საირმეს რეკრეაციული ფერმა ნიკა ლებანიძის ობიექტივში
ფოტო: თეგეტა
საირმეს რეკრეაციული ფერმა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 13,000 ჰექტარს მოიცავს. მისი მიზანია ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენა, ტყის დაცვა და მონიტორინგი, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, ეკოტურიზმის განვითარება — ვიზიტორებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შეთავაზება.
რეკრეაციული ფერმა ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ბუნება, მასთან სიახლოვე უყვარს; ვისაც მთები, თავგადასავალი იზიდავს; ვისაც სურვილი აქვს, ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გამოცდილება მიიღოს. აქაურობა ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა საქართველოში. რეკრეაციულ ფერმას სტუმრობენ ბავშვებიც, მათთვის აქ საგანმანათლებლო ტურები ეწყობა.
ფოტო: თეგეტა
საირმეს რეკრეაციულ ფერმას ამჯერად ვიდეოოპერატორი, ფოტოგრაფი, მთამსვლელი და ინფლუენსერი ნიკა ლებანიძე ესტუმრა. რეკრეაციული ფერმა ნიკასთვის აღმოჩენა არ ყოფილა, აქაურობას კარგად იცნობს, თუმცა აღმოჩენის ტოლფასი იყო ამ ტერიტორიისთვის სხვა თვალით შეხედვის შესაძლებლობა. საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი.
ნიკა ლებანიძე: "საირმეში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ზეკარის უღელტეხილი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი ადგილია საქართველოში, სადაც ხშირად დავდივარ, როცა ბუნებაში გასვლა და რაიმე აქტივობის დაგეგმვა მინდება, თუმცა ეს გამოცდილება მაინც განსხვავებული იყო.
აქაურობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ წელიწადის ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი, საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ისეთი აქტივობები დაგეგმო, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება. ზამთარშიც ვარ ნამყოფი სათხილამურო ტურით მეგობრებთან ერთად, ადრეულ გაზაფხულზეც, როცა სრიალებ და გარშემო თოვლში ამოწვერილი ყვავილები დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. იგივე შემიძლია ვთქვა გვიანი შემოდგომის საირმეზეც, რომელიც, უბრალოდ, მომაჯადოებელია! საირმეს რეკრეაციული ფერმის მონახულება ნიშნავს ულამაზესი ხედებით ტკბობას აბასთუმნიდან გადასასვლელ გზაზე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი მოგზაური გადის, მათ შორის მოტოციკლეტით და ველოსიპედითაც კი. ეს მარშრუტი მსოფლიო რუკაზეა დატანილი და ვინც ამ ტერიტორიაზე ხვდება, ყველა გადის ამ გზას. საირმეს რეკრეაციულ ფერმას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უამრავი უცხოელი სტუმრობს ამ ადგილს და სამწუხაროა ის, რომ აქ უცხოელი უფრო მეტია ნამყოფი, ვიდრე ქართველი“.
ფოტო: თეგეტა
მთამსვლელი, რომელსაც არაერთი მწვერვალი აქვს დაპყრობილი როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, საირმის ლანდშაფტმა არაერთხელ განაცვიფრა სასიამოვნოდ.
"ეს არის ადგილი, სადაც ლანდშაფტი გამორჩეულია ცვალებადობით: უღრანი ტყიდან რაღაც დროის შემდეგ ალპურ ზონაში ამოყოფ თავს. იქ რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომელთა დალაშქვრა დიდ მწვერვალებზე ასვლას არ ჩამოუვარდება შეგრძნებებით. ალპური ზონა და ტყის საფარი ისეა ერთმანეთში გადაჯაჭვული, ფოთლოვანი ტყე ისე ცვლის წიწვოვან საფარს, ისეთი კონტრასტული და ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი სანახაობის მოწმე ხდები, რომლის მსგავსსაც რთულად თუ ნახავ სადმე. ვინც ზეკარის უღელტეხილზე ყოფილა და საირმისკენ წასულა, შეუძლებელია, აღტაცებაში არ მოსულიყო ამ არეალით. აქაურობა შვეიცარიას წააგავს, ვიღაცას შეიძლება გადაჭარბებული მოეჩვენოს ეს შეფასება მასშტაბის სხვაობის გამო, მაგრამ მსგავსება ძალიან დიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებას აქვს, არის ის, რომ იოლი მისადგომია, მარტივად დაგეგმავ, გზა კარგია, ძალიან ბევრი აქტივობის შესაძლებლობაა“, — ამბობს ნიკა ლებანიძე.
ფოტო: თეგეტა
საირმეს რეკრაციულ ფერმაში ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი.
"ისეთი ლოკაციაა, თუ კარგ ამინდში ზემოთ ადიხარ, ცენტრალურ კავკასიონს ხედავ, შეგიძლია სვანეთისა და რაჭის მთებს უყურო, ხვამლის მთას... ქუთაისსა და იმერეთს გადახედო. ერთ-ერთი ცენტრალური, საკვანძო ადგილია საქართველოში და ამის აღქმა რუკაზეც იოლია. ცენტრალური საირმე და რეკრეაციული ფერმა, ფაქტობრივად, გადაბმულია ერთმანეთზე. მიმდებარე ტერიტორია უამრავ შესაძლებლობას იძლევა — ფეხით ლაშქრობაც შესაძლებელია, ცხენითაც შეიძლება, ტური მოიწყო, მანქანით გაისეირნო, მოტოციკლეტითაც იარო, ველოსიპედითაც. ყოველგვარი აღმატებითი შეფასების გარეშე ვამბობ, რომ საირმეს რეკრეაციული ფერმა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია საქართველოში. ერთ ლოკაციაზე იმდენად დიდი მრავალფეროვნებაა, არასდროს მოიწყენ, თუ გიყვარს ბუნება და ხეტიალი“.
ფოტო: თეგეტა
ვიზიტის დროს არაერთხელ შეხვდა რეინჯერებს, რომლებიც საირმეს რეკრეაციული ფერმის ტერიტორიას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ:
"საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი რეინჯერებს — იმ ადამიანებს, ვინც საირმეს რეკრეაციულ ფერმას ემსახურება, იცავს და უვლის, შესაბამისად კი, უფრთხილდება საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას, რომლის ფლორასა და ფაუნას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მათთან ურთიერთობის დროს სიტყვების გარეშეც კი იგრძნობოდა იმ საქმის დიდი სიყვარული, რომელსაც ისინი აკეთებენ.
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ფოტოხაფანგებია დაგებული და კამერები აღბეჭდავს გარეული ცხოველების მომრავლებას. შედეგი უკვე თვალსაჩინოა, რაც ძალიან სასიხარულოა. აქ გამორიცხულია რაიმე სახის ბრაკონიერობა, რაც, ზოგადად, მძიმე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და არამარტო. თანამედროვეობას ახასიათებს ის, რომ ბუნებას არ ვუფრთხილდებით.
თუმცა აქ რეინჯერების ენთუზიაზმი იმდენად გადამდებია, იმედი გიჩნდება, რომ სხვებისთვისაც კარგი მაგალითი და მოტივაცია იქნება, იგივე გააკეთონ, რადგან ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნების უნიკალურობის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა“.
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში სტუმრობას ნიკა ზამთარშიც გეგმავს. ამბობს, რომ მისთვის საყვარელ სეზონზე გარემო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მომნუსხველია.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები