საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, დემოგრაფიული პრობლემები — რა წერია პატრიარქობის კანდიდატ მეუფე იობის პროგრამულ ხედვაში?
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა და პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე იობმა პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები გამოაქვეყნა.
ეპარქიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი საკითხები საეკლესიო ცხოვრების ძირითად სფეროებს ეხება, როგორიცაა ადმინისტრაციული მოწყობის დახვეწა, სასულიერო პირებზე და მრევლზე ზრუნვა, თეოლოგიური განათლება, ლიტურგიკული წესრიგი და სხვა. ეს ძირითადი საკითხებია:
1). ეკლესიის მშვიდობისმყოფელი და შემრიგებლური როლი თანამედროვე საქართველოში;
2). სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების საკითხის გადაჭრა;
3). ეკლესიის მმართველობის განვითარებისთვის საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა და მის დანიშნულება;
წერილში ვკითხულობთ, რომ საკათალიკოსო საბჭოს აღდგენის საჭირობაა, რადგან "თანამედროვე სამყაროში ეკლესია ეხება სფეროებს, სადაც სპეციალიზირებული ცოდნაა საჭირო, საკათალიკოსო საბჭოს წევრებს გამოირჩევს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი. საერთო ჩართვა საბჭოში უზრუნველყოფს უფრო მეტ კავშირს საზოგადოებასთან და აგრეთვე მეტ გამჭირვალობას".
"მოგეხსენებათ, რომ საკათალიკოსო საბჭო 1917 წელს საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე შეიქმნა, მაგრამ მას დიდხანს არ უარსებია, რადგან საბჭოთა ოკუპაციამ და ეკლესიის უპრეცედენტო დევნამ შეუძლებელი გახადა საბჭოს ფუნქციონირება. საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, რომელიც დაკომპლექტდა 7 სასულიერო და 7 საერო პირისაგან, იქნება კომპეტენტური ორგანო, რომელიც კონსულტაციას გაუწევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სოციოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიოეთიკა, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები. ამის აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყაროში ეკლესია ეხება სფეროებს, სადაც სპეციალიზირებული ცოდნაა საჭირო, საკათალიკოსო საბჭოს წევრებს გამოირჩევს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი. საერთო ჩართვა საბჭოში უზრუნველყოფს უფრო მეტ კავშირს საზოგადოებასთან და აგრეთვე მეტ გამჭირვალობას. საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სტრატეგიული გადაწყვეტილებანი აუცილებლობის შემთხვევაში განსახილველად წარედგინება წმიდა სინოდს. საბჭო წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებს სრულ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საბჭო, განთავსდება მის ვებ-გვერდზე.
ასევე აუცილებელია საქართველოს ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების (1995წ) სრული გადახედვა. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს წარმოშობილი ახალი კანონიკური, სამოძღვრო და ადმინისტრაციული გამოწვევებიდან. არსებული დებულებების უმეტესობა ან აღარ აკმაყოფილებს ეკლესიის ცხოვრების რეალურ საჭიროებებს, ან არ წარმოადგენს მრავალ ბუნდოვანებებს, რომლებიც ქმნის განმარტებისა და პრაქტიკულ პრობლემებს. გარდა ამისა, თანამედროვე საეკლესიო რეალობა მოითხოვს სინოდალური ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ეკლესიის ორგანოების პასუხისმგებლობების დახვეწას და კანონიკური წესის უზრუნველყოფას. აქ მაგალითისთვის შესაძლოა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები აღინიშნოს:
1) ეპისკოპოსების როლის წმიდად კანონიკურ ჩარჩოებზე მორგებას (მათი უფლებამოსილებები და ვალდებულებები და ეპარქიაში სრული თვითმმართველობის ჩამოყალიბება)
2) მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის ჩამოყალიბება (როგორც ეს სხვა ეკლესიებში წარმატებით მუშაობს და რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება)
3) საეკლესიო სასამართლოების ჩამოყალიბება და ფუნციოინირება (აუცილებელია, როგორც საეპისკოპოსო, ასევე სინოდალური და სააპელაციო სასამართლოების ჩამოყალიბება, ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების მიუკერძოებლად განსასჯელად და დასაცავად)
4) სამონასტრო და სამრევლო ცხოვრების უფრო მეტად ორგანიზება და ა.შ. ყველა ხვდება, რომ არსებული დებულება მრავალ საკითხს არათუ პასუხობს, არამედ მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ქმნის გაყოფის საფრთხეს.
ამ მიზეზით, საჭიროა შეიქმნას დადასტურებულად კომპეტენტური კანონისტების, ისტორიკოსებისა და თეოლოგებისგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომელიც რამდენიმე თვის (თუ არა წლის) განმავლობაში სისტემურად შეიმუშავებს ახალ ან არსებითად გადახედულ მართვა-გამგეობის დებულებას, რომელიც დამყარებული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა კანონებსა და სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ამავდროულად აუცილებელია, რომ მას წინ უძღოდეს ფართო კონსულტაციები იერარქიასა და თეოლოგიურ წრეებში, რათა საბოლოო ტექსტი გამოხატავდეს ნამდვილ საეკლესიო კონსესუსს და წარმოადგენდეს ეკლესიის მომავალი კურსის მყარ საფუძველს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს იმდენად (აკადემიურიურად და საეკლესიოდ) კომპეტენტური კანონისტები, თეოლოგები და ისტორიკოსები, რომლებსაც ჩვენ წმინდა იერარქიასთან ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ შეიმუშაონ ნამდვილად ძლიერი მართვა-გამგეობის დებულება," — ვკითხულობთ წერილში.
შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატი შეირჩა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სინოდის წევრებმა კანდიდატებად მოსაყდრე შიო (მუჯირი), მეუფე იობი (აქიაშვილი) და მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) აირჩიეს. მისი განმარტებით, ხმათა უმრავლესობა (20 ხმა) მოსაყდრე შიომ, ხოლო დანარჩენმა ორმა კანდიდატმა 7-7 ხმა მიიღეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები