ირაკლი კობახიძე: ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით
ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქმის მსვლელობას მუდმივად აკონტროლებს. მისივე თქმით, სტრესულ გარემოს, ოპოზიციურად განწყობილი მედიები ქმნიან.
"მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. რაც შეეხება სიახლეებს, სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ.
რაც შეეხება სტრესულ გარემოს, მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობენ. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სტრესული. ჩემთვის არაა, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია.
მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები. პირველ რიგში, ტელევიზიებზე თუ ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ორი სამარცხვინო სატელევიზიო მედიასაშუალება, ეს არის — TVპირველი და ფორმულა, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობენ.
რამდენიმე დღის წინ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ითქვა ასეთი რაღაც, რომ, თითქოს, ის ჩემთვის ხურავდა ამ აკადემიის აუზს, იქ დავდიოდი აუზზე, საერთოდ იხურებოდა პოლიციელებისთვის აუზი. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობთ. თვალით არ მინახავს აუზი! ჩემთვის არ არის ეს სტრესული, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, თუნდაც ასეთი სამარცხვინო ტყუილი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი, შეიძლება იყოს სტრესული.
რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის. ეს არ უნდა გეწყინოთ. ძალიან ბევრ სამარცხვინო ტყუილს ავრცელებთ, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ", — თქვა კობახიძემ.
ოცნების პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რიჟვაძეს არავინ არაფერს აბრალებდა და მის მიმართ პრეტენზია არავის ჰქონია.
"ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსიდან", თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
- პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს "ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის" ბრალი წარუდგინა
- ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
- "მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს" — ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
- გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ თორნიკე რიჟვაძის დატოვებული წერილი მისი დაწერილია
- დიმიტრი ცქიტიშვილი: რატომ წამოიწია ასე ნაჩქარევად თვითმკვლელობის ვერსია, თანმდევი პროპაგანდისტული ნარატივებით, და არა სხვა შესაძლო სცენარები?
- მაღალი დონის კორუფცია და ვენდეტა — სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე
- შსს: თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით გადაიყვანეს
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები