ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა — ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ვიგებთ.
"ყვარლის ბაგის" რძეს ყიდულობს "სანტე", "სოფლის ნობათი", "აგროჰაბი" და "ყვარლის ბაგის" შვილობილი "რძის ლაბორატორია". 2020 წელს ლაშა პაპაშვილმა კომპანია "ჩირინას" (ბიუ-ბიუ), რომლისგანაც ქათმის ნაკელს ყიდულობდა — სასამართლოში უჩივლა. პაპაშვილი პრეტენზიით მივიდა "ჩირინასთან", რომ მისმა ნაკელმა საქონელი დაუხოცა და 1,65 მილიონი ლარის ზარალი მიადგა, რაზეც "ჩირინამ" პრეტენზიები არ მიიღო. "ჩირინას" განცხადებით, ის ქათმის ნაკელსს სასუქად ყიდდა და არა საკვებად.
2024 წელს, "ქართული ოცნების" ღიად მხარდამჭერმა ბიზნესმენმა, ლაშა პაპიაშვილმა, "ჩირინას" სასამართლო დავა მოუგო და მას 4,7-მილიონიანი ზარალის გადახდა დაეკისრა.
სასამართლო დავა
2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ ჩირინას სასამართლოში უჩივლა. სასამართლოს მასალების მიხედვით, "ყვარლის ბაგის" 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).
თავდაპირველად, რუსთავის სასამართლომ ვერ გამოკვეთა საქონლის დახოცვაში "ჩირინას" ბრალეულობა. სააპელაციომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წლის მარტში "ყვარლის ბაგამ" რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
"ჩირინას" მფლობელი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დავის თბილისში გადატანა ცუდად ენიშნა. მისი თქმით, ეჭვი გაუჩნდა, რომ ძმები პაპაშვილები დავის გადასაწყვეტად ხელისუფლებასთან კავშირების გამოყენებას აპირებდნენ.
2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის საჩივარი დააკმაყოფილა — ყვარლის ბაგამ სასამართლოს წარუდგინა ლაბორატორიული დასკვნები, რომელშიც წერია, რომ ნიმუში, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანტიბიოტიკიანმა ნაკელმა რძეც გააფუჭა და 200-მდე ძროხაც დახოცა, სასამართლომ "ჩირინას" დახოცილი ძროხების საფასური და ახალი ძროხების ყიდვისთვის ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის გადახდაც დააკისრა.
რადიო თავისუფლების ცნობით, სასამართლოს მასალებში დევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილიც, რომ ნაკელში აღმოჩენილი ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების სიაში. ამ ანტიბიოტიკს დღემდე იყენებენ ფერმერები. დოკუმენტებით ასევე ჩანს, რომ ტეტრაციკლინით თავად "ყვარლის ბაგის" ვეტერინარიც მკურნალობდა ძროხებს. "ჩირინას" მფლობელი უარყოფს ტეტრაციკლინის გამოყენებას თავის ქათმის ფერმაში და ამბობს, რომ სხვა მედიკამენტს იყენებდა.
კომპანიების კომენტარი ქათმის ნაკელ-ნაჭამ რძის გამოყენებაზე:
რადიო თავისუფლებამ კომპანიებს, რომლებიც რძეს ყვარლის ბაგიდან ყიდულობენ, ჰკითხა, ამოწმებდნენ თუ არა მიღებული რძის ყველა პარტიას და რამდენჯერ აღმოაჩინეს მასში ანტიბიოტიკი? ასევე, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად.
სოფლის ნობათის მფლობელი კომპანიის, "პეპსიკომ" განაცხადა, რომ "მაგ პერიოდის არქივი არ არის შენახული, კანონით, სამწლიანი ვადა ვრცელდება დოკუმენტების შენახვაზე. ზოგადად, თუ რძის ან ნებისმიერი ინგრედიენტის ხარისხი არ შეესაბამება "პეპსიკოს" დადგენილ სტანდარტსა და კანონმდებლობის მოთხოვნას, ჩვენი მხრიდან ასეთი ინგრედიენტი ხარვეზდება და წარმოებაში არ დაიშვება". კითხვაზე, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად, "პეპსიკომ" რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ არა.
აგროჰაბის ცნობით, იმ პერიოდში, როცა რძეს ყიდულობდნენ “ყვარლის ბაგისგან”, არ იცოდნენ, რომ ძროხებს ნაკელს აჭმევდნენ. მათივე თქმით, "აგროჰაბი ყოველთვის, ყველა პარტიაზე ამოწმებს რძეს ანტიბიოტიკზე. დაფიქსირების შემთხვევაში რძეს არ ვიღებთ. შემოწმების შესახებ ამ ხანდაზმულობის რეესტრი არ გვაქვს".
კომპანია "სანტემ" კი სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2018 წელს სწორედ "სანტემ" აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება. ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.
"სანტე" 1997 წლიდან დღემდე უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლის განმავლობაში 20 მილიონ ლიტრამდე რძეს იბარებს და ამუშავებს. თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილ ფერმებთან, და გარდა ამისა, ფლობს რძის ჩაბარების პუნქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"სანტეს" დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი.
ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში. 2018 წელს სწორედ ,"სანტემ" აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება. ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.
საწარმოში დანერგილი ხარისხის კონტროლის ევროპული და უმკაცრესი შიდა სტანდარტები, ასევე ISO, HACCP არის გარანტია იმისა, რომ რძე, რომელიც შეუსაბამოა ხარისხის სტანდარტებთან, არ გამოიყენება წარმოებაში.
"სანტე" არის კომპანია, რომელიც ყოველთვის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო რძის პროდუქტებს მთელი საქართველოსთვის." — ვკითხულობთ განცხადებაში.
პაპაშვილი და "ქართული ოცნება"
2024 წლის 30 დეკემბერს, 4.7-მილიონი სასამართლოს მოგებიდან მალევე, ლაშა პაპაშვილი BMG-სთან ინტერვიუში ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისტორიაში უნდა შევიდეს, რადგან მან საქართველოს ომი ააცილა.
"ქართული ოცნების დამსახურებაა, რომ მშვიდობა გვაქვს, ეკონომიკა ვითარდება… ქვეყანა მიჰყავს ევროპაში, ვინმე ასე არ ფიქრობს? ...უნდა ვაპატიოთ შეცდომები, ჩვენი წინამძღოლი ვინცაა, უნდა ვაპატიოთ… ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში, დღესვე რომ დაასრულოს მოღვაწეობა… ჩვენს ქვეყანას ომი ააცილა…" — განაცხადა პაპაშვილმა.
ცნობისთვის, 9 იანვარს თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრემია "დურუჯის" ლაურეატები, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თეატრალური პრემია დაუბრუნეს. თეატრალური პრემია "დურუჯის" დამფუძნებელია ლაშა პაპაშვილის "რედიქს ჯგუფი". ხელოვანებმა მისთვის ჯილდოს დაბრუნება სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ გადაწყვიტეს.
- "ახია, ჩემზე" — ლაშა პაპაშვილი "დურუჯის" ლაურეატების ნაწილის მიერ ჯილდოების უკან დაბრუნებას ეხმაურება
- ლაშა პაპაშვილი: ნუ გვიხარია [ბიძინა ივანიშვილის] დასანქცირება, ეს ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
კომენტარები