რეცენზია | საბოტაჟი და მუშათა სოლიდარობა სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე
ეს ამბიციური დოკუმენტური ფილმი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დაყრდნობით სიღრმისეულად იკვლევს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სქემებსა და საზღვრისპირა სოლიდარობის აქტებს.
ფოტო: WIELS
ბერლინში განთიადის კულტურულ ფესტივალზე აჩვენეს ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი ერთი შეხედვით უინტერესო საკითხზე — სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე. თუმცა თეკლა ასლანიშვილის მრავლისმომცველ ნამუშევარს სახელმწიფო სახელმწიფოში (A State in a State, 2022), რომელიც მან დოქტორ ეველინა გამბინოსთან თანამშრომლობით იკვლია, ყველაფერი შეგვიძლია ვუწოდოთ, გარდა უინტერესოსი.
როდესაც ჩვენ ვარსკვლავებით მოჭედილი ბრწყინვალე ცის ქვეშ, ცივ, ღია კინოთეატრში ვისხედით, ჩვენ უკან ქალაქის მატარებლების შხუილი ისმოდა, რაც ბუნებრივად ერწყმოდა იმ ატმოსფეროს, რომელიც Treptower პარკსა და Ostkreuz S-Bahn-ის სადგურს შორის მოწყობილ ფესტივალის სცენაზე იყო.
ფილმი იწყება ჩვეულებრივი ხედით თბილისის საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელიც სატვირთო მატარებლის ლიანდაგებს გადმოჰყურებს. ასლანიშვილი ამ ხედით გაიზარდა, ახლოდან უყურებდა მატარებლებს და სულ უფრო უღრმავდებოდა ინტერესი თბილისის მატარებლის სადგურის მისტიკური საწყისისა და გაგრძელებებისადმი. ფილმი არ გვაჩვენებს პირად შეფასებებს, მაგრამ იმ ხმების ჩახლართულ ტალღებში, რომლებსაც ამ მისტიკურობის მიღმა მივყავართ, ისმის პოლიტიკური ექო.
გამგზავრების ამ პუნქტიდან კადრი მალევე გადადის ახალქალაქის მატარებლის სადგურზე, რომელიც ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზის ხაზის ნაწილია, "აბრეშუმის ახალ გზას" ევროპა და აზია უნდა დაეკავშირებინა. იგი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ასრულებს გამყოფი პუნქტის ფუნქციას — ეს არის ადგილი, სადაც რეგიონების შესაბამისად განსხვავებული სიგანის ლიანდაგები (ამ შემთხვევაში განსხვავდება ევროპული და საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული სტანდარტები) იკვეთება და საჭიროებს ლოჯისტიკურ ოპერაციას, რათა მატარებლებმა გადაადგილება შეძლონ. როგორც ერთმა რესპონდენტმა ახსნა, ამ სერვისის შეთავაზების შესაძლებლობა გულისხმობს იმას, რომ "რეგიონი აყვავდება. საოცრება შეიძლება აშენდეს აქ!". ცხადია, რეალობა გაცილებით რთულია.
ასლანიშვილის თქმით, კვლევის დროს ის მალევე მიხვდა, რომ "ეს რკინიგზა ბევრად მეტი იყო, ვიდრე საქონლისა და ადამიანების ტრანსპორტირების საშუალება. იგი მოქმედებდა როგორც გეოპოლიტიკური საბოტაჟისა და აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების წარმართვის მექანიზმი". ეს ხაზი შეიქმნა გიუმრის სადგურის (ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და სომხეთის უძველესი რკინიგზის კვანძი) ალტერნატივად, რადგან ეს უკანასკნელი თურქეთმა მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაბლოკა. შესაბამისად, სომხეთი დარჩა ამ პროექტის მიღმა, პოტენციური ეკონომიკური სარგებლის გარეშე.
