მიტროპოლიტი გრიგოლი

9 Dec. 2024, 09:57

მთელი მოძღვრება იესო ქრისტესი მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ და მოგვიწოდებს მოყვასისადმი თანაგრძნობის, თანალმობისა და დახმარებისაკენ, რათა ხელი გავუწოდოთ, რათა შენ აღმოჩნდე ის ადამიანი, ვისაც სახარებაში უფალი მოყვასად მოიხსენიებს. დღევანდელ დღეს ძალიან რთულია ამ თემებზე საუბარი, თუმცა ეს არის ძალიან აქტუალური არამარტო დღეს, არამედ ყოველდღიურად და ეკლესია რაც კი არსებობს, მუდმივად ამას ქადაგებს და ამას მოუწოდებს თავის სულიერ შვილებს. 

დღეს, როცა ჩვენ ვხედავთ მოქალაქეების სასტიკად ნაგვემ მდგომარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ, ფაქტობრივად, დღეს გალახულია მთელი საქართველო, მიუხედავად იმისა, ვინ სად დგას.

თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი ახალ-ახალი გამოვლინება, გვაბრუნებს ბნელ წარსულში, რაც იმის ნიშანია, რომ თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის როგორც ქვეყანას, ისე მთელ საზოგადოებას. 

ჩვენ წინაშეა არათუ ქრისტიანული სულის, არამედ უბრალოდ ადამიანურობის შენარჩუნების არსებითი პრობლემა და ეს პრობლემა ზიანს აყენებს ყველას და ყველაფერს. ადამიანებისადმი გამოვლენილი მართული სისასტიკე გზას უმზადებს უმართავ სახალხო მღელვარებას, რაც უმძიმეს გამოწვევას წარმოშობს სახელმწიფოს წინაშე, ხალხის წინაშე და დედაეკლესიის წინაშე.

დიდი ხანი არაა გასული, მცირე ხნის წინ მოვისმინეთ ჩვენ ასეთი ინიციატივის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომ წარმოვიდგინოთ, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანის ღვთითბოძებულ უფლებას თავისუფალი ნების გამოხატვის შესახებ, რომ უნდა გამორიცხავდეს ძალადობას თავისუფალი მოქალაქის მიმართ და ამ თავისუფალი ნების ჩახშობის მცდელობის მიმართ და ამის უზრუნველყოფა არის ის მთავარი პრინციპები, რაც წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული აზროვნების საღვთისმეტყველო სამართლებრივ ტექსტებში.

საღი აზრი გვიხმობს, რომ არ ავცდეთ იმ პრინციპებს, რაც ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას ედება საფუძვლად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…