმისადმი სიყვარული და ლიდერობაა.
ნინო სუხიშვილის როლი ამ შემოქმედებით პროცესში განუმეორებელია. ის ზრუნავს არა მხოლოდ სცენის ვიზუალურ ხედვაზე, არამედ თანამედროვე კოსტიუმების შექმნაზეც, რომლებიც მკვეთრად გამოხატავს ანსამბლის თანამედროვეობისა და ტრადიციის სინთეზს. მისი კოსტიუმები გამორჩეულად მსუბუქი და ჰაეროვანი ქსოვილებით იქმნება, სადაც ყოველი დეტალი, ფერი და ფორმა თანხვედრაშია ქორეოგრაფიასა და მუსიკასთან. ნინო სუხიშვილის მიერ შექმნილი კოსტიუმები სხეულის სილუეტს ბუნებრივად მიჰყვება, რაც ცეკვას დამატებით სიმსუბუქესა და ელეგანტურობას სძენს.
სუხიშვილებისთვის ქალის სახე ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ეს სახე თავდაპირველად თავად ნინო რამიშვილმა შექმნა. წლების განმავლობაში მისი ხელწერის ნაწილად იქცა. ნინოს მიერ ჩამოყალიბებული ეს ხაზი დღესაც ცოცხალია და ინსპირაციას აძლევს ახალ თაობებს. მაგალითისთვის, პროექტი — არტეფაქტები, ქართული ხალხური ცეკვის თანამედროვე ხედვაა, რომლის სახელი ქორეოგრაფიულ დადგმაში გამოყენებულ არქაულ ილეთებს უკავშირდება. ასევე რამიშვილები, სადაც ქალი ტრადიციული ჩიხტიკოპისა და ნაწნავების ნაცვლად წითელი სამოსითა და მოკლე თმებითაა წარმოჩენილი.
განსაკუთრებული და ინოვაციური აღმოჩნდა ღია სცენა თაკარა, ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი, რომელიც პანდემიის დროს, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა. როგორც ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით და ჟინით ღია სცენა თაკარა იქცა სივრცედ, სადაც ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზი იქმნება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და SOLO-ს მხარდაჭერით, 2 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა — ტრიუმფის 80 წელი გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული ფოტოები, უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომლებიც დამთვალიერებლებს სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში ამოგზაურებს და ქართული კულტურის მდიდარ ისტორიას გაახსენებს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები