ლიკა გუნცაძე

5 Jul. 2025, 11:53

"მე და ნიკუშა ბედნიერი კაცია არ ვიცი როდის დავმეგობრდით. არასდროს არ შევხვედრილვართ როცა მშვიდი ცხოვრება იყო, ახლა კი მეც და ნიკუშაც ციხეში ვართ. ნიკა დახურულში მე ღიაში. ძალიან მიყვარს მისი ოჯახი მარინა და ლაშა, ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ ჩვენმა შვილებმა დაგვაახლოვა. ერთი დარდი გვაქვს, ერთი პატარ-პატარა სიხარულები ერთხელაც ვიღაც მირეკავს ციხის ნომრიდან ოღონდ ანდრო რა ნომრიდანაც რეკავს ის ნომერი არ იყო, ვცნობ მაგ ნომრებს.

დარეკა ნიკუშამ გამეცნო და ისეთი სიტყვები მითხრა, ფსიქოთერაპია ჩამიტარა! ციხიდან ტყვემ მე ჩამიტარა სეანსი! მაშინვე ვიგრძენი რომ ამ ადამიანთან ბევრი საერთო მაქვს და საოცარი სითბო შემოვიდა ჩემში. იმ მომენტიდან ჩემი მეგობარი გახდა, სულ ვკონტაქტობთ ხშირად მირეკავს და მაბედნიერებს! ასე იქნება მუდამ. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ჩავეხუტები! დღეს აი ეს წერილი მომწერა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ნიკუშა ბედნიერი კაციამ. მადლობა ჩემო საამაყო თბილო გაუტეხელო ადამიანო"

დაწერა სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში და ნიკა კაციას წერილი გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავებიან, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. კაციას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  2. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  3. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  4. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი

როგორც ჩანს, How I Met Your Mother-ის მსახიობები ისეთი ახლო მეგობრები აღარ არიან, როგორც ეს ეკრანზე ჩანს. ჯოშ რედნორმა,…