ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, იგივე "ზარალას" 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ "იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შეამჩნია". მისი თქმით, "ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია".
"მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა, მე რომ ეს მცოდნოდა არ წამოვიღებდი იარაღს. მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე და აქედან გამომდინარე ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს — არაა სწორი, უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი.
რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასეთი სახის შეცდომები გაყვანილი იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს მგონია, რომ ეს ზედმეტია.
ძალიან ვნანობ, ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, საერთოდ არ დამირღვევია კანონი და ყველა ჩემს მანქანას მძღოლი მართავს და ამიტომ ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, რომ მე ვარ არაკანონმორჩილი ადამიანი, რომ მე რამე კანონი დამერღვიოს ამდენი წლის განმავლობაში. ეს არის ჩემი კომენტარი და ეს შეცდომა მოხდა და ეს შეიძლება ნებისმიერ აქ მჯდომ ადამიანს მოუვიდეს. ეს არ იყო გამიზნული და იარაღის ქონის უფლება ყველას აქვს და თუ შემთხვევით ჩანთაში ვერ აღმოაჩინე და პირდაპირ აეროპორტში მიხვედი და გაატარე, იქ სადაც ჩანს, არ შეიძლება, რომ ეს ადეკვატურმა ადამიანმა გააკეთოს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს მე ვერ ვუწოდებ. ბოდიში გრძელი სიტყვისთვის, მაგრამ მე ასე შევაფასებ ამ ფაქტს. ამიტომ ვითხოვ გირაოს, რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას — რა მჭირს მე გასაქცევი. ძალიან ბევრი საქმე და 7000 თანამშრომელი მყავს", — განაცხადა გიორგი რამიშვილმა სასამართლო პროცესზე (სტილი დაცულია).
ცნობისთვის, "სილქ როუდ ჯგუფის", "სილქნეტის" და Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ("ზარალა") 6 ივლისს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გიორგი რამიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
- პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლით წარუდგინა
- ირმა ჭკადუას თქმით, რამიშვილის დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს
- თამთა მიქელაძე: ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა "ქართული ოცნების" ვერტიკალის გამყარებისთვის
- სალომე ზურაბიშვილი: აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები ახლა უკვე დიდ ბიზნესსაც შეეხება!
- “სილქ როუდ ჯგუფი": გიორგი რამიშვილის ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი
- გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა" დააკავეს
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები