სომხეთში ყარაბაღელი მაღალჩინოსანი აზერბაიჯანისთვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს
ფოტო: Aghdam Tv
მთიანი ყარაბაღის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც რეგიონის დაკარგვიდან რამდენიმე თვის შემდეგ სომხეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
22 ნოემბერს პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას Armenpress-ს განუცხადა, რომ გასაჩივრებას და სამუდამო პატიმრობის მოთხოვნას გეგმავს.
ბრალდების მიხედვით, სარგის გალსტიანს 2020 წლის ნოემბერში უცხო ქვეყნის (აზერბაიჯანის) დაზვერვის სამსახური დაუკავშირდა და ჯაშუშობაზე დაითანხმა.
2023 წლამდე გალსტიანი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის შესახებ, მათ შორის საზოგადოებრივ განწყობებს, შეხედულებებს მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ხელისუფლებაზე და სომხეთის სამხედრო დახმარების შესაძლებლობებზეც 2023 წლის სექტემბრის მოვლენების მიმდინარეობისას.
გალსტიანი, რომელსაც წარსულში მთიან ყარაბაღში არაერთი თანამდებობა ეკავა, 2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის უკანასკნელი პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ის 2023 წლის აპრილში დააკავეს, როცა მთიანი ყარაბაღიდან სომხეთისკენ გადაადგილდებოდა.
სომეხი ჟურნალისტი ტატულ ჰაკობიანის თქმით, გალსტიანი რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების უწყებასთანაც მუშაობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა წინა პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანთანაც.
რეგიონიდან სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილის გასვლის შემდეგ, გალსტიანი და მისი ცოლი, მარგარიტა, ყარაბაღში დარჩნენ.
ბრალდების მიხედვით, გალსტიანმა დარჩენა გადაწყვიტა იმიტომ, რომ უცხოურმა სადაზვერვო სამსახურმა თანამდებობა შესთავაზა.
ივნისში გალსტიანის ადვოკატმა, ალექსანდერ კოჩუბაევმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გალსტიანი ბრალს არ აღიარებდა. კოჩუბაევმა განაცხადა ისიც, რომ გალსტიანის ჩვენება, რომელიც მოგიანებით გავრცელდა, "ზეწოლის ქვეშ დაიწერა".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი აღიარებს, რომ წიგნის წერის პროცესში AI გამოიყენა ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი აღიარებს, რომ წიგნის წერის პროცესში AI გამოიყენა
გადახედვა
-
იაპონიის მოსახლეობა მასობრივი ალერგიით იტანჯება — დამნაშავე 1950-იანი წლების პროექტია იაპონიის მოსახლეობა მასობრივი ალერგიით იტანჯება — დამნაშავე 1950-იანი წლების პროექტია
გადახედვა
-
მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
გადახედვა
-
"საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას "საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს? ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე?
-
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
-
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
გადახედვა
-
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან
-
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
გადახედვა
-
"მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის "მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
გადახედვა
-
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
გადახედვა
-
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
-
ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
კომენტარები