"დადგა დრო, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობის ახალი ერა" — აშშ-ს სახდეპი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე
"მშვიდობის დრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის", — ამ სათაურის განცხადებას აქვეყნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვებ-გვერდზე და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება.
"შეერთებული შტატები აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, დაასრულონ კონფლიქტი, რომლებიც ათწლეულები გრძელდებოდა პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი სამყაროს შესახებ. ახლა დადგა დრო, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ მშვიდობაზე, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის ხალხის კეთილდღეობის ახალი ერა", — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, გუშინ, 13 მარტს, სომხეთი და აზერბაიჯანი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ, რომელიც სამ დეკადაზე ხანგრძლივ ომს დაასრულებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიხუნ ბაირამოვნა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების ტექსტზე მუშაობა დასრულდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ დასთანხმდნენ აზერბაიჯანის უკანასკნელ შეთავაზებებს და შეთანხმება "მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის" მზადაა ხელმოსაწერად.
- ჯეიჰუნ ბაირამოვი: სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკების პროცესი უკვე დასრულებულია
თუ მხარეები შეთანხმებას ხელს მოაწერენ, დასრულდება კონფლიქტი, რომელმაც ორი ომი, აურაცხელი რაოდენობით შეტაკებები და ორივე მხარეს ათასობით მსხვერპლი მოიტანა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე. ზურაბიშვილის თქმით, ეს კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
"მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. სამშვიდობო ხელშეკრულების დოკუმენტის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიის რეგიონის ხანგრძლივი სტაბილურობისთვის. ამ ისტორიულ მიღწევას მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები მოაქვს", — წერს სალომე ზურაბიშვილი.
-
"სიცილის გაზს" დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — ახალი კვლევა "სიცილის გაზს" დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — ახალი კვლევა
გადახედვა
-
შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa
-
სუს-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავება ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს სუს-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავება ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან "კონსტრუქციული ურთიერთობებს დაამყარებს". ახსარ ჯიოევი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან "კონსტრუქციული ურთიერთობებს დაამყარებს".
გადახედვა
-
ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდეც — შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდეც — შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს, როგორც წყევლას შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს, როგორც წყევლას
გადახედვა
-
თბილღვინომ ღვინის მაღაზია და ბარი — The Wine გახსნა თბილღვინომ ღვინის მაღაზია და ბარი — The Wine გახსნა
-
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
გადახედვა
-
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
გადახედვა
-
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
-
უსაფრთხო მშენებლობა — რა უნდა ვიცოდეთ სამშენებლო მასალების შეძენისას უსაფრთხო მშენებლობა — რა უნდა ვიცოდეთ სამშენებლო მასალების შეძენისას
-
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
გადახედვა
-
საბოტაჟის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება მოეთხოვა საბოტაჟის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება მოეთხოვა
გადახედვა
-
როგორ შეიცვალა ChatGPT 2025 წელს? — ჩატბოტს თვითრეფლექსია ვთხოვეთ როგორ შეიცვალა ChatGPT 2025 წელს? — ჩატბოტს თვითრეფლექსია ვთხოვეთ
გადახედვა
-
კომპანიები მილიონობით მომხმარებლის ჩატბოტებთან მიმოწერებს ყიდიან — სავარაუდო სქემა კომპანიები მილიონობით მომხმარებლის ჩატბოტებთან მიმოწერებს ყიდიან — სავარაუდო სქემა
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
არ გვახსოვს, იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ — სოციალური ექსპერიმენტი ჩვენს გარემოზე არ გვახსოვს, იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ — სოციალური ექსპერიმენტი ჩვენს გარემოზე
გადახედვა
-
აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა
-
იდუმალი სანტა არქისგან იდუმალი სანტა არქისგან
-
ომბუდსმენი: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის შესახებ" კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები" ომბუდსმენი: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის შესახებ" კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები"
გადახედვა
-
უკრაინამ ევროკავშირისგან €2,3 მლრდ მიიღო უკრაინამ ევროკავშირისგან €2,3 მლრდ მიიღო
გადახედვა
კომენტარები