ვიდეო: შინეიდ ო'კონორის თქმით, ბავშვობაში დედა სცემდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა
ფოტო: Donal Moloney
Dr. Phil-ის ახალი სეზონი საკმაოდ ემოციურად დაიწყო. ირლანდიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა შინეიდ ო'კონორმა შოუში თავის ბავშვობაზე და დედაზე, მარიაზე, ისაუბრა.
ო'კონორის თქმით, ის დაბადებიდან 13 წლამდე ძალადობის ქვეშ იზრდებოდა. მუსიკოსი იხსენებს, რომ დედა მას სასტიკად სცემდა და მისი რეპროდუქციული სისტემის განადგურება სურდა.
"პირველი მოგონებები დედაზე მისი სიტყვებია, რომ არ უნდა დავბადებულიყავი. მას მე არ ვჭირდებოდი. დედაჩემს უნდოდა, ბიჭი ვყოფილიყავი, გადახოტრილი ვყავდი და ისე მექცეოდა, როგორც ბიჭს".
ო'კონორი ყვება, რომ დედა მას ყოველდღიურად სცემდა და ძალადობის საშინელ მომენტებს იხსენებს:
"როდესაც მცემდა, და ეს ყოველდღე ხდებოდა, ის მაიძულებდა ტანსაცმელი გამეხადა, იატაკზე შიშველი დავწოლილიყავი და ხელები და ფეხები გამეშალა. ის მუცელზე მირტყამდა, რომ ჩემი საშვილოსნო გაენადგურებინა. მას უნდოდა, რომ გოგო არ ვყოფილიყავი.
ცემის დროს მაიძულებდა მეყვირა, რომ არარაობა ვიყავი, მანამ სანამ ამას არ დავიჯერებდი. მისთვის ჩემს ტკივილს ღიმილი და ბედნიერება მოჰქონდა. ის ავად იყო. ის ან სადისტი და პედოფილი იყო, ან ეშმაკისგან შეპყრობილი.
5 წლის ასაკში ჩემი დის კაბა ჩამაცვა, რომელსაც ღილი აკლდა. როდესაც მან ეს შენიშნა, ოთახში ნათურა მოხსნა, ჩამკეტა და მთელი შაბათ-კვირა სახლში მარტო დამტოვა".
მომღერლის თქმით, სკოლაში არდადეგების დაწყება ყველა ბავშვს უხაროდა, მის გარდა:
"ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე უბედური დღე იყო. მე და ჩემი და-ძმები ვტიროდით, რადგან მთელი ზაფხული მასთან ერთად უნდა გაგვეტარებინა სახლში. ჰოკეის ჯოხებს და ჩოგნებს ვმალავდით, რადგან ის ჩვენს საცემრად მათ იყენებდა".
მუსიკოსი დასთან და სამ ძმასთან ერთად იზრდებოდა, თუმცა მათ გამოცდილებებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.
მიუხედავად დედაზე არსებული საშინელი მოგონებებისა, ის ამბობს, რომ მას დედა ენატრება და ის ტკივილი, რაც მან დაუტოვა, უკვე აპატია.
"საშინლად მძულს ის შეგრძნება, რომ მისი სიყვარული არ შემიძლია. არ შემიძლია მასზე ზრუნვა, სიყვარულის გამოხატვა ან დახმარება. მას არავინ დახმარებია. ვერ ვიტან იმ შეგრძნებას, რომ არ შემიძლია მას ხელები მოვხვიო და ვუთხრა, რომ მიყვარს და რომ ის კარგი დედა იყო. მე მასზე ვიზრუნებდი, ნამდვილი მონსტრი რომ არ ყოფილიყო".
წამყვანის კითხვაზე, რა უყვარს ყველაზე მეტად საკუთარი დედის შესახებ, შინეიდმა უპასუხა:
"ის, რომ ის მკვდარია. ძალიან უცნაურია, რომ პირველი ეს მომივიდა თავში, მაგრამ მიხარია, რომ ის მკვდარია. ეს ერთადერთი სიკეთეა, რაც მას გაუკეთებია. მაგრამ ის მენატრება და მის გამო გული საშინლად მტკივა. ჩემი სუიციდური ინსტინქტი სწორედ იქედან მოდის, რომ მე დედასთან მინდა. ველოდები იმ დღეს, როცა მას სამოთხეში ვნახავ. მაიმუნივით შევახტები და ვეტყვი, რომ მიყვარს და მენატრებოდა".
მუსიკოსის თქმით, დედამ მისი ცემა მაშინ შეწყვიტა, როცა ის მას სიმაღლეში დაეწია:
"როდესაც დიდობაში ვკითხე, ამას რატომ გვიკეთებდა, მან ყველაფერი უარყო. ამის შემდეგ, ცხრა თვე არ ველაპარაკებოდი. ის სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა".
ო'კონორის დედა 1986 წელს ავარიაში დაიღუპა, როდესაც შინეიდი 19 წლის იყო.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა

კომენტარები