გურამ როგავას საქმეზე ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი დაიკითხა
ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში დაკითხეს. ჯარიაშვილი მას შემდეგ დაიბარეს უწყებაში, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა.
დაკითხვიდან გამოსულმა ჯარიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გურამ როგავას საქმეზე ბოლო საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვის სახით 2024 წლის 13 დეკემბერს ჩატარდა და დასძინა, რომ ხელისუფლება წელიწადნახევრის განმავლობაში საქმეს არ იძიებდა.
"ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, რადგან მოწმის სახით დავიკითხე, მე არანაირი დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, არ მიმიღია. დღეს მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც გუშინ, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა ადვოკატმა, რომ წელიწად-ნახევარია, 2024 წლის 13 დეკემბრის შემდეგ, არცერთი საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვის სახით არ ჩატარებულა, რაც არის ძალიან სამწუხარო და გამაოგნებელი ფაქტიც კი. არ ვიცი, შეიძლება დაიძრას ყინული და ახლა რეალურად გამოკითხონ ის პირები, ვინც დანამდვილებით იცის, ვინ დაესხა თავს გურამ როგავას, ვინ გაიმეტა ის სასიკვდილოდ. მე რაც მკითხეს, არის ის, რაც დაფარულად, მხოლოდ ინიციალებით მოვყევი რეპორტაჟში. მათ დავუსახელე ის პირი, რომელიც შესაძლოა იყოს გურამ როგავაზე თავდამსხმელი. ამის შემდეგ დაველოდები გამოძიებას," — განაცხადა ჯარიაშვილმა.
7 მაისს 12 საათზე ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით უწყებაში დაკითხვაზე გურამ როგავაცაა დაბარებული.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" ცნობით, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს. გამოძიების თანახმად, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტს თავს გდდ-ის თანამშრომელი ი.შ. დაესხა, რომელიც იმ დროისთვის 21 წლის იყო. ჯარიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ უწყებაში მომუშავე სანდო პირებმა მიაწოდეს.
2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დარბევის დროს გდდ-ის თანამშრომელმა პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს გურამ როგავაზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა. თავდამსხმელს სახე დაფარული ჰქონდა, შესაბამისად მისი იდენტიფიცირება ვიდეოდან შეუძლებელი იყო. როგავა თავდასხმიდან მე-18 დღეს აღიარეს დაზარალებულად, მაგრამ დამნაშავე დღემდე არ დაუსჯიათ.
14 მარტს, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "წამება თვითონ არის სიცრუე. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის სავარაუდოდ დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა". კობახიძემ "ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრისას" გურამ როგავას ინციდენტიც ახსენა.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები