მოსაზრება: პროუკრაინული ჩეჩნური მოხალისეთა ბატალიონები უკრაინამ მიატოვა
ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისადმი სიტყვიერი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც ათი წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ მათ მხარეს იბრძოდნენ, მიატოვა. არის თუ არა ამის მთავარი მიზეზი რუსული კულტურული გავლენა და პროპაგანდა და თუ ასეა, რას ნიშნავს ეს? შესწევს თუ არა უკრაინას უნარი, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას?
2022 წლის ოქტომბერში უკრაინის პარლამენტმა აღიარა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როგორც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული და დაგმო ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა სოლიდარობის მნიშვნელოვანი აქტი იყოს, ჩეჩნებისთვის, რომლებიც დიდი ხანი იბრძოდნენ უკრაინის მხარეს რუსეთისაგან დასაცავად, ეს ჟესტი მისასალმებელი, თუმცა არასაკმარისი იყო.
იმის მიუხედავად, რომ ჩეჩნები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც უკრაინელებს მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ღრმად ფესვგადგმული რუსული იდეოლოგიის და პოლიტიკური ნების არარსებობის ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ უკრაინის მთავრობამ ვერ შესთავაზა ჩეჩენ მებრძოლებს რაიმე რეალური დაცვა. პარალელურ რეჟიმში უკრაინული მედია და ინფლუენსერები ანტიჩეჩნური სტერეოტიპების გავრცელებას აგრძელებდნენ.
დეპორტაციის მუდმივი რისკი
ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონები უკრაინაში 2014 წლიდან, მას შემდეგ იბრძვიან, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და მხარი დაუჭირა სეპარატისტულ მოძრაობებს დონბასში. ამის მიუხედავად, დღემდე პრო-უკრაინელი ჩეჩენი მებრძოლების აბსოლუტურ უმრავლესობას უკრაინის მოქალაქეობა არ აქვს. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტმა ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა "დროებით ოკუპირებულად" აღიარა და ამავე დროს მეზობელი ინგუში ერის დამოუკიდებლობის უფლებაც დაადასტურა, უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს რუსეთის ხელისუფლების უფლების ლეგიტიმაციას, გადაწყვიტოს უკრაინის მომხრე ჩეჩენი და ინგუში აქტივისტების ბედი.
მაგალითად, ბლოგერი და პრო-უკრაინული შეიხ მანსურის ბატალიონის ყოფილი წევრი ისლამ ბელოკიევი ამჟამად პოლონეთიდან რუსეთში დეპორტაციის საფრთხის წინაშეა მას შემდეგ, რაც მან დატოვა პოლონეთი რუსული პასპორტით, ერთადერთი სამგზავრო დოკუმენტით, რომელიც მას ჰქონდა. რუსეთში ბელოკიევს წამება ან სიკვდილი ელოდება.
ოკუპანტი რუსეთის მთავრობა საკმაოდ ბრუტალურია კრემლის ნებისმიერი კრიტიკოსის მიმართ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, იტაცებს და აწამებს არა მხოლოდ დისიდენტებს, არამედ მათ ოჯახებსაც.
ნათელი მაგალითია ტიმურ ტუმგოევის საქმე. უკრაინას შეეძლო დახმარებოდა ჩეჩენ ლტოლვილებს, თუმცა ამის ნაცვლად 2019 წელს უკრაინის მთავრობამ რუსეთს გადასცა ინგუშური წარმოშობის პროუკრაინელი მოხალისე მებრძოლი ტიმურ ტუმგოევი. ტუმგოევი სასტიკად აწამეს და შემდეგ ტერორიზმის ცრუ ბრალდებით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოქნილი დამოკიდებულება აქვს სიმართლესთან: მტკიცებულებების ნაკლებობის მიუხედავად, ტუმგოევს ბრალი დასდეს სირიაში ისლამური სახელმწიფოსთვის ბრძოლაში, ხოლო უკრაინაში შეჭრა გამართლდა იმით, რომ უკრაინა მფარველობდა ნაცისტებს.
შეიხ მანსურის ბატალიონი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის, თუმცა უკრაინულმა პასპორტმა, ან თუნდაც უკრაინიდან ბელოკიევის საქმის მხარდაჭერამ შეიძლება მისი სიცოცხლე გადაარჩინოს.
მიუხედავად ამისა, კიევი კვლავ უარს ამბობს რაიმე გარანტიის მიცემაზე ჩეჩენი და ინგუშ მებრძოლებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს რისკავს უკრაინის დასაცავად. უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებისგან კრიმინალური ჩანაწერის მკაფიო მტკიცებულებაც კი მოითხოვა, სანამ განიხილავდნენ ჩეჩნებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მოთხოვნის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ ბევრი ჩეჩენი და ინგუში აქტივისტი იყო ყალბი ტერორიზმის სამიზნე რუსეთში. ამით, უკრაინის ხელისუფლება არა მხოლოდ იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი დისიდენტების წინააღმდეგ ბრალდებებს აყალბებს, არამედ დე-ფაქტო აღიარებს იმ პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობას, რომელიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიას იკავებს.
ასეთი დისტოპიური მდგომარეობა იზოლირებულად არ არსებობს. ჩეჩენი მებრძოლების მიმართ უკრაინელი ინფლუენსერებიც კი სიტყვიერ დისკრიმინაციას არ ერიდებიან. მსგავსი დამოკიდებულებაა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდანაც კი. ეს დამოკიდებულება, რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, რუსულ იდეოლოგიას ეფუძნება.
ჩეჩნეთ-უკრაინის ურთიერთობების მოკლე ისტორია
12 ოქტომბერს, ნაშუადღევს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა. ტრაგედიას ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
უკრაინელი ბლოგერი და სოციალური მედიის ინფლუენსერი დიმიტრო "აპოსტოლ“ კარპენკო უცნაური კმაყოფილების გრძნობით გამოეხმაურა სიტუაციას და მსხვერპლები მოიხსენია. წვერიანი ადამიანების მითითება უფრო ისლამოფობიური კლიშეს გავლენა იყო, ვიდრე დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რადგან მსხვერპლთა ვინაობა ფართოდ იყო ცნობილი.
მაშ, რატომ ჩათვალა უკრაინელმა ბლოგერმა ჩეჩენი მშვიდობიანი მოქალაქეები ლეგიტიმურ სამხედრო მსხვერპლად?
ეს ბლოგერი განსაკუთრებით ცნობილი იყო იმით, რომ ქსენოფობიურ კითხვებს უსვამდა ჩეჩნური წარმოშობის რუს სამხედრო ტყვეებს, ადანაშაულებდა მათ იმაში, რომ "თავის ქალებს არ აძლევდნენ უფლებას დაქორწინდნენ ქრისტიან მართლმადიდებლურ მამაკაცებზე და გაცვეთილ სტერეოტიპებს ავრცელებდნენ".
რუსეთისთვის მებრძოლი ჩეჩნები ძირითადად იძულებულნი იყვნენ ომში ჩართულიყვნენ წამების, შანტაჟის, ან გატაცების გზით, ზოგჯერ კი შურისძიებისთვის ევროპაში მყოფი იმ ნათესავების მიმართ, რომლებსაც პროუკრაინულ პოზიცია ჰქონდათ.
ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები ომის დაწყების შემდეგ გამოხატავდნენ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელების მიმართ: საპროტესტო აქციების ორგანიზება, ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა და ფრონტის ხაზზე ბრძოლა. ასეთი სოლიდარობა ფართოდ არის გავრცელებული, ყველა ძირითადი ჩეჩნური დამოუკიდებლობის მოძრაობა ერთსულოვანია პროუკრაინულ პოზიციებზე, მიუხედავად სხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობისა.
ორი სასტიკი რუსეთ-ჩეჩნური ომის შემდეგ, ჩეჩენ ხალხს არ შეუძლია დაივიწყოს რუსი სამხედროებისგან განცდილი ტანჯვა, რაც უკრაინელების მიმართ გასაგებ თანაგრძნობას იწვევს.
ჩეჩნებსა და უკრაინელებს ანტიიმპერიულ ბრძოლაში თანამშრომლობის დიდი ისტორიაც აქვთ. 1932–1933 წლებში, ჰოლოდომორის ზოგიერთმა მსხვერპლმა უკრაინიდან გაქცევის შემდეგ თავშესაფარი და საკვები ჩეჩნურ სახლებში იპოვა, ვიდრე ჩეჩნები 1944 წელს თვითონ გახდებოდნენ იოსებ სტალინის გენოციდის მსხვერპლნი.
1994 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, უკრაინელ მოხალისეთა ჯგუფი უკრაინელი აქტივისტის ალექსანდრე მუზიჩკოს მეთაურობით ჩავიდა ჩეჩნეთში ჩეჩნეთის მხარეს საბრძოლველად. მოგვიანებით, მუზიჩკო გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა უკრაინის ღირსების რევოლუციაში 2014 წელს, როდესაც უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი და პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენეს. მუზიჩკო ასევე იყო მთავარი ფიგურა უკრაინული მოხალისეთა ბატალიონების დაარსებაში 2014 წელს. მაგრამ, მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი კავშირებისა და მსგავსებისა, თანამედროვე უკრაინული მედიისა და პოლიტიკოსების უმეტესობა არ ამჟღავნებს საკმარის თანაგრძნობას ჩეჩნების მიმართ.
უკრაინული მედია ხშირად არ განასხვავებს რუსეთისთვის მებრძოლ "კადიროვის ხალხს" და უბრალო ჩეჩენ ხალხს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებში ყველა ჩეჩენს ადანაშაულებენ. მედია ასევე არ აღნიშნავს, რომ "კადიროვის“ ბრიგადები დაკომპლექტებულია არა მხოლოდ ჩეჩნებით, არამედ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებით. შეიხ მანსურის ბატალიონის წარმომადგენელი ალი ბაკაევი ამბობს, რომ კადიროვის აჰმედის ბატალიონში მებრძოლების თითქმის 70% ეთნიკური ჩეჩენი არ არის.
ამას გარდა, კადიროვის საკუთარი ჯარების არსებობის ცნებაც კი საკამათოა: შეიძლება თუ არა, კადიროვის სიტყვებით რომ ვთქვათ, "პუტინის ფეხის ჯარისკაცს" ჰყავდეს თავისი ხალხი, თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცები მხოლოდ რუსული არმიის ნაწილია? ჩემი აზრით, უკრაინულ და დასავლურ მედიას მიაჩნია, რომ კადიროვს უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვს, ვიდრე რეალურად ჩანს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც კი გამოხატა ანტიჩეჩნური განწყობები და აგვისტოში განაცხადა, რომ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ოლეგ ტატაროვმა და უკრაინის საიდუმლო სამსახურის ლიდერმა ვასილი მალიუკმა კიევში მის დასაცავად ჩეჩნები დახოცეს. მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ განმარტა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცდილობდა ეთქვა, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები ჩეჩნური წარმოშობის რუს მკვლელებზე ნადირობდნენ, მაგრამ მის განცხადებაში აშკარად იგრძნობოდა ქსენოფობიური განწყობები.
როდესაც ასეთი წარმოდგენა აქვს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ პროუკრაინელი ჩეჩენი მებრძოლები დაუცველები რჩებიან.
"მხოლოდ უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებას, ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტს, შეუძლია გააუმჯობესოს ბატალიონების მდგომარეობა", — განმარტავს ბაკაევი.
ის ამბობს, რომ დასავლეთისა და ისლამური სამყაროს მიერ თავს დაღალატებულად გრძნობს, რადგან მათ ჩეჩნეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მიატოვეს და იმედოვნებს, რომ უკრაინელები მაინც გაიგებენ მისი ერის ოთხასწლიანი ანტიკოლონიური ბრძოლის შესახებ.
მაგრამ საქმე მხოლოდ ჩეჩნეთს არ ეხება. როგორც უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკური ანალიტიკოსი, ვხედავ, რომ სიტუაცია გაცილებით კრიტიკულია. რუსეთის ფედერაციასთან ომის მოსაგებად, უკრაინელ პოლიტიკოსებს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ საკუთარი გონებით რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება.
როგორ მოვიშოროთ "ოსტატის ხელსაწყოები"
ამერიკელმა სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა ოდრი ლორდმა დაწერა, რომ "ოსტატის ხელსაწყოები ბატონთა სახლს არასოდეს დაანგრევს", მაგრამ ეს არის არსებითად ის, რის გაკეთებასაც უკრაინის მთავრობა ცდილობს აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ბატონობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ქვეყანა გაათავისუფლონ, როგორც საბჭოთა მემკვიდრეობისგან, ასევე რუსული პოლიტიკური გავლენისგან, მათ, პირველ რიგში, უნდა მოიშორონ კრემლი მათ გონებაში.
დონეცკში ჩემს სკოლაში "ანტიტერორიზმი" იყო განსაკუთრებული თემა, რომელიც ჩვენი ისტორიის გაკვეთილების დროს წამოიჭრა. იმ დროს მასწავლებელმა, რომელიც ასევე ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი იყო, მოგვიყვა ჩეჩენი ტერორისტების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი საშინელი ტერორისტული აქტების შესახებ. ჩვენთვის არავის უსწავლებია, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი წმინდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა იყო, არც ის, რომ ჩეჩნებს არასოდეს აურჩევიათ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა. ჩვენ არ გვისწავლია ჩეჩნური სკოლებისა და საავადმყოფოების შესახებ, რომლებიც რუსული რაკეტებით დაიბომბა. იმ გაკვეთილებში, რომელიც ჩვენ გვიტარდებოდა, ყველაფერში ჩეჩნები იყვნენ დამნაშავე და რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ამბავი რუსული იმპერიალისტური პერსპექტივიდან იყო მოთხრობილი.
გასაკვირი არ არის, რომ მოგვიანებით დონეცკის რეგიონმა გამოაჩინა უკიდურესად პრორუსული სენტიმენტები: უფროს თაობას საბჭოთა პროპაგანდამ ტვინი გამოურეცხა. სამყაროს რუსული თვალით დანახვა თვით მილენიალებსა და ზუმერის თაობებსაც კი ასწავლეს.
ორივე რუსულ-ჩეჩნური ომის დროს ანტიჩეჩნურმა პროპაგანდამ უკრაინულ ტელევიზიაში გააჩინა განცდა რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის შესახებ. 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, ჩემი უკრაინელი მეგობრები დონბასში უკიდურესად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი და ოჯახებთან ერთად მარიუპოლის დატოვებაზე უარს ამბობდნენ. ისინი დაბომბვის დაწყებამდე ვერ იჯერებდნენ, რომ რუსები შეიძლება იყვნენ ასეთი სასტიკები.
ჩემს უკრაინელ მეგობრებს რომ მეტი სცოდნოდათ გროზნოს გამანადგურებელი რუსული დაბომბვის, ან სოფელ სამაშკის ხოცვა-ჟლეტის შესახებ, მათ შესაძლოა საკუთარი ოჯახების გადასარჩენად მეტი შანსი ჰქონოდათ.
ის, რომ უკრაინა არ აჩვენებს ჩეჩენ ჯარისკაცებს სათანადო მხარდაჭერას, უფრო დიდი პრობლემის სიმპტომია — რუსეთის ბატონობა უკრაინის პოლიტიკურ აზროვნებაზე.
წლების განმავლობაში კრემლი თავის პოტენციურ მსხვერპლებს იყენებდა ერთმანეთის წინააღმდეგ, მოქმედებდა "დაყავი და იბატონეს" პრინციპით. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, უკრაინის ლიდერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის იმპერიული სტერეოტიპებისგან თავის დაღწევა და საბოლოოდ გაცნობიერება, ვინ არიან მათი ნამდვილი მოკავშირეები.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაანჯეი დუდა: კრიზისიდან გამოსავალი, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, ახალი არჩევნებია ანჯეი დუდა: კრიზისიდან გამოსავალი, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, ახალი არჩევნებია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ესაუბრა სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ესაუბრა
-
გადახედვა"მაუწყებლის" ცნობით, ტყიბულში, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით, 100-ზე მეტი მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს "მაუწყებლის" ცნობით, ტყიბულში, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით, 100-ზე მეტი მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვაზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს"
-
გადახედვაგერმანიის ელჩი: გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა გერმანიის ელჩი: გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა
-
გადახედვალატვიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ ზურაბიშვილის შეთავაზებას დიალოგზე ლატვიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ ზურაბიშვილის შეთავაზებას დიალოგზე
-
გადახედვამაიკლ მაკკოლი: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მაიკლ მაკკოლი: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს
-
გადახედვაზურაბიშვილი ივანიშვილს 29 დეკემბრამდე მოლაპარაკებებზე დათანხმებისკენ მოუწოდებს ზურაბიშვილი ივანიშვილს 29 დეკემბრამდე მოლაპარაკებებზე დათანხმებისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაIRI: წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა IRI: წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა
-
გადახედვალევან დავითაშვილი: გულწრფელი ვარ როცა ვამბობ, რომ დღეს შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე ლევან დავითაშვილი: გულწრფელი ვარ როცა ვამბობ, რომ დღეს შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე
-
გადახედვა"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ — ჩამონათვალი "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ — ჩამონათვალი
-
გადახედვაპროკურატურამ სამი ადამიანის დაჭრის და ერთის მკვლელობის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ სამი ადამიანის დაჭრის და ერთის მკვლელობის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა
-
გადახედვაგიორგი ბახუტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: "აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ თავს" გიორგი ბახუტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: "აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ თავს"
-
გადახედვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: თქვენ შეულახეთ პოლიციას ღირსება, როცა მტერზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ, როცა ასობით პოლიციელი მექსიკის საზღვრით ამერიკაში გასაქცევი გახადეთ ნათია მეზვრიშვილი: თქვენ შეულახეთ პოლიციას ღირსება, როცა მტერზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ, როცა ასობით პოლიციელი მექსიკის საზღვრით ამერიკაში გასაქცევი გახადეთ
-
გადახედვათბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაჭრილია რამდენიმე ადამიანი თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაჭრილია რამდენიმე ადამიანი
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე მამუკა მდინარაძე: ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებზე არც ვფიქრობთ — წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებზე არც ვფიქრობთ — წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის
-
გადახედვანოშრევან ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები ნოშრევან ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები
-
გადახედვა"ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს "ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს
კომენტარები