ბაია პატარაია

11 Sep. 2017, 18:08

მივესალმები იმ პოზიტიურ შეფასებას, რომელიც გააკეთეს დეპუტატებმა კონკრეტული ინიციატივის [გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა] განხილვისას, მაგრამ არც თუ ისე პოზიტიურად გვაქვს საქმე. დღეს საქართველოში პოლიტიკას აქვს კაცის სახე და ეს ჰალსტუხები ჩვენ სილამაზისთვის არ გვიკეთია. 

85 პროცენტი პარლამეტში კაცები არიან, 89% ადგილობრივ თვითმმართველობაში კაცები არიან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მერობაზე თუ ვისაუბრებთ, 100%-ით კაცები არიან, და ახლა უკვე, როცა თვალს ვადევნებთ კანდიდატების წაყენებას, აქაც ვხედავთ, რომ დიდი გარღვევა წინ, ჩვენ არ გვაქვს.

არ გვაქვს იმედი, რომ ეს ბუნებრივად მალე გამოსწორდება, ამიტომ ვუჭერთ ჩვენ კვოტებს მხარს. რომ იყოს ჩვენი პოლიტიკური კულტურა მართლაც მერიტოკრატიული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ქალებს არავისგან დახმარება არ სჭირდებათ, იმისთვის რომ იყვნენ წარმატებულები, განათლებულები, კომპეტენტურები. მაგრამ, დღეს საქართველოში ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ქმნის ისეთ ამინდს, სადაც მხოლოდ კომპეტენციებით წყდება ეს საკითხი. სწორედ ეს რეალობა გვიბიძგებს იმისკენ, რომ კანონით დავარეგულიროთ ეს მდგომარეობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…