ფოტო: WIELS
ეს ყველაფერი არ არის. თავის მხრივ, ახალქალაქი უმეტესწილად სომხური მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტია და რადგანაც პროექტი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააფინანსა, არც ერთ ადგილობრივს, რომელმაც განაცხადი შეავსო, სამსახური არ მიუღია. ასეთია აყვავებული რეგიონი, ნამდვილად. ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი შეიქმნა საბჭოთა იმპერიის დაცემის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში აღმოცენებული ეროვნებათშორისი ურთიერთობების კრახის საფუძველზე და დღემდე უზრუნველყოფს ამ დაპირისპირებების არსებობას.
დღეს არსებული გეოპოლიტიკური წნეხიდან გამომდინარე, ასლანიშვილი იკვლევს წარსულში მომხდარ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ საბოტაჟს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილმი იკვლევს რკინიგზის მუშათა როლს ანტიცარისტულ წინააღმდეგობაში, ისევე როგორც ქართველ მუშათა ძალისხმევას სომხეთში 1988 წელს მომხდარი სპიტაკის მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებისას. გარდა ამისა, სომეხი რესპონდენტი იხსენებს თურქ მუშებს, რომლებიც 1990-იან წლებში, საზღვრის ბლოკადის გამო დაწყებული შიმშილობის დროს, გაყინული პურებით სავსე სატვირთო მატარებლებს უშვებდნენ.
ძველი და ახალი ამბები (ასლანიშვილს ფოკუსი სამხრეთ კავკასიიდან ბელარუსზე გადააქვს და განიხილავს ბელარუსის რკინიგზის მუშაკების მიერ რუსული ძალების წინააღმდეგ წამოწყებულ სავარაუდო საბოტაჟს) ტრანსნაციონალური მუშათა სოლიდარობისა და თანმდევი შედეგების ცხადი ასახვაა.
ფილმში ეს სოლიდარობა გაგებულია იმ კუთხით, რომ რკინიგზა არის ის, რასაც საბჭოეთში უწოდეს "სახელმწიფო სახელმწიფოში", ეს არის ფაქტობრივად პარალელური სამყარო არამხოლოდ სუვერენული ინფრასტრუქტურით, ასევე თავისი სოციალური სისტემითაც. ეს კავშირი გასცდა ეროვნულ საზღვრებს, რის შედეგადაც მუშები "უარყოფენ სახელმწიფოს განკარგულებას" და ამის ნაცვლად ემორჩილებიან თავიანთ მორალურ კომპასს, რათა დაეხმარონ მეზობლებს. ფილმში ერთ-ერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს რკინიგზა საერთო საქმის მეშვეობით ქმნის "პოლიტიკურ ცნობიერებას", თანამშრომლობისა და ორგანიზებულობის ძლიერ განცდას.
გარდა აშკარა პოლიტიკური ასპექტისა, ფილმი გარკვეულწილად დროის, როგორც მატერიალური რესურსის ფილოსოფიურ პერსპექტივას გადმოგვცემს — ვინაიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დროის აღქმაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს — თუმცა ეს უფრო მეტად მაყურებლის გასაღიზიანებლად ან დასაბნევად არის განკუთვნილი.
ფილმი შესანიშნავია მუსიკალური თვალსაზრისით. ანი ზაქარეიშვილისა და ნიკა ფასურის მინიმალისტურ საუნდტრეკს მრავალფეროვანი პერსპექტივისა და ამბის მეშვეობით ოსტატურად შეჰყავს მაყურებელი თავგადასავალში.
ასლანიშვილისა და ნიკოლოზ თაბუკაშვილის კინემატოგრაფია კი ბრწყინვალეა, თანაბრად გამოკვეთენ როგორც დიად პეიზაჟებს, ისე ჩვეულებრივ დეტალებს — ცხვრები გზაზე გადადიან, ხოლო ძროხები რკინიგზაზე რჩებიან.
თავის ფილმში ასლანიშვილი იკვლევს "უთანასწორობას, რომელიც არსებობს ხელისუფლებებსა და ხალხს შორის, ტერიტორიულ კუთვნილებასა და კერძო წარმოებას შორის" — როგორც ფილმი გვიჩვენებს, ამ რეგიონებში მცხოვრებთა რეალობა შორს დგას იმ გრანდიოზული პოლიტიკური სქემისგან, რომელიც სახელმწიფოებმა შესთავაზეს მათ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ოთხ ენაზე ვრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები