რატომ არ ხსნის ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარს?
ფოტო: President.az.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების 2020 წლის მარტიდან ჩაკეტვამ ქვეყანა "საგარეო რისკებისგან" დაიცვა.
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები თავდაპირველად კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ჩაიკეტა. მას შემდეგ, სახმელეთო გზით, ქვეყანაში შესვლა და იქიდან გამოსვლა შეუძლებელია.
ალიევმა განცხადება 1 სექტემბერს, ვადამდელი არჩევნების შემდეგ, ახალი პარლამენტის გახსნის სესიაზე გააკეთა.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გასულ რამდენიმე წელიწადში სახმელეთო საზღვრების დაკეტვამ დიდი კატასტროფებისგან გვიხსნა. დღესაც კი, დაკეტილი საზღვრების პირობებში, ხიფათი იქმნება და პრევენცია ხდება. აზერბაიჯანში შიდა რისკები არ არსებობს, საზღვრების დაცვა კი გარე რისკებისგანაც დაგვიცავს. უსაფრთხოება და მშვიდობა მრავალი წელია უზრუნველყოფილია", — განაცხადა ალიევმა.
რა წარმოადგენს საფრთხეს აზერბაიჯანისთვის?
აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა კრიტიკის საგანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.
ალიევის განცხადებამ კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პრობლემებს გულისხმობდა ალიევი და რამ გამოიწვია საზღვრების დაკეტვა.
ჯამილ ჰასანლიმ, ოპოზიციური კოალიცია დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, OC-Media-ს განუცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აზერბაიჯანელი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. ასევე, მან დაამატა, რომ საზღვრების ჩაკეტვას სერიოზული ეკონომიკური გავლენა აქვს.
"ეს მეორე შემთხვევაა, როცა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საზღვარი უსაფრთხოების მიზნითაა ჩაკეტილი, თუმცა ის არ ხსნის ამ მიზეზებს და იმას, თუ საიდან მოდის საფრთხე. იქნებ, ეს აუცილებლობაა და მოსახლეობამ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეს", — განაცხადა ჰასანლიმ.
ჰასანლიმ მაგალითად რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომი რუსეთ-უკრაინის საზღვარი მოიყვანა.
"რატომ არ დაკეტა თავისი საზღვრები რუსეთმა, ქვეყანამ, რომელიც უკრაინაში შეიჭრა? ან, რატომ არ დაკეტა საზღვარი უკრაინამ? ან რატომ არ კეტავს ირანი, რომელიც სანქციების ქვეშ ცხოვრობს? საქართველო და სომხეთი? საფრთხე მხოლოდ აზერბაიჯანისთვის არსებობს და ალიევმა ეს საფრთხე უნდა დაასახელოს", — განაცხადა ჯამილ ჰასანლიმ და დაამატა, რომ საზღვრის ჩაკეტვის მთავარი მიზეზი ჩაკეტილი ქვეყნის შექმნაა.
ისტორიის პროფესორ ალტაი გოიუშკოვის აზრით, საზღვრების გახსნაზე ალიევი უარს იმიტომ ამბობს, რომ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
"მაგალითად, ეს შიში მიზეზია იმისა, რომ ის უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებს. მას სჯერა, რომ დაკავებულები მისი ძალაუფლებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. საზღვრის საკითხთან დაკავშირებით, მას სჯერა, რომ ხალხის თავისუფლება და საზღვრის თავისუფალი კვეთა მისი ძალაუფლებისათვის საშიშია", — დაწერა გოიუშკოვმა Facebook-ზე.
საქართველოს საზღვართან ახლოს, გაზახის რეგიონში მცხოვრებმა რაფიგ მურადოვმა OC-Media-ს განუცხადა, რომ თავი საფრთხეში არასდროს უგრძნია.
"საქართველოში ბავშვობიდან დავდიოდი და არასდროს შემხვედრია ადამიანი, რომელიც შესაძლოა მე, ჩემს სახლს ან ჩემს რეგიონს თავს დასხმოდა. საზღვართან თავი საფრთხეში არასდროს მიგრძვნია", — განაცხადა რაფიგ მურადოვმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ
გადახედვა
-
POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით
გადახედვა
-
ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება
გადახედვა
-
White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა
გადახედვა
-
გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამებაში გაიმართება გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამებაში გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
გადახედვა
-
ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო) FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
-
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
გადახედვა
-
BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა
გადახედვა
-
16-საათიანი მოგზაურობა ჰოგვორტსში: HBO Max ჰარი პოტერის შესახებ ახალ პოდკასტს უშვებს 16-საათიანი მოგზაურობა ჰოგვორტსში: HBO Max ჰარი პოტერის შესახებ ახალ პოდკასტს უშვებს
გადახედვა
-
The Bear-მა ფინალურ სეზონამდე მოულოდნელი ეპიზოდი გამოუშვა The Bear-მა ფინალურ სეზონამდე მოულოდნელი ეპიზოდი გამოუშვა
გადახედვა
-
ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა
გადახედვა
-
სიახლე სანებოსგან: ყველი იმერულად — ისეთი, როგორიც გიყვართ სიახლე სანებოსგან: ყველი იმერულად — ისეთი, როგორიც გიყვართ
-
სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage
-
სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს
-
ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
გადახედვა
კომენტარები