ბავშვების უსაფრთხოება: რატომ არის ბავშვის ასაკი გადამწყვეტი სათამაშოების შეძენისას
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სათამაშოების მაღაზიის ჭრელი დახლები ბავშვების დიდ სიხარულთან ასოცირდება. თუმცა, ვიზუალური მიმზიდველობის მიღმა რთული ტექნიკური მახასიათებლები იმალება, რომლებიც განსაზღვრავს, არის თუ არა ნივთი თქვენი პატარისათვის უსაფრთხო.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ბაზრიდან ათასობით დასახელების სათამაშოს გამოთხოვა ან ამოღება ხდება ისეთი კრიტიკული ხარვეზების გამო, როგორიცაა ტოქსიკური საღებავები, სხვადასხვა მავნე ნივთიერება და მექანიკური საფრთხეები. ამ რეალობაში, მშობლის როლი მხოლოდ მყიდველის ფუნქციით აღარ შემოიფარგლება, რადგან ის ხდება ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ს. მისი ერთ-ერთი მიზანია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება.
ინფორმაცია, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
იმისთვის, რომ ახალმა სათამაშომ საფრთხე არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას, აუცილებელია, მშობელმა იცოდეს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება უშუალოდ სათამაშოს შერჩევის პროცესში. ასაკობრივი ნიშნების სწორი აღქმა, სათამაშოს კონსტრუქციული სიმტკიცის შემოწმება და ნიშანდების კითხვა ის საბაზისო ცოდნაა, რომელიც ყველა მშობლისთვის აუცილებელია.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
არ დაგავიწყდეთ, რომ სათამაშოზე ან მის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს:
- სათამაშოს ტიპი, სერია, პარტია და მოდელის ნომერი;
- მწარმოებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- იმპორტიორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- გამაფრთხილებელი მითითებები ქართულ ენაზე და/ან გამაფრთხილებელი პიქტოგრამები;
- სათამაშოს ინსტრუქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართულ ენაზე.
სათამაშოზე დატანილი ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ასაკთან დაკავშირებული ნიშანდება
ასაკთან დაკავშირებული ნიშანდება და მისი სწორი აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშოს შერჩევისას.
ეს ნიშანი ნიშნავს, რომ სათამაშო არ არის განკუთვნილი სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. თუმცა, პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე ამ სიმბოლოსთან ან წარწერასთან (არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის/არ არის განკუთვნილი 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის) ერთად უნდა იყოს მოკლე მითითება კონკრეტული საფრთხის შესახებ, რომლის გამოც აუცილებელია ამ გაფრთხილების გათვალისწინება.
მაგალითად:
საქართველოს ბაზარზე განთავსებულ სათამაშოზე ნებისმიერი სახის გამაფრთხილებელი მითითება და ინსტრუქცია უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებული ეს ნიშანი არასწორად არის დატანილი, რაც შესაძლოა ინდიკატორი იყოს იმისა, რომ სათამაშოს არ აქვს გავლილი შესაბამისი ტესტირებები და მწარმოებელს არ ჩაუტარებია რისკის შეფასების პროცედურები. მაგალითად, სათამაშოზე, რომელიც ცალსახად 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის არის განკუთვნილი (საჩხაკუნო სათამაშო, ღრძილების საქავებელი, რბილი სათამაშოების უმეტესობა), ეს გამაფრთხილებელი მითითება არ უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება და სათამაშოზე დატანა მწარმოებლის მოსაზრებით არ ხდება. ეს ეყრდნობა მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს (მაგ., ევროპული EN 71 ან ამერიკული ASTM F963), რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ, ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მონაცემებს.
ყველაზე გავრცელებული საფრთხე სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში არის მცირე ზომის ნაწილები. ამ ასაკის ბავშვების სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს და არც მარტივად არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები. აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ 3 წლამდე ბავშვებს აქვთ ვიწრო სასუნთქი გზები, ძლიერი რეფლექსი და ინტერესი, რომ საგნები პირში ჩაიდონ, რადგან ამგვარად ისინი შეიცნობენ სამყაროს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მცირე ზომის დეტალის საფრთხის შემცველობაც არ არის სუბიექტურ მოსაზრებაზე დაფუძნებული — ლაბორატორიულ ტესტირებებში იყენებენ მცირე დეტალების ცილინდრს, რომელიც იმეორებს 3 წლამდე ბავშვის ყელის ზომასა და ფორმას. თუ ნივთი იქ ეტევა, ესე იგი, მას შეუძლია ბავშვის სასუნთქი გზების სრული ბლოკირება და დახრჩობის (ასფიქსიის) გამოწვევა.
არსებობს შეზღუდვები სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების ზონრებისა და ლენტების სიგრძეებთან დაკავშირებითაც. 3 წლამდე ასაკის ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილად განვითარებული მოტორიკა და კოგნიტური უნარები, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში დაეხმარებოდა სწრაფ და გააზრებულ რეაგირებაში. ამიტომ ზონარი ან ლენტი უნდა იყოს ისეთი სიგრძის, რომ ბავშვმა თამაშისას შემთხვევით ვერ შეძლოს თოკის ყელზე შემოხვევა, რადგან ამ ასაკში მას არ აქვს საკმარისი კოორდინაციის უნარი, რომ დამოუკიდებლად და სწრაფად დაიხსნას თავი გაგუდვის საფრთხისგან.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სათამაშოზე დატანილი ასაკობრივი შეზღუდვა არ არის ბავშვის ინტელექტის ან ნიჭიერების შეფასება. ეს არის მკაცრ, მეცნიერულ კვლევებზე, ანატომიასა და ფიზიოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სტანდარტი. მაშინაც კი, თუ მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი თანატოლებზე ბევრად განვითარებული და სხარტად მოაზროვნეა, ეს არ ცვლის ბავშვის სასუნთქი გზების ფიზიკურ ზომას, კანის მგრძნობელობას ან იმ ასაკობრივ რეფლექსებს, რომლებიც 3 წლამდე ყველა პატარასთვის ერთნაირია.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
იმ შემთხვევებში, როდესაც სათამაშო არ შეიცავს სპეციფიკურ ფიზიკურ საფრთხეებს, მწარმოებლის მიერ მითითებული ასაკი სარეკომენდაციო ხასიათისაა. ეს ნიშანი მომხმარებლისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის, თუმცა, ის ეხმარება მშობელს არჩევანის გაკეთებაში. ამ ტიპის რეკომენდაცია ეყრდნობა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის უნარების შესაბამისობას, კომფორტსა და ერგონომიკას. სარეკომენდაციო ასაკი მიუთითებს იმაზეც, არის თუ არა სათამაშოს ზომა და წონა შესაბამისი ბავშვის ფიზიკურ მონაცემებთან, იმისთვის, რომ მან კომფორტულად შეძლოს ნივთის მართვა.
საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მხოლოდ სარეკომენდაციო ასაკს ეხება და არა უსაფრთხოების აკრძალვას, მშობელს აქვს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, არის თუ არა მისი შვილი მზად კონკრეტული გამოწვევისთვის. ასეთ დროს მწარმოებლის მინიშნება გვეხმარება, დავზოგოთ დრო და ავარიდოთ ბავშვს იმედგაცრუება, რომელიც მისი ასაკისთვის ზედმეტად რთულმა ან პირიქით, ძალიან მარტივმა სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს.
სათამაშოს შეძენისას ნიშანდებასა და გამაფრთხილებელ მითითებებთან ერთად უმჯობესია ფიზიკურად დავათვალიეროთ სათამაშო, მისი კონსტრუქციის საიმედოობა და გამძლეობა:
- სამ წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოების შემთხვევაში, სათამაშოს მარტივად არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები; კონსტრუქცია უნდა იყოს ერთიანი.
- ხის სათამაშოების შემთხვევაში, დაათვალიერეთ და შეამოწმეთ ზედაპირი, რომელიც უნდა იყოს გლუვი, ხიჭვებისა და ბზარების გარეშე.
- სათამაშო, რომელიც შეიცავს მოძრავ შეერთებებსა და ზამბარებს, შესაძლოა, აღვიქვათ ფიზიკური დაზიანების საფრთხედ. დააკვირდით, სათამაშოს მოძრაობისას, ხომ არ რჩება ისეთი მცირე ღიობები, სადაც ბავშვმა შეიძლება თითი ჩაიყოლოს. უსაფრთხო დიზაინში ასეთი ადგილები ან დახურულია, ან ღიობი იმდენად დიდია, რომ თითის გაჭედვა შეუძლებელია.
- სათამაშოს დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ხელის ზომასა და ძალას. თუ სათამაშო მეტისმეტად მძიმეა ან მისი სახელურები ბავშვისთვის მოუხერხებელია, იზრდება მისი ხელიდან გავარდნისა და ტრავმის მიღების ალბათობა. კარგი დიზაინი ყოველთვის ითვალისწინებს პატარა მომხმარებლის ფიზიკურ შესაძლებლობებს.
- დიდი ზომის სათამაშოების შემთხვევაში (მაგალითად, სათამაშო სამზარეულოები ან სატარებელი მანქანები, საქანელები), დიზაინმა უნდა უზრუნველყოს სიმძიმის ცენტრის სწორი გადანაწილება, რადგან როცა კონსტრუქცია არასტაბილურია, არსებობს ბავშვზე დაცემის რისკი და ფიზიკური დაზიანების საფრთხე.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები