ლევან ცუცქირიძე: "ჩვენ შეგვიძლია აქტიური პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ "არჩევნებში" მონაწილეობის გარეშეც"
"ჩვენ შეგვიძლია აქტიური პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ "არჩევნებში" მონაწილეობის გარეშეც" — ამის შესახებ პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციამ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას "საყოველთაო პლებისციტის სახე მისცენ".
რა უნდა გავაკეთოთ წინააღმდეგობის მონაწილე პარტიებმა:
ზოგი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობის არეალი აღარ რჩებათ. ეს სიმართლე იქნებოდა, ბოიკოტის მხოლოდ პასიური ფორმა რომ არსებობდეს. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის - ჩვენ შეგვიძლია აქტიური პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ "არჩევნებში" მონაწილეობის გარეშეც.
ჩვენი პოლიტიკა სამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: 1) პროტესტის გაძლიერება და გაფართოება; 2) ოცნების გუნდისა და მმართველობის სტილის უკეთესი ალტერნატივის ნათლად ჩვენება და 3) ოცნების კიდევ უფრო დასუსტება და მისი მეტად დელეგიტიმაცია.
1. პროტესტის გაფართოებისთვის ჩვენ შეგვიძლია:
აქტივიზმის გაძლიერება და მომხრეების გამხნევება - რეგიონებში აქტიური და კოორდინირებული საპროტესტო კამპანიებით და ვიზიტებით.
თბილისში ერთობლივად შეთანხმებული აქციების ორგანიზება, სადაც საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებთ გაწეულ სამუშაოებზე და, ასევე, ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე.
2. ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის შექმნა.
ოცნების მიერ დაგეგმილი ფარსის საწინააღმდეგოდ საზოგადოებისთვის რეალური დემოკრატიული პროცესის შეთავაზება. როგორც მინიმუმ, ყველა თვითმმართველ ქალაქში შეგვიძლია დემოკრატიული "აგორები" შევქმნათ, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ილაპარაკებს ქვეყნისა და ქალაქის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებულ ხედვებზე; სადაც მოქალაქეები ახალ პოლიტიკოსებსაც გაიცნობენ და საბოლოოდ, პირდაპირი დემოკრატიის საშუალებით ქალაქის მერსაც აირჩევენ.
ამასთან ერთად, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად უნდა დავიწყოთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას საყოველთაო პლებისციტის სახე მივცეთ.
ოცნების უსამართლო "სასამართლო" უდანაშაულო ადამიანებს პატიმრობას უსჯის არაფრის გამო. სასამართლო სისტემის ამ გარყვნასა და პროფანაციას ჩვენ ალტერნატიული სასამართლო პროცესებით უნდა ვუპასუხოთ. მაღალკვალიფიციური იურისტებისა და ყოფილი პატიოსანი მოსამართლეების მონაწილეობით ნამდვილად სამართლიანი სასამართლო პროცესები უნდა გავმართოთ, სადაც ამ რეჟიმის დანაშაულებს განვიხილავთ და იმასაც ვაჩვენებთ, თუ რეალურად როგორია ნამდვილი მართლმსაჯულება.
3. ავტორიტარული რეჟიმის დასუსტება
პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვუხელმძღვანელოთ იმ ბიზნესების ბოიკოტის კამპანიებს, რომლებიც ამ რეჟიმს ასაზრდოებენ. საერთაშორისო სანქციებთან ერთად მათ ჩვენ, მოქალაქეებმაც უნდა დავუწესოთ სანქციები.
უნდა დავეხმაროთ საჯარო სამსახურების მოხელეებს გაფიცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში და ხელი შევუწყოთ, ბოლომდე უერთგულონ სახელწიფოსა და კონსტიტუციას და არა რომელიმე პარტიას.
"აქტიური ბოიკოტის"კამპანიას ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური მოძრაობების მოქნილმა და ეფექტიანმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა უხელმძღვანელოს, რომელსაც როტაციულად წარუძღვება ყველა შემავალი პარტიის წარმომადგენელი.
ეს არის ის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. ეს ხედვა შევთავაზე ჩემს კოლეგებს რამდენიმე დღის წინ და იმედი მაქვს, მათი მხარდაჭერაც მექნება. სწორედ ასე მესმის მე "ერთობის" იდეა - კოორდინირებული მოქმედება ნათელი სტრატეგიისა და კონკრეტული გეგმის გარშემო" — წერს ლევან ცუცქირიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადებას პოსტშივე კომენტარით უპასუხა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და განაცხადა, რომ ლევან ცუცქირიძის გეგმა სწორია და მათ ხედვასთან ახლოსაა:
"ძალიან სწორის, კონკრეტული გეგმაა და ახლო ჩვენ ხედვასთან. გველანაირი საფუძველი გვაქვს ერთად აქტიური და შედეგიანი მუშაობის და ეგრეც იქნება" — დაწერა ელენე ხოშტარიამ, რომელიც უკვე მეოთხე დღეა პარლამენტთან შიმშილობს.
ასევე იხილეთ:
- IPN: თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, ელენე ხოშტარია შიმშილობას შეწყვეტს
- ელენე ხოშტარია: პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან სანამ ოცნება შეტევაზეა ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს
- "მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღის აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? - პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- "ადამიანური თანაგრძნობის გამოხატულებაა", რომ მოშიმშილე პოლიტიკოსებთან მიხვიდე — პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები