თემურ გოგრაჭაძე

15 Dec. 2024, 14:35

"გამოგვიყვანა იმ უსამართლობამ რაც ხდება ქვეყანაში და არანაირი ბერკეტი არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ, სხვაგვარად მივაწვდინოთ ხმა, რომ არ მოგვწონს ის ქმედებები რომლებსაც ისინი სჩადიან ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე.

ქვეყანაში, კონსტიტუციური, სამართლებრივი ჩარჩოდან გასული ხელისუფლება გვყავს, რომელიც უსამართლოდ არბევს და აწიოკებს ხალხს ქუჩაში, რომელსაც უნდათ რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და კიდევ ცდილობენ, რომ პრეზიდენტად დაგვისვან ადამიანი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც არ უნდა პრეზიდენტობა. 

ვდგავართ ქუჩაში იმიტომ, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვართ ლეგიტიმური საქართველოს მხარეს, ლეგიტიმური პრეზიდენტის მხარეს და გვინდა, რომ ჩატარდეს არჩევნები, რომელსაც ექნება სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც აღიარებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. აღარ არის დრო, რომ ვილაპარაკოთ ცალკეულ პროფესიებს რა ემუქრება, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გვემუქრება დიდი უბედურება იმიტომ, რომ თვითონ მეზღვაურებზე თუ ვიტყვით გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს რა თქმა უნდა განათლებაზეც იმოქმედებს, მეზღვაურები მთლიანად ექვემდებარებიან საერთაშორისო კანონებს და ამ სივრციდან გამოსვლა საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ ჩვენ შეიძლება კვალიფიციური, დიპლომირებული მეზღვაურებიც აღარ გვყავდნენ"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  3. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  4. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

AI "ხელოვნებაზე" საავტორო უფლებები ვერ იარსებებს — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პოზიცია

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომელიც მოითხოვდა, საავტორო უფლებები ხელოვნური ინტელექტით…