საბერძნეთის პრემიერი პირობას დებს, შეასრულოს მასშტაბური პროტესტის მოთხოვნები
ფოტო: Reuters
კირიაკოს მიცოტაკისი: რკინიგზის ტრაგედიის საპროტესტო აქციები ხაზს უსვამს „უსაფრთხო და თანამედროვე“ სატრანსპორტო სისტემის აუცილებლობას.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, რადგან, მისი კრიზისში მყოფი მთავრობა ემზადება ნდობის ვოტუმისთვის. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში 2023 წლის მატარებლის კატასტროფის მეორე წლისთავზე – ტრაგედიამ, რომელმაც 57 ადამიანი შეიწირა, ბერძნული საზოგადოება შეძრა.
პარასკევს, ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში, ორ დღეში კი კირიაკოს მიცოტაკისმა აღიარა, რომ „უსაფრთხო და თანამედროვე“ სატრანსპორტო სისტემის შესაქმნელად საკმარისი ზომები არ იქნა მიღებული. მისი თქმით, თანამედროვე ბერძნული ისტორიის ყველაზე მასშტაბურმა დემონსტრაციებმა ნათლად აჩვენა, რომ საჭიროა მოქმედება.
ასობით ათასი მოქალაქე ათენის ქუჩებში
ფოტო: Reuters
ტრაგედია ორი წლის წინ ათენი-თესალონიკის რკინიგზის ხაზზე მოხდა, სადაც სტუდენტებით სავსე სამგზავრო მატარებელი, რომელიც ტემპეს ხეობაში გადიოდა, პირდაპირ შეეჯახა სატვირთო მატარებელს.
მოქალაქეები აქციაზე ათენში
ფოტო: Reuters
„ჩვენი ინფრასტრუქტურა უნდა მოდერნიზდეს და გახდეს უსაფრთხო, რადგან ის, რაც ბოლო წლებში გაკეთდა, უბრალოდ არ არის საკმარისი,“ – განაცხადა მიცოტაკისმა თავის ყოველკვირეულ ონლაინ მიმართვაში, რომელიც მთლიანად მიეძღვნა 2023 წლის 28 თებერვლის ღამის კატასტროფას, რომელმაც უმეტესად ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.
„მოქალაქეებმა – როგორც მათ, ვინც პროტესტზე გამოვიდა, ისე მათ, ვინც ჩუმად გლოვობდა – მოითხოვეს ის, რაც ცხადია: სიმართლე და სამართალი მსხვერპლთათვის, ისეთი სახელმწიფო, რომელიც იმოქმედებს, რათა ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს, და ბოლოს, უსაფრთხო, თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს.“
პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ცვლილებები დაიწყება ათენი-თესალონიკის ხაზიდან, სადაც ერთსა და იმავე ლიანდაგზე ორი მატარებელი ერთმანეთისკენ დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
კირიაკოს მიცოტაკისი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი
ფოტო: Louisa Gouliamaki / Reuters
პარასკევის საპროტესტო აქციების მასშტაბმა უდავოდ აჩვენა, რომ მიცოტაკისი 2019 წლის ივლისში არჩევის შემდეგ, უდიდეს პოლიტიკურ გამოცდას განიცდის.
მატარებლის კატასტროფის მსხვერპლებს მიეძღვნა 24 საათიანი გაფიცვა საბერძნეთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჰაერო მოძრაობის კონტროლიორებმა (შედეგად შეჩერდა ყველა შიდა და საერთაშორისო ფრენა), მეზღვაურებმა, მატარებლის მძღოლებმა, ექიმებმა, ადვოკატებმა და მასწავლებელებმა. დაიკეტა ბიზნესები, თეატრებმა გააუქმეს წარმოდგენები.
კრიტიკოსები პრემიერს ადანაშაულებენ, რომ მან უპირატესობა მიანიჭა თავისი „ახალი დემოკრატიის“ პარტიის ინტერესებს და არა საზოგადოების აღშფოთებას – რაც, იშვიათი შეცდომაა პოლიტიკოსისთვის, რომელიც კრიზისების მართვის უნარით იყო ცნობილი.
პოლიტიკური ანალიტიკოსი მარია კარაკლიუმი აცხადებს: „მისი, როგორც მმართველის, მიმართ ნდობა ნელ-ნელა ქრება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მთავრობას მასშტაბური საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ხვდება. ხალხი ძალიან განაწყენებულია. საქმე უკვე მხოლოდ მატარებლის ავარიას არ ეხება – ეს არის ფართო პოლიტიკური კრიზისი.“
ორი წლის შემდეგ, ამ ტრაგედიის გამო ჯერ არცერთი ოფიციალური პირი არ დასჯილა, ხოლო საბერძნეთის სამართლებრივი სისტემის ნელი მუშაობის გამო, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
გაბრაზება კიდევ უფრო გაამძაფრა იმის შეგრძნებამ, რომ ხელისუფლება საქმის მიჩქმალვას ცდილობს. ეს ეჭვები განსაკუთრებით გააძლიერა ავიაციისა და სარკინიგზო კატასტროფების ბერძნული სამსახურების 178-გვერდიანმა ანგარიშმა, რომელიც პროტესტების წინა ღამეს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მიუთითებდა, რომ შემთხვევის ადგილზე შესაძლოა უცნობი, მაღალფეთქებადი ნივთიერება იყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ სატვირთო მატარებელს, შესაძლოა, უკანონო ქიმიკატები გადაჰქონდა.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ შემთხვევის ადგილის გაწმენდისას არ იყო დაცული სათანადო წესები მტკიცებულებების მოპოვების მიმართ, რამაც, როგორც დოკუმენტში წერია, „გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალების დაკარგვა“ გამოიწვია.
სასამართლოში ამ კვირაში ახალ მოწმეებს გამოიძახებენ, რადგან იზრდება ეჭვი, რომ მთავარი მტკიცებულებები შეგნებულად იქნა დამალული.
კვირას მიცოტაკისმა აღიარა, რომ ანგარიშის დასკვნები ნათლად აჩვენებს ვითარებას, რომელიც „საკმაოდ შორს დგას იმ იდეალისგან, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით.“ ამასთან, მან საბერძნეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაკარგონ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ.
„სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში, მხოლოდ სასამართლოს აქვს პასუხისმგებლობა, ავტორიტეტი და შესაძლებლობა, ნათელი მოჰფინოს საქმეს, რომელმაც ჩვენ ამდენი ტკივილი მოგვაყენა – და არა პოლიტიკურ პარტიებს ან საზოგადოებრივ აზრს,“ – დაწერა მან.
თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერძნების დიდი უმრავლესობა უკვე აღარ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სასამართლო სისტემას. Pulse-ის კვლევით, რომელიც ამ კვირაში ჩატარდა, ბერძნების 82%-მა უპასუხა, რომ მატარებლის კატასტროფა იყო „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი“ ან „ყველაზე მნიშვნელოვანი“ პრობლემა ქვეყანაში, ხოლო 66%-მა განაცხადა, რომ არ იყვნენ კმაყოფილი ავარიის გამოძიებით.
ამ ფონზე, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას მტკიცებულებების დაფარვაში ადანაშაულებენ და გადადგომისკენ მოუწოდებენ. მიმდინარე კვირას, პარლამენტი სავარაუდოდ განიხილავს, შექმნას თუ არა კომიტეტი კატასტროფის შესაძლო პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოსაძიებლად.
ამასობაში, ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, დემონსტრანტები პარლამენტის წინ ღამის თევას აგრძელებენ.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები