სირია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პოლიტიკას ცვლის
ფოტო: VOA
შესაძლებელია თუ არა, რომ სირიამ რუსეთის ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნოს? ეს კითხვა ხელახლა გაჩნდა, მას შემდეგ რაც სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.
დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა.
სეპარატისტთა დროშა დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე
ფოტო: სეპარატისტთა დროშა დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ბაზრობის განახლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასზე 27 ქვეყანა მიიწვიეს. სეპარატისტების დროშა დამასკოს ცენტრში, გამოფენაში მონაწილე სხვა სახელმწიფოების დროშებთან ერთად ფრიალებდა.
დაურ კოვეს პირადად შეხვდნენ სირიის პრემიერ-მინისტრი იმად ხამისი, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლიდან უჭირავს; მუალედ ალ-ვალიდი- იგი უკვე 11 წელია სირიის საგარეო საქმეთა მინისტრია და სირიის სახალხო კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი.
აფხაზთა „პირველმა დიპლომატმა“ დაურ კოვემ, რომელმაც დამასკოში ჰუმანიტარული მიზნით, 16 ტონა მინერალური წყალი „კოდორი“ ჩაიტანა, სირიის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კერძოდ აღნიშნა:
„ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას, ისევე როგორც ცდილობს აფხაზეთის იზოლაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება.“
სირიის პარლამენტში შეხვედრისას არაბული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზთა დელეგაციამ სოხუმში მიიწვია და ნაჯად ანზორმა ეს მიწვევა მიიღო.
ოკუპირებული აფხაზეთის მონახულების სურვილი ასევე გამოთქვეს სირიის პარლამენტის წევრებმა: რამი სალეჰ ბენ მუჰამედმა, სანა აბუ-ზეიდმა და ატფ ზეიბაკმა. ყველა მათგანი არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის სირიის ფრთის (ბაათი) წევრია, რომლის გენერალური მდივანიც 2000 წლიდან, სირიის პრეზიდენტი და დიქტატორი ბაშარ ალ-ასადია.
აფხაზთა დელეგაციას სირიის პარლამენტის სპიკერიც შეხვდა.
ფოტო: VOA
ბაშარ ალ-ასადს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთადერთი კონტაქტი 2010 წლის მაისში ჰქონდა, როცა მას დამასკოში, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა. დახურული შეხვედრის მთავარი თემა მაშინაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარება იყო.
2010 წლის სექტემბერში, ვაშაძე უკვე ნიუ იორკში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემსაც შეხვდა. ამ დონის შეხვედრები მომდევნო წლებში, გასაგები მიზეზების გამო სირიისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აღარ ყოფილა.
2016 წლის დეკემბერში, ალეპოს უმძიმესი კრიზისის დროს, საქართველოს მთავრობამ 100 000 აშშ დოლარი გამოყო სირიის დასახმარებლად, 2017 წელს კი გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალადობის შეწვეტისკენ მოუწოდებდა.
„რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს.“
ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზ სეპარატისტთა ვიზიტს დამასკოში. საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ „მსგავსი ქმედებებით რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობს.“
ოკუპირებული აფხაზეთის სტენდი დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე.
ფოტო: VOA
საქართველომ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთომა 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს, თუმცა არცერთ ქვეყანას საელჩო არ გაუხსნია. სირიას - ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, ხოლო საქართველოს - სომხეთში სირიის საელჩო ფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი არხებით უკვე შედგა სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ კანონს ხელი მოაწერა. ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ნაურუმ აშშ-ს დაფინანსება დაკარგა.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები