BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა
ფოტო: The Korea Times
მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი სამხრეთკორეულ K-pop ჯგუფს, BTS-ს შეხვდა. შეხვედრა მეხიკოში, ნაციონალურ სასახლეში, ჯგუფის მსოფლიო ტურნეს ARIRANG-ის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებამდე გაიმართა. გლობალური ვარსკვლავები — RM, ჯინი, შუგა, j-hope, ჯიმინი, V და ჯონგუკი პრეზიდენტს დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ, რის შემდეგაც მათ სასახლის აივნიდან შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს.
მექსიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილია BTS-ის 50 000-მდე ფანი, რომლებიც მეხიკოში, ნაციონალურ სასახლესთან (Palacio Nacional) ჯგუფის სანახავად შეიკრიბნენ
ფოტო: Mexico's Presidency press office/AFP
სოკალოს მოედანზე, კონსტიტუციის პლაზაზე, დაახლოებით 50 000 ფანი შეიკრიბა. BTS-ის წევრებმა საკუთარ ფანებს, ARMY-ს, ესპანურ და ინგლისურ ენებზე მიმართეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. გულშემატკივრები, რომლებიც მათ საათობით ელოდნენ, ჯგუფის ახალი ალბომიდან სიმღერებს ასრულებდნენ, მათ შორის კომპოზიციას Body to Body, რომელიც კორეული ხალხური სიმღერის, Arirang-ის ელემენტებს შეიცავს.
ჯგუფის ლიდერმა, RM-მა, შეკრებილებს მადლობა გადაუხადა: "მოუთმენლად ველით ხვალინდელ კონცერტს. მოდი, ერთად გავერთოთ! Te amo. Te quiero. Muchas gracias". ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, V-მ, აღნიშნა, რომ მექსიკა ძალიან მოენატრა და აქაური ენერგიით აღფრთოვანებულია. მან გამოსვლა დაასრულა თავისი საფირმო ფრაზით "Mucho picante!".
პრეზიდენტმა შეინბაუმმა სოციალურ ქსელში ჯგუფთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ხელში BTS-ის წევრების მიერ ხელმოწერილი ვინილი უჭირავს. მან აღნიშნა, რომ მუსიკა და ღირებულებები მექსიკასა და სამხრეთ კორეას აერთიანებს და დასძინა, რომ ჯგუფს მომავალ წელსაც ელოდება.
მექსიკა K-pop-ის მსოფლიო ბაზარზე მეხუთე ადგილს იკავებს და ერთადერთი ესპანურენოვანი ქვეყანაა გლობალურ ათეულში. BTS ქვეყანას ბოლოს 2017 წელს ეწვია. ცხრა წლის შემდეგ დაბრუნებულმა ჯგუფმა Estadio GNP Seguros-ზე დაგეგმილი სამივე კონცერტის 150 000-ზე მეტი ბილეთი სულ რაღაც 37 წუთში გაყიდა. ვარაუდობენ, რომ ეს კონცერტები მექსიკის ეკონომიკაში დაახლოებით 115.3 მილიონ დოლარს შეიტანს.
თუ BTS გიყვარს, გააკეთე ეს ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები