საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, ტურინვესტ ჯგუფმა ბათუმში, Hampton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო — Hampton by Hilton Batumi Center გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 40.5 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 23 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობასა და მის სრულად აღჭურვას მოხმარდა.
Hampton by Hilton Batumi Center ბათუმში, რუსთაველის #20-ში მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არის ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, რესტორნებთან და გასართობ ობიექტებთან, რის გამოც კომფორტულია, როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის. სასტუმრო 8 სართულიანია და ჯამში 143 ნომერს აერთიანებს.
“ჩვენი ჯგუფის მიზანია ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება დავნერგოთ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Hampton by Hilton-ის აჭარის რეგიონში შემოყვანა. ეს არის Hampton — ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც ბათუმში გაიხსნა. აქ მოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს, თანამედროვე დიზაინის ნომრებს და იმ კომფორტულ გარემოს შევთავაზებთ, რომელიც Hampton by Hilton-ის ბრენდისთვის გლობალურად არის დამახასიათებელი“, — განაცხადა ანა ჩხაიძემ, Hampton by Hilton Batumi Center-ის გენერალურმა მენეჯერმა.
“საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ბიზნესებს, რომლებიც რეგიონების განვითარებას უწყობენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს უკავია. ბანკს და ტურინვესტ ჯგუფს მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის Hampton-ის შემოსვლას შევუწყვეთ ხელი და ბათუმში Hampton by Hilton-ის პირველი სასტუმრო გაიხსნა. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერი ნარსიამ.
ინფორმაციისთვის, Hampton by Hilton Batumi Center-ის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ Hilton Honors-ის ლოიალობის პროგრამით. მის ფარგლებში, იმ მომხმარებლებს, რომლებიც Hilton-ის ჯგუფის სასტუმროებს პირდაპირ, ოფიციალური არხებით დაჯავშნიან, შესაძლებლობა აქვთ დააგროვონ ქულები, ისარგებლონ სხვადასხვა ნომრის წინასწარი შერჩევის პრიორიტეტითა და სპეციალური ფასდაკლებებით.
Hampton by Hilton Batumi Center-ის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
ნომრის დასაჯავშნად კი ეწვიეთ ბმულს ან დარეკეთ ნომერზე +995 422 22 20 20.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები