ყვარლის ბაგა, "ჰილტონის" ბრენდის სასტუმროები, "ჰეშ ბანკი" — რა ქონებას ფლობს რძის სკანდალში გახვეული ლაშა პაპაშვილი
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ქონებით ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა. მათი ცნობით, რძის სკანდალში გახვეული ბიზნესმენის კუთვნილი "რედიქსი" 100+ მლნ დოლარის აქტივებს მართავს.
მანვე მიიღო 2009 წელს აბასთუმანში მიწა სასტუმროსთვის, რომელიც დღემდე არ დაუმთავრებია; ფლანგვის დეტექტორის ცნობით, "სახელმწიფომ ის 600 ათასით ლარით დააჯარიმა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა აპატია"; პაპაშვილი ფლობს "ჰეშ ბანკს", რომლის ლიცენზირების პროცესი ეჭვებს ბადებს.
მათივე ცნობით, ლაშა პაპაშვილი უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით აწვდის სამხედროებს 150 ათასი ლარის საკვებს.
რაც შეეხება ბიზნესმენის პოლიტიკურ გემოვნებას, ის აცხადებს, რომ ივანიშვილმა საქართველოს ომი ააცილა და ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდის.
უფრო დეტალურად პაპაშვილის ქონებაზე ფლანგვის დეტექტორის სტატიაში ვკითხულობთ:
"ლაშა პაპაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ბიზნესმენია საქართველოში. იგი ათეულობით კომპანიის წილს ფლობს და აქტიურად არის ჩართული უძრავი ქონების ბაზარში.
…პაპაშვილი ფლობს კომპანია "რედიქსის" 100%-იან წილს, რომელსაც ეკუთვნის "ყვარლის ბაგაც". "რედიქსი" ასევე ფლობს "ჰილტონის: ბრენდის სასტუმროებს და მართავს უძრავი ქონების აქტივებს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.
"რედიქსის" ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია სასტუმრო "აღობილი" აბასთუმანში. პროექტი ხორციელდება "საქართველოს განვითარების ფონდთან" (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) ერთად. მისი ღირებულება 30 მილიონი დოლარია, და კომპანიის ვებსაიტის თანახმად, გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება, თუმცა სასტუმროში თავდაპირველი ინვესტიცია უკვე 2013 წლისთვის უნდა ყოფილიყო ჩადებული.
2009 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ მიწა და მასზე არსებული ნაგებობები 1000 ლარად გადაეცა. მას დაეკისრა ვალდებულება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენებულიყო სასტუმრო და განხორციელებულიყო შესაბამისი ინვესტიცია.
2014 წელს, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაც ითვალისწინებდა 2013 წლისთვის მინიმუმ 3-მილიონიან ინვესტიციას, 30-ნომრიანი სასტუმროს აშენებას და მინიმუმ 10 ადამიანის დასაქმებას, გამოცემა Netgazeti-ს ცნობით, პაპაშვილს დაეკისრა პირგასამტეხლო 633,553 ლარის ოდენობით, რომლისგანაც იგი გათავისუფლდა ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით.
პროექტის ვადა თავდაპირველად გადაიწია 2018 წლის 29 აგვისტოსთვის. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა კიდევ ერთი განკარგულება, რომელიც ითვალისწინებდა პაპაშვილისთვის შეღავათების მიცემას. 2018 წელს ვადა მესამედ გადაიწია და გახსნის ახალ თარიღად 2020 წელი განისაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო დღემდე არ არის დასრულებული, 2024 წლის მაისში პაპაშვილი აცხადებდა, რომ აბასთუმანში “ძალიან მაგარი პროექტი კეთდება” და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს ორი წლის წინ ესაუბრა.
ჰეშ ბანკი — ლიცენზია, ინვესტორები და ზარალი
2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა სააქციო საზოგადოება "ჰეშ ბანკი", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი, ხოლო ერთ-ერთი დამფუძნებელი მისი ძმა, სულხან პაპაშვილი არიან. 2023 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის დროებითმა პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრულ ბანკს ლიცენზია და 7-თვიანი გამოსაცდელი ვადა მიანიჭა.
გამოსაცდელი ვადა 2024 წლის მაისში 10 თვით გახანგრძლივდა. თუმცა, იმავე წლის სექტემბერში "ჰეშ ბანკს" მიენიჭა საბანკო საქმიანობის უფლებაც მიენიჭა.
"ჰეშ ბანკის" ერთ-ერთი ინვესტორი თავდაპირველად იყო უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვი, რომელიც ამავდროულად კომპანია WhiteBit-ის დამფუძნებელია. იგი ამჟამად საჯარო რეესტრში აღარ ფიქსირდება.
კომპანია WhiteBit-ი კრიპტოვალუტის ბირჟაა. უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია NON-STOP–ის 2023 წლის გამოძიების მიხედვით, კომპანიის რეალური მმართველი არა ნოსოვი, არამედ შენცევების ოჯახი – დიმიტრი და ნიკიტა შენცევი იყვნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ ნოსოვი თავს WhiteBIT-ის დამფუძნებლად და აღმასრულებელ დირექტორად წარადგენს, კომპანიას ოფიციალურად განსხვავებული მფლობელები ჰყავს. ვსაუბრობთ შენცევებისს ოჯახზე — ნიკიტასა და დიმიტრიზე. ორივე მათგანი წარმოადგენდა პრორუსული OPFL-ის ინტერესებს — პირველი ხარკოვის საოლქო საბჭოს წევრი, მეორე კი პარლამენტის წევრი", — წერდა უკრაინული ორგანიზაცია NON-STOP.
ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ მიუხედავად WhiteBit-ის პროუკრაინული პროფილისა, სინამდვილეში კომპანია უკრაინაში აკრძალული რუსული ფულის გათეთრებაში იღებს მონაწილეობას.
ამ გარემოებამ საქართველოში "ჰეშ ბანკისთვის" ლიცენზიის მინიჭების შემდეგ კითხვები გამოიწვია, რასაც ეროვნულმა ბანკმა და თავად ლაშა პაპაშვილმაც უპასუხეს.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ "ჰეშ ბანკის" არცერთ დამფუძნებელზე არ არის გაცემული საერთაშორისო ფინანსური სანქცია, რომელსაც საქართველოა მიერთებული”.
"რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თებერვლის ინფორმაცია იძებნება, რომ რაღაც საქმეა აღძრული [ნოსოვზე], ჩვენ გვაქვს ივლისის დოკუმენტი, რომ არანაირი საქმე არ არსებობს ამ ადამიანის წინააღმდეგ და ვერც იარსებებს.
განცხადება, რომ რად გვინდა კრიპტო, როდესაც მომავალი სწორედ ესაა და დღეს მაგალითად აშშ-ში კრიტპოს გამოყენებით უკვე ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. დაწყებული ყავით, კოკა-კოლასაც კი იყიდით დღეს კრიპტოთი", – განაცხადა მაშინ პაპაშვილმა BMG-თან.
2024 წლის მონაცემებით, "ჰეშ ბანკი" ზარალზეა — ზარალმა 5.3 მილიონი ლარი შეადგინა", — წერს ფლანგვის დეტექტორი.
რძის სკანდალის შესახებ წაიკითხეთ აქ:
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები