სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage
ფოტო: სილქ ბანკი
წლების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ერთგვარ დაუწერელ წესად იქცა, რომ ფინანსური ინსტიტუტები ყველაზე ნაკლებს თავად ბანკინგზე საუბრობენ. ინდუსტრიაში, სადაც კომპანიები "პირველობისკენ" მიისწრაფვიან და აუდიტორიას საკუთარ უნიკალურობას გამუდმებით, ხმამაღალი ფრაზებით უმტკიცებენ, სილქ ბანკმა სრულიად განსხვავებული მიმართულება აირჩია.
ახალი სტრატეგიით სილქი პოზიციონირდება, როგორც ალტერნატიული, "მეორე ბანკი", რომელიც არ ითხოვს ექსკლუზიურობასა და ერთადერთობას მომხმარებლის მობილურ აპლიკაციებში. ეს არის რაციონალური არჩევანი მათთვის, ვინც დაიღალა პათეტიკით და სჭირდება მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტი — ყოველგვარი დამატებითი ფილოსოფიის, მენტორობისა და ცხოვრების წესის კარნახის გარეშე.
ფოტო: სილქ ბანკი
კამპანიის მთავარი სარეკლამო რგოლის დასაწყისში განთავსებულ გაფრთხილებას საკმაოდ მარტივი და პირდაპირი მიზანი აქვს: ბრენდი თავიდანვე ღიად აცხადებს, რომ ვიდეო არ ემსახურება მოტივაციასა და შთაგონებას. იმ ფონზე, როცა ბაზარზე ბანკები ერთგვარ "დრამატულ მარათონში" არიან ჩართულნი და ხშირად ადამიანებს ცხოვრებისეულ გურუებადაც კი გვევლინებიან, სილქმა გადაწყვიტა, ზედმეტი ნივთები — და მათთან ერთად ზედმეტი ემოციებიც — პირდაპირი მნიშვნელობით გაეტანა კადრიდან. ყოველივე ამის უკან კი ნათელი ლოგიკა დგას: ფინანსების მართვას სიმარტივე სჭირდება და არა დამატებითი სტრესი ან გადაჭარბებული ემოციები.
ვიზუალური ნარატივი ზუსტად მიჰყვება ამ რაციონალურ ხაზს. კადრის თანდათანობით დაცარიელება ბანკინგის ხელოვნური გართულებებისგან გათავისუფლების მთავარი სიმბოლოა. ყოველი დეტალი, რომელიც ვიდეოს მსვლელობისას სამუშაო სივრციდან ქრება, თავის კონკრეტულ, ირონიულ სათქმელს ამბობს.
ფოტო: სილქ ბანკი
სწორედ ამიტომ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, რომ ბრენდი შეგნებულად ამბობს უარს ოქროს ჯილდოებზე. ვიზუალურ დონეზე ეს ოქროს თასების გატანითა და კადრში ვერცხლისფერი, "მეორეადგილოსნის" ტიპოგრაფიის დატოვებით გამოიხატა — მეორეობა ხომ ზუსტად იმ მოქნილობასა და თავისუფლებას იძლევა, რასაც პირველობის მუდმივი მტკიცება და შეჯიბრება ზღუდავს.
კამერების მიღმა შემოქმედებითი გუნდისთვის მთავარი გამოწვევა ამ ირონიის ვიზუალურ ენაზე ზუსტად გადათარგმნა იყო.
ფოტო: სილქ ბანკი
რეჟისორის პერსპექტივა — დიმა ჩხეიძე
რეკლამის კონცეფცია ისაა, რომ ბანკინგში "არაფერია განსაკუთრებული". რამდენად რთული იყო რეჟისორულად ამ "სიმარტივის" შენარჩუნება ისე, რომ მაყურებლისთვის კადრები საინტერესო ყოფილიყო? როგორ იქცა "არაფერი განსაკუთრებული" საინტერესო სანახაობად და როგორ შეიკრა ვიდეოს მოულოდნელი განვითარება?
ძალიან მიხარია, როდესაც შემოქმედებითი გუნდისგან სრულყოფილი, ჩაკეტილი სცენარი მოდის. ასეთ დროს მთავარი ამოცანა რეჟისორული ხედვის ინტეგრაცია და სცენარის ადაპტაციაა, რაც თავისთავად საინტერესო პროცესია. შემოქმედებითი გუნდის მიერ წარმოდგენილი სცენარი სრულიად შეკრული და დასრულებული იყო. დრამატურგია ისე აიგო, რომ თხრობა ვიზუალურად დატვირთული გარემოდან ჰარმონიულად გადადიოდა სტერილურ, მინიმალისტურ ესთეტიკაში, რითაც სილქ ბანკის პოზიციონირება ზუსტად გამოიხატა.
ჩემი მიზანი იყო, მომეფიქრებინა ფორმა, რომელიც ამ ტრანსფორმაციას მაყურებლისთვის ბუნებრივს გახდიდა. საინტერესო მხატვრული გადაწყვეტები, თხრობის ხაზგასასმელი კამერის მოძრაობა, ვიზუალური მეტაფორები, მუსიკა და ფერების პალიტრა — სწორედ ეს ქმნის იმას, რაზედაც მეკითხებით.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ელემენტი, რამაც მაყურებელი ყველაზე მეტად მოხიბლა?
ვფიქრობ, მაყურებელი თავად მრავალკომპონენტიანმა სარეკლამო რგოლმა მოხიბლა, რაც მთელი გუნდის დამსახურებაა. ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ყველა აინთო იდეით და, პროფესიონალიზმთან ერთად, საქმეში უდიდესი ემოციაც ჩადო. სწორედ ამიტომაა ეს ნამუშევარი საინტერესო და მომხიბვლელი.
თქვენი აზრით, რა არის ამ ვიდეოს მთავარი ხიბლი — ვიზუალური გადმოცემის ხერხები, ირონია, ავთენტიკურობა თუ რაიმე სხვა?
ალბათ, ყველაფერი ერთად. ეს არ იყო მარტივი სცენარი, სტრუქტურულად ბევრ დეტალს მოითხოვდა. კომპლექსური პროდუქტია, სადაც თითოეულმა ელემენტმა თავისი სათქმელი თქვა: ზოგმა მცირე დოზითა და ფრთხილად, ზოგმა კი — აქტიურად და პირდაპირ. ესთეტიკისა და ირონიის საინტერესო კომბინაცია მივიღეთ, რაც ვიდეოს მთავარ ხიბლს განაპირობებს.
რა სიმბოლოებია ვიდეოში? არის თუ არა ისეთი მცირე დეტალები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, თუმცა მთლიანობაში რეკლამის ხასიათს ქმნის?
რგოლი იწყება ვიზუალურად დატვირთულ სივრცეში, სადაც ბევრი განსხვავებული ნივთია: ძველებური ქანდაკებები, ნახატები, რარიტეტული და თანამედროვე ობიექტები. ისინი ორგანულად შევუხამეთ ერთმანეთს, რათა პოპკულტურისთვის დამახასიათებელი შტრიხებიც შეგვეტანა. მთავარი გმირი გადაადგილდება და გვესაუბრება, იცვლება გარემოებები და თითოეული ნივთი მაყურებელში გარკვეულ ასოციაციას იწვევს, რაც ნარატორის ტექსტს ემოციურად უკავშირდება.
საბოლოოდ, ჩვენც ამ "მოგზაურობის" თანამონაწილეები ვხდებით და გზადაგზა ვიზუალურ ემოციებსა და შეგრძნებებს ვაგროვებთ. სცენარი იძლეოდა საშუალებას, თხრობის ასეთი მრავალფეროვანი შრეები გამომეყენებინა, რაც დიდი სიამოვნებით გავაკეთე.
ფოტო: სილქ ბანკი
ბრენდის მთავარი გზავნილის მიღმა, რა იყო თქვენი, როგორც რეჟისორის, სათქმელი ამ ვიდეოში? რა ემოციით გინდოდათ, რომ მაყურებელი დარჩენილიყო ნახვის შემდეგ?
სცენარზე მუშაობისას განვითარების არაერთი გზა არსებობს. სწორედ მიმართულების შერჩევა განაპირობებს რგოლის ინდივიდუალიზმსა და მაყურებელთან კომუნიკაციის ფორმას. ყველაზე დიდი აქცენტი სწორი ვექტორის პოვნაზე გავაკეთე, რომელსაც შემდეგ მთელი გუნდი გავყევით.
ჩემთვის მთავარია, შევქმნა ესთეტიკური ნამუშევარი, რომელიც ადამიანებს ახალ ცოდნას, ემოციასა და შეგრძნებას მისცემს. რადგან შემოქმედებითი გუნდიც იმავე ფასეულობებს იზიარებდა, დიდი სიხარულით შევასხი ხორცი ამ იდეას. ჩემი, როგორც რეჟისორის, სათქმელი ისაა, რომ სამყარო არც წრფივია და არც სიბრტყული; აქ არ შეიძლება ითქვას, რომ ერთი რამ მეორეზე მაღლა დგას. ის ბევრად საინტერესო, უსასრულო და მრავალფეროვანია, სადაც თითოეულ დეტალს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ფოტო: სილქ ბანკი
აღმასრულებელი პროდიუსერის პერსპექტივა — თამთა ნავროზაშვილი
როგორ დაიწყო პროექტზე მუშაობა და რა იყო პროდიუსერული თვალსაზრისით ყველაზე დიდი გამოწვევა სცენარის გაცნობისთანავე?
პროცესი დიდი ემოციითა და სასიამოვნო მღელვარებით დაიწყო. ძალიან მომწონდა გამბედავი კონცეფცია, რომელიც საინტერესოდ უნდა გაგვეცოცხლებინა.
სცენარზე მუშაობა მუდმივი შემოქმედებითი ძიებაა, რა დროსაც ბევრი ახალი იდეა იბადება. პროდიუსერული თვალსაზრისით, მთავარი გამოწვევა ამ ჩანაფიქრების რეალობასთან ადაპტირება და მათი პრაქტიკული აღსრულება იყო. ბუნებრივია, ყველა აზრი საბოლოო პროდუქტში ვერ მოხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბალანსი იპოვო: შეინარჩუნო შემოქმედებითი ხედვა და, ამავდროულად, შეძლო მეორეხარისხოვანი დეტალების დათმობა. ჩვენ მოვახერხეთ გუნდის იდეების არსებულ რესურსებზე მორგება, პრიორიტეტები სწორად განვსაზღვრეთ და ისეთი შედეგი მივიღეთ, რომ ვიდეოში დანაკლისის შეგრძნება არ გვაქვს.
რა როლი ითამაშა პრეწარმოების ეტაპმა იმაში, რომ გადასაღებ მოედანზე კრიზისები თავიდან აგეცილებინათ?
პრეწარმოება პროექტის მთავარი ღერძია. ამ ეტაპის წარმატებით გასავლელად გაერთიანდა გუნდი, რომლის პროფესიონალიზმსაც უდიდეს პატივს ვცემ. ერთობლივმა და დეტალებზე ორიენტირებულმა მუშაობამ საშუალება მოგვცა, გადაღების პროცესში ნებისმიერ სირთულეს მომზადებულები დავხვედროდით.
ჩვენი მიზანი იყო, მოედანზე იმპროვიზაციისთვის სივრცე მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით დაგვეტოვებინა. მართალია, მოულოდნელობები ამ სფეროს თანამდევი ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანი ფორსმაჟორი არ გვქონია და უშუალოდ გადაღებისას მთლიანად კრეატიულ პროცესზე ვიყავით ფოკუსირებულნი.
ფოტო: სილქ ბანკი
რა იყო ის ერთი მომენტი კადრს მიღმა, რომელმაც დაგანახვათ, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა?
მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში, როცა გუნდს ვუყურებდი და ვხედავდი, როგორი აზარტითა და ენერგიით მუშაობდა თითოეული რგოლი საერთო მიზნისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ გამორჩეულ შედეგს მივიღებდით.
რა არის ის გამოცდილება, რომელსაც ამ პროექტიდან მომავალ კამპანიებში გადაიტანთ?
ეს პროექტი ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება აღმოჩნდა შემოქმედებითი ხედვისა და რეალური რესურსების დაბალანსების კუთხით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო მოქნილი სიახლეების მიმართ და მუდმივად გქონდეს მათი აღსრულების მზაობა, ნაცვლად იმისა, რომ იდეა წინასწარ შეუძლებლად მიიჩნიო.
მომავალ კამპანიებში ჩემი მთავარი ფოკუსი ამ "კრეატიული დისციპლინის" შენარჩუნება იქნება: შევქმნა ისეთი გარემო, სადაც გუნდს თამამი ექსპერიმენტების სურვილი ექნება, მე კი — მათი რეალიზების შესაძლებლობა მოცემული ჩარჩოების ფარგლებში. ამასთანავე, პროექტმა დამანახვა, რომ იდეალური შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდში ერთმანეთის მიმართ უდიდესი ნდობა არსებობს. ერთობა ნებისმიერი საქმის წარმატების საყრდენია, რისთვისაც მთელ გუნდს დიდ მადლობას ვუხდი.
ფოტო: სილქ ბანკი
დასკვნა მარტივია: ცხოვრება ისედაც საკმარისად დრამატულია და ბანკი მისი დამატებითი წყარო არ უნდა იყოს. როდესაც ვიდეო სრულდება, ეკრანზე რჩება სრულიად დაცარიელებული, სუფთა სივრცე. ზედმეტი ნივთების, მძიმე პათეტიკისა და დაუსრულებელი შეჯიბრებითობის გარეშე, საბოლოოდ გვაქვს მხოლოდ მთავარი არსი — ფუნქციური, ალტერნატიული და ხელსაყრელი "შენი მეორე ბანკი". დარჩა მხოლოდ ბანკინგი.
-
AI-ის გამოყენება კომპანიების ნაწილს ადამიანების დასაქმებაზე ძვირი უჯდება — აი, რატომ AI-ის გამოყენება კომპანიების ნაწილს ადამიანების დასაქმებაზე ძვირი უჯდება — აი, რატომ
გადახედვა
-
7 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ 7 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ
გადახედვა
-
გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა — მას მარატ კამბოლოვი შეცვლის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა — მას მარატ კამბოლოვი შეცვლის
გადახედვა
-
გაგიკ წარუკიანის პრორუსული პარტია "აყვავებული სომხეთი" 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს გაგიკ წარუკიანის პრორუსული პარტია "აყვავებული სომხეთი" 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს
გადახედვა
-
სი ძინპინი, შვიდი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა სი ძინპინი, შვიდი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
გადახედვა
-
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა
გადახედვა
-
ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს
გადახედვა
-
სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები? სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
გადახედვა
-
მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ
გადახედვა
-
ქვიზი: რაში კარგავ ცხოვრების საუკეთესო წლებს? ქვიზი: რაში კარგავ ცხოვრების საუკეთესო წლებს?
-
შენი გზა წარმატებისკენ: რატომ უნდა აირჩიო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი? შენი გზა წარმატებისკენ: რატომ უნდა აირჩიო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი?
-
თეონა აქუბარდია: უვიზო რეჟიმის შეჩერება რუსეთის ინტერესებშია, "ქართული ოცნება" კი ამას ხელს უწყობს თეონა აქუბარდია: უვიზო რეჟიმის შეჩერება რუსეთის ინტერესებშია, "ქართული ოცნება" კი ამას ხელს უწყობს
გადახედვა
-
Cryptal და FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 ოფიციალური პარტნიორები გახდნენ Cryptal და FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს — გამარჯვებას ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს — გამარჯვებას
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 6 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 6 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მაკრონი ფაშინიანს: მოხარული ვარ, რომ თქვენს გვერდით გავაგრძელებ სამუშაოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდასაჭერად მაკრონი ფაშინიანს: მოხარული ვარ, რომ თქვენს გვერდით გავაგრძელებ სამუშაოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდასაჭერად
გადახედვა
-
OpenAI და Anthropic კონგრესს ბიოიარაღზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვს OpenAI და Anthropic კონგრესს ბიოიარაღზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას
გადახედვა
კომენტარები