საია: დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია
ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია, — ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ,ნონა ქურდოვანიძემ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბრისას დღეს განაცხადა.
"არსებობს ფარულობის დარღვევის სხვადასხვა პრაქტიკა. ფარულობის დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევები — როდესაც ამომრჩეველს კაბინაში ვინმე შეჰყვება და მის არჩევანს აკონტროლებს; როდესაც ამომრჩეველი თავად ამჟღავნებს, ვის მისცა ხმა; როდესაც კომისიის წევრი ართმევს ბიულეტენს, ხსნის ჩარჩო კონვერტს და ხედავს არჩევანს და ა.შ. და არსებობს ფარულობის იმ ტიპის დარღვევა, როდესაც არჩევნების ინფრასტრუქტურა იმგვარია, რომ ფარულობის დაცვას სისტემურად ვერ უზრუნველყოფს. საიას მიდგომა ამგვარია — ინდივიდუალური შემთხვევები, თუ ის კონკრეტულ უბანზე განმეორებადი ქცევა არ არის ან სხვა დარღვევებთან კომბინაციაში არ გვხვდება, უბნის შედეგების ბათილობის საკითხს არ აყენებს დღის წესრიგში. თუმცა, თუ ფარულობის დარღვევა სისტემურია, მიუხედავად იმისა, ყველა ამომრჩევლის არჩევანი გამჟღავნდა თუ არა, შედეგების ბათილობას იწვევს, რადგან ფარულობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ფარულობა არჩევნების მთავარი პრინციპია.
როდესაც სადამკვირვებლო მისია გაქვს, კენჭისყრის დღის სპეციფიკა იმგვარია, რომ დილიდან უბნებიდან დამკვირვებლების მიერ შემოსული ინფორმაციის აღრიცხვას იწყებ. დღის განმავლობაში თუ ცალკეულ უბნებზე არსებულ დარღვევებს წარუდგენ საზოგადოებას, თანდათან იწყებ დარღვევების მასშტაბების გამოკვეთას და მის ანალიზს. ასე მოხდა ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც. დღის განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია უბნებზე კამერების შესახებ