თუ გინდათ ლეპტოპი, რომელიც თქვენი ცხოვრების ტემპს აჰყვება, HONOR MagicBook X14 2025 სწორედ თქვენთვისაა.

დღეს ლეპტოპი მხოლოდ სამუშაო ინსტრუმენტი აღარაა, ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, პადი კი ერთგვარი ბალანსი გართობასა და სწავლებას შორის.

ერთი სიტყვით, სწავლა, სამსახური, ფილმები, სერიალები, მუსიკა თუ თამაშები, ყველაფერი ეკრანთანაა დაკავშირებული.

ლეპტოპი ჩვენი ნამდვილი ასისტენტი და თანამგზავრია. და, თუ თქვენ ისეთ კომპანიონს ეძებთ, რომელიც ერთდროულად გამძლეა, მსუბუქი და თვალისთვისაც კომფორტული, მაშინ HONOR MagicBook X14 202 5 უნდა აირჩიოთ.

მისი ულტრა თხელი დიზაინი მარტო ლამაზი კი არ არის, ის ისე მოთავსდება ჩანთაში, ვერც კი იგრძნობთ, ამიტომ შეგიძლიათ, ყველგან თან ატაროთ — უნივერსიტეტში, კაფეში, თვითმფრინავში, იქ სადაც ხართ და გჭირდებათ.

ერთი სიტყვით, თუ ხშირად გიწევთ გადაადგილება, მასზე უკეთესს ვერაფერს ინატრებთ!

MagicBook X14 2025 მე-13 თაობის Intel® Core™ H პროცესორისა და სოლიდური მეხსიერების წყალობით, განსაკუთრებულად სწრაფია. მარტივად მოგამზადებინებთ პრეზენტაციებს, დაგიგეგმავთ ონლაინ-შეხვედრებს, ფილმების სთრიმინგის არჩევა ხომ სულ რამდენიმე წამში შეუძლია!

ფოტო: Honor

ფოტო: Honor

მულტიფუნქციურობა თქვენი სტილია?

ის ერთდროულად გაგიხსნით ფაილებს და რამდენიმე დავალების შესრულებითაც არ დაიღლება.

ხოლო, თუ ხშირად გიტაცებთ საათობით კითხვა და მუშაობა, დრო ისე გარბის, რომ ვერ გრძნობთ, HONOR-მა ესეც გაითვალისწინა. 14-დუიმიანი HONOR FullView ეკრანის წყალობით, თვალები არ დაგეღლებათ, რადგან მას თვალის დაცვის სერტიფიცირებული ტექნოლოგიები, e-book რეჟიმი და დინამიკური ჩაბნელების საშუალება აქვს.

ელემენტზე არ იფიქროთ, ის მთელი დღის განმავლობაში მოგემსახურებათ, მაგრამ თუ დღე ისე გაგეპარათ, ვერც კი იგრძენით, მისი სწრაფი დამტენი ზუსტად მაშინ შემოგეშველებათ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.

თუ HONOR სმარტფონიც გაქვთ, ძალიან მარტივად დააკავშირებთ ლეპტოპს. ფოტოს ან ფაილის გადაგზავნას წამებში შეძლებთ. აქ ყველაფერი ერთ სისტემაშია!

ტექსტების აკრეფვა არ გიყვართ? ვის უყვარს?

მაგრამ HONOR MagicBook X14 2025 სრული ზომის კომფორტული კლავიატურა გაგრძნობინებთ, რომ აკრეფვაც სასიამოვნო პროცესია, ისე, როგორც ვიდეოზარებში მკვეთრი ხმა, სერიალებში კი ცოცხალი დეტალები.

ფოტო: Honor

ფოტო: Honor

დამატებითი ინფორმაციისთვის HONOR MagicBook X14 2025-ის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ HONOR-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

თუ ფართო ხედვა გქვთ და კიდევ უფრო ფართო გეგმები, მაშინ HONOR MagicBook X16 2024 ნამდვილად თქვენთვისაა შექმნილი.

ეს ლეპტოპი არა მხოლოდ დიდი ეკრანით გამოირჩევა, ის მოსახერხებელი, ჭკვიანი და საიმედოა. სწავლა, მუშაობა, დასვენება — ყველაფერი გაცილებით სახალისოა მასთან ერთად, რადგან 16 დიუმიანი FullView დისპლეი სწორი 16:10 ასპექტის თანაფარდობით თქვენს სამსახურშია!

ფილმების ყურება, კითხვა, პრეზენტაციების მომზადება, ელექტრონული წიგნის რეჟიმი, ციმციმისგან დაცვა, ეს ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ არ გადაიღალოთ არც თქვენ და დაიცვათ თვალებიც.

მე-12 თაობის Intel Core i5 პროცესორი ადვილად უმკლავდება უამრავ დავალებას.

გჭირდებათ ვიდეო რედაქტირება დოკუმენტებისა თუ საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენება... და არ გყოფნით სიმძლავრე?

უბრალოდ დააჭირეთ Fn + P და ჩართეთ ტურბო რეჟიმი. მსუბუქი მოსახერხებელი, არაჩვეულებრივი დიზაინით, შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ.

ღამე მუშაობა გიყვართ? არ არის პრობლემა! თქვენი ასისტენტის კლავიატურა აღჭურვილია ციფრული ბლოკით და ჩუმი კლავიშებით, რათა მშვიდად აკრიფოთ ტექსტი ღამითაც კი.

კიდევ რას ნიშნავს HONOR Connect?

იმას, რომ ეთქვენი HONOR სმარტფონი, ყურსასმენები და სხვა მოწყობილობები ლეპტოპთან ერთად მუშაობს. ზარების, შეტყობინებების, კლავიატურით აკრეფვისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა მომენტალურად ხდება!

ელემენტი ძალიან საიმედოა: 7.5 საათამდე მუშაობს, აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმიც. ერთი სიტყვით, თუ თქვენ ეძებთ ლეპტოპს, რომელსაც:

  • აქვს დიდი და კომფორტული ეკრანი
  • მუშაობს სწრაფად და არ გამოსცემს ხმაურს
  • გამოდგება სწავლისთვის, სამუშაოდ და დასვენებისთვის
  • მსუბუქი, ელეგანტური და თანამედროვეა

HONOR MagicBook X16 2024 თქვენი არჩევანია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე.

HONOR Pad X8a — სტუდენტის საუკეთესო თანამგზავრი

თუ სწავლასა და კვლევას დღეში რამდენიმე საათს უთმობთ, მაშინ სანდო, ვიზუალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი ტაბლეტი გჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში HONOR Pad X8a თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენაა!

ეს არის შესანიშნავი არჩევანი სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათთვისაც, ვისაც ყველაფერი ცოტათი სჭირდებათ.

მისი დიდი, რბილი და კომფორტული ეკრანი, ცოცხალი ფერები — სერიალებს, სოციალური ქსელებს, სტატიებს — ყველაფერს მკვეთრად და ხალასად აჩვენებს.

ისწავლეთ და იკითხეთ რამდენიც გინდათ, X8a თქვენს თვალებს იცავს მხედველობის დამცავი რეჟიმით.

თუ ფილმიც კარგად გინდა ნახოთ და Zoom-იც ხარისხიანად ჩაატაროთ, ამას X8a-ს დინამიკური სიტემა უცებ უზრუნველყოფს.

დასვენება თუ სწავლა? ორივე! თქვენს ტაბს, თანამედროვე ფუნქციების წყალობით, თავისუფლად შეუძლია ფაილების მარტივად გადაცემა, ვირტუალური მეხსიერების გაზრდა და სხვ.


ერთხელ დატენეთ და დაივიწყეთ შემაწუხებელი წარწერა ეკრანზე: Low battery, რადგან ამ ერთი დატენვით 2–3 დღეც შეგიძლიათ იმუშაოთ.


HONOR Pad 8 მსუბუქია, თხელია და გამორჩეულად ელეგანტური, ყველგან წამოგყვებათ — ლექციაზე, კაფეში, კლუბებში, ბიბლიოთეკებში, სადაც თქვენ ისურვებთ!

ფოტო: Honor

HONOR Pad X9 — პადი, რომელმაც ფილმების ყურება საყვარელ რიტუალად აქცია

გიყვართ დიდ ეკრანზე სერიალების ყურება, მუსიკის მოსმენა, გართობა თუ ათასი სახუმარო ისტორიის ნახვა, სწავლობ და მუშაობ დისტანციურად, ან უბრალოდ ისეთი ტაბლეტი გინდა, რომელიც მძლავრი, ლამაზი და სტაბილურია?

მაშინ HONOR Pad X9 სწორედ თქვენთვისაა. ის ძალიან ადვილად ანაცვლებს ტელევიზორს, წიგნებს, ნოუთბუკსაც კი. ეს არის ნამდვილი მულტიმედიური სივრცე მოთავსებული ელეგანტურ, თხელ და მსუბუქ პლანშეტში.

ალბათ, პირველ რიგში, Netflix ჩართეთ და ეკრანმა სულ სხვანაირად გაჩვენათ სერიალი. 2K გარჩევადობა, გლუვი მოძრაობა, მკვეთრი ფერები... 11,5 დიუიმიანი ეკრანი პირდაპირ აცოცხლებს გამოსახულებას. ხმა ხომ მართლაც გამაოგნებელია — მსუყე და დატვირთული ჟღერადი ბასებით.

ფილმს ისე უყურებთ, როგორც კინოთატრში, მუსიკას კი საუკეთესო კლუბში გადაჰყავხართ!

ტაბს იდეალური ბატარეა აქვს, დამტენისკენ იშვიათად მოგიწევთ გახედვა.
HONOR-ის სხვა მოწყობილობებთან კავშირიც წამებში შეუძლია — ფოტოები, ფაილები, ყველაფერი, რაც გჭირდებათ მობილურიდან პადზე რამდენიმე წამში გადადის.

ფოტო: Pinterest

ასე რომ, X9 უბრალოდ ტაბლეტი არაა, უკვე მიხვდით, რომ ეს არის სივრცე, სადაც ისვენებთ, სწავლობთ და ერთობით. შეგიძლიათ დიდხანს უყუროთ საყვარელ ფილმებს, თქვენს თვალებს პადში ჩაშენებული დაცვითი რეჟიმი იცავს. პლანშეტი მაშინაც გეხმარებათ, როცა ბევრს კითხულობთ. მისი სპეციალური კითხვის რეჟიმი და 128 გბ მეხსიერება ყველაფერს იტევს.

და კიდევ, X9 ნამდვილი ოჯახური განძია, თუკი დააყენებთ საბავშვო რეჟიმზე, შეგიძლიათ მშვიდად ათხოვოთ ოჯახის პატარა წევრს.

ფილმების ყურება ხომ საყვარელ ოჯახურ რიტუალად აქცია!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.