სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის მეორე საჩივარი დაუშვებლად ცნო
ფოტო: აჭარის ტელევიზია / კადრი ვიდეოდან
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილი მეორე საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. ინფორმაციას ოცნების ხელისუფლების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
საჩივარი ეხებოდა მისი და ადვოკატს შორის სატელეფონო კომუნიკაციაზე შესაძლო ფარულ მიყურადებას, რაც მამალაძის მტკიცებით, ზღუდავდა მის უფლებას ევროპულ სასამართლოში საჩივრის თავისუფლად წარდგენაზე.
სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება კომუნიკაციის მიყურადების შესახებ, ხოლო მომჩივანმა შეუფერხებლად შეძლო საჩივრის წარდგენა და მასალების გაგზავნა.
შესაბამისად, სასამართლომ საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და იუსტიციის სამინისტროს პოზიცია გაიზიარა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი საჩივარი შეეხებოდა ე.წ "ციანიდის საქმეს". მან ამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა დაედგინა, დაირღვა თუ არა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება — განსაკუთრებით, ნატრიუმის ციანიდის მოპოვების გარემოებებისა და მტკიცებულებების სანდოობის კუთხით.
თუმცა, 2022 წლის 3 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ საქართველოს სასამართლოს არ დაურღვევია გიორგი მამალაძის უფლებები და მის საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ იყო დარღვეული.
გიორგი მამალაძე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვადაზე ადრე, 2024 წლის 14 თებერვალს გაათავისუფლეს. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც იგი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას მოაგვარებდა, საზოგადოება გაიგებდა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.
ამავე თემაზე იხილეთ:
- დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს
- დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ
- დეტალები არქივიდან ციანიდის საქმის შესახებ, რასაც გიორგი მამალაძის დაპატიმრება მოჰყვა
- ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ მათ მიმართეს იუსტიციის მინისტრს დეკანოზის ვადამდე გათავისუფლების რეკომენდაციით
- ცნობილია ფაქტორები, რომელთა გამოც დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
კომენტარები