19 გამომცემლობა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციის გამო ტოვებს
წიგნის 19 გამომცემლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის" მიერ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია მათთან შეუთანხმებელი იყო, რის გამოც ტოვებენ ასოციაციას.
მათი თქმით, რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირება მათთვის პრინციპულად მიუღებელია და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან, და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, "კონსტრუქციული დიალოგი ვერ მოხერხდა".
"2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამგეობამ, მისმა თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ და ასოციაციის დირექტორმა, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მიიღეს ასოციაციის წევრებთან შეუთანხმებლად.
დარეგისტრირება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა კი მმართველობის ის ფორმაა, რომელიც დაუშვებელია წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, წესდებაში არსებული ხარვეზების გამო ვერ შევძელით ქმედითი ზომების მიღება ასოციაციის შიგნით, ხოლო რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან, და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, კონსტრუქციული დიალოგი ვერ მოხერხდა.
ვინაიდან ასოციაციის მმართველი რგოლი აღარ ითვალისწინებს წევრების ინტერესები და უჩვენოდ იღებს ჩვენთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, აღარ გვსურს ვიყოთ ამ ორგანიზაციის წევრები. ამიტომ ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა.
ბევრს შეიძლება გახსოვთ, რომ მაისის ფესტივალის დროს სწორედ ამ სცენიდან გამოვთქვით პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. ახლა საქმითაც ვადასტურებთ, რომ ეს და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი სხვა კანონები ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი.
ჩვენ არც გაყალბებულ არჩევნებს ვაღიარებთ და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველოს გამომცემლებისათვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და იქნება თავისუფალი სიტყვა და მომავალშიც მხარდამხარ დავდგებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და წიგნიერების გასაზრდელად". - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. პალიტრა L;
2. ბიბლუსი;
3. ინტელექტი;
4. არტანუჯი;
5. ინდიგო;
6. ზიარი;
7. ზებრა;
8. მედუზა;
9. პეგასი;
10. ბუქმანია;
11. ბუქმარკი – წიგნები ვაკეში;
12. საბა;
13. ალონი;
14. წიგნის მაღაზია "შაქრო ბაბუა";
15. ლაზარე;
16. რასთი კომიქს;
17. ელვა.ჯი;
18. ელვა იმპორტი;
19. კავკასია.
როგორც სოციალურ ქსელში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" დაწერა, სულაკაურის გამომცემლობამ "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" 2014 წელს დატოვა. ამას გარდა, 3 წელია დატოვებული აქვს ასოციაცია გამომცემლობას "წიგნებში ბათუმში".
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
კომენტარები