პაპუაშვილის განცხადებით, ყაველაშვილის შეთავაზება, არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, მიხეილ სააკაშვილს არ ეხება
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე — შეეხება თუ არა ყაველაშვილის შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას არ აქვს უფლება ჩაერთოს არჩევნებში.
"არა, უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს! უკრაინას ის ცოდვაც ეყოფა, დღეს მისი პოლიტიკური ელიტა როგორც მტრობს ქართველ ხალხს. უკრაინის პოლიტიკურ ელიტას ეს ცოდვაც ეყოფა. მისი მოქალაქე, რომ არჩევნებში ჩაერთოს ეს დაუშვებელია. რაც შეეხება მის პარტიას, განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა არჩევნებში მონაწილეობა თუ არა. წინ არის ყველაფერი, არანაირ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის. პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი, რატომ არის ეს შეთავაზება გაკეთებული? — იმისთვის რომ ხედავთ არის მცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით მოხდეს არჩევნების საბოტაჟი.
ვხედავთ, რომ "ლელომ" განაცხადა, სურს არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი თითქოს არ ჰქონდათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ლიდერებს, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ, სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
პრეზიდენტი მზადაა, რომ შეიწყალოს ისინი, რათა ჰქონდეთ საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, მას არათუ ჩართვის, საერთოდ ჩვენს არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა. [მიხეილ ყაველაშვილის] განცხადება იყო მკაფიო, შეეხება იმ რამდენიმე პოლიტიკოსს, რომელმაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, იცოდნენ რა სასჯელიც ემუქრებოდათ და სხვათა შორის, მიიღეს უფრო მსუბუქი სასჯელი, მათთვის არის შეთავაზება გაკეთებული", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტპატიმრებს შესთავაზა შემდეგი რამ: თუ ისინი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ "ოცნების" პრეზიდენტი მათ შეიწყალებს.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოპოზიციურმა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა, რომელთა შორის არიან: პარტია "ლელო" და პარტია — "გახარია საქართველოსთვის".
საპატიმროში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი გახარიას გარდა იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია და ნიკა მელია.
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
კომენტარები