FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
ფოტო: Darryl Dyck / The Canadian Press / AP
წინა კვირას, კანადის ქალაქ ვანკუვერში, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) რიგით 76-ე კონგრესი გაიმართა, სადაც წევრი ქვეყნების ასობით წარმომადგენელი იყო ჩასული. ღონისძიების მიმდინარეობისას, ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები სცენაზე მიიწვია და შეეცადა, მათ ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთმიათ. თუმცა, პალესტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ჯიბრილ რაჯუბმა მტკიცე უარით უპასუხა შეთავაზებას, მისალმებოდა ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, ბასიმ შეიხ სალიმანს.
"ხელს ვერ ჩამოვართმევ მას, ვინც ისრაელელებმა საკუთარი ფაშიზმისა და გენოციდის გადასაფარად გამოგზავნეს. ჩვენ ვეწამებით", — განაცხადა რაჯუბმა, რომელიც პალესტინური ქუფიით იყო შემოსილი.
კონგრესის დაწყებამდე პალესტინის წარმომადგენელმა FIFA-ს ასევე მოუწოდა, გამოხმაურებოდა ისრაელის მიერ ფედერაციის წესების შესაძლო დარღვევას. უკვე წლებია, პალესტინა ამტკიცებს, რომ ისრაელი ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის ნებას რთავს კლუბებს ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან, რითაც FIFA-ის რეგულაციებს არღვევს. რაჯუბის თქმით, იგი ფედერაციას და მის გადაწყვეტილებებს პატივს სცემს, მაგრამ მიაჩნია, რომ "ისრაელი FIFA-ის წესებისა დარღვევისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო უნდა დასანქცირდეს".
"მე ვსაუბრობ მათი სახელით, ვისი ხმაც ახლა ამ დარბაზში არ ისმის: პალესტინელი ბავშვების, ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მსაჯების, რომლებსაც უკვე დიდი ხანია, საკუთარ მიწაზე ფეხბურთის თამაშის უფლება წართმეული აქვთ", — განაცხადა რაჯუბმა სიტყვით გამოსვლისას, — "ვსაუბრობ იმ ბავშვის სახელით, რომელმაც თანაგუნდელი დაკარგა, ოჯახის სახელით, რომელმაც შვილი დაკარგა, გუნდის სახელით, რომელიც მოედნის გარეშე დარჩა და იმ ხალხის სახელით, რომელიც ფეხბურთის თამაშის სიხარულსაა მოკლებული".
ფედერაციის პრეზიდენტმა რაჯუბს და სალიმანს ტრიბუნიდან თანამშრომლობისკენ მოუწოდა: "მოდით, ერთად შევეცადოთ, რომ ბავშვების იმედად ვიქცეთ". თუმცა, პალესტინელმა ინფანტინოს ხელი ჩამოართვა და სცენიდან ჩავიდა.
"ჯანის უფლება აქვს, ხიდის გადებას და ხალხის გაერთიანებას შეეცადოს. ვფიქრობ, შეიძლება ესმის, მაგრამ არ იცის, რამხელა ტანჯვას გადის პალესტინელი ხალხი და პალესტინური სპორტული ოჯახი", — აღნიშნა რაჯუბმა.
კონგრესის დასასრულს, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მომავალ წელს ისევ იყრის კენჭს FIFA-ის პრეზიდენტობაზე და შეეცდება, მესამე ვადით მოიპოვოს ფედერაციის ხელმძღვანელობის უფლება. ზოგიერთის შეფასებით, ინფანტინო, რომელმაც შარშან FIFA-ის მშვიდობის პრიზი დააფუძნა და მერე ამ პრიზით დონალდ ტრამპი დააჯილდოვა, ამჯერადაც შეეცადა, საკუთარი კანდიდატურის დასახელებამდე შემრიგებლური ფოტო "დაედგა".
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები