FTM: ირაკლი რუხაძეს 4 კომპანია, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ორგანიზაცია ნიდერლანდებში აქვს დარეგისტრირებული
ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე პროსამთავრობო და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა. მისი საქმიანობის შესახებ ნიდერლანდურმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის პლატფორმა FTM-მა ვრცელი სტატია დაწერა, სადაც ვკითხულობთ, რომ მაშინ, როცა რუხაძე ბიზნესს ნიდერლანდებშიც ფლობს პროსამთავრობო და ანტიდასავლური პროპაგანდას ავრცელებს. ჰოლანდიური ოფიციალური ორგანოების თქმით, მისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ ევროკავშირის ფართო კონსენსუსის შემთხვევაშია შესაძლებელი.
"ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრის პარალელურად — რაც პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხის, ტელეკომპანია "იმედის" მეშვეობით ხორციელდება — ქართველი ბიზნესმენი, ირაკლი რუხაძე საკუთარ ბიზნესინტერესებს ნიდერლანდებში მიმართავს. თუმცა, ამსტერდამი, როგორც ჩანს, არ ჩქარობს ზომების მიღებას საქართველოს ანტიევროპული მედიამაგნატის წინააღმდეგ ევროკავშირის ფართო სანქციების გარეშე", — წერია სტატიაში.
Follow the Money-ისა და Transparency International-ის გამოძიებამ გამოავლინა, რომ რუხაძის ოთხი მნიშვნელოვანი კომპანია, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ორგანიზაცია, რეგისტრირებულია ნიდერლანდებში. მათგან ერთ-ერთს ნაწილობრივ ივანიშვილთან დაკავშირებული საინვესტიციო ფონდი ფლობს. კომპანიების ადმინისტრირება ნიუ ჯერსიში დაფუძნებული JTC Group-ში ხდება.
2021 წლიდან ამ კომპანიებმა დირექტორების მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშები არ წარადგინეს, რაც ჰოლანდიის სავაჭრო პალატამ "ეკონომიკურ დანაშაულად" შეაფასა . მიუხედავად ამისა, ჰოლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეაგირების ითხოვენ. Transparency International Georgia-ს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა რუხაძის წინააღმდეგ ევროკავშირის ან თუნდაც მხოლოდ ნიდერლანდების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოითხოვა:
"ეს ადამიანები პრორუსულ ინტერესებს ემსახურებიან და ძირს უთხრიან ევროპულ ღირებულებებს", — განაცხადა მან.
ცნობისთვის, ლიეტუვამ 2029 წლამდე ქვეყანაში შესვლა უკვე აუკრძალა. 2023 წელს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაბრკოლების გამო (აშშ ფინანსთა სამინისტრო) სანქციები დაუწესა. მიუხედავად ამისა, ჰოლანდია აცხადებს, რომ დამოუკიდებლად მოქმედება ვერ მოხერხდება ევროკავშირის კონსენსუსის გარეშე.
- ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს
- ირაკლი რუხაძე: "ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან"
- ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკის" გაყიდვაზე ჩინურ "ბაზისბანკთან" აქვს მოლაპარაკება
- ირაკლი რუხაძე: მეტეორი რომ დამეცეს ახლა თავზე ბევრად მეტი შანსია, ვიდრე ამერიკამ სანქცია გამოიყენოს
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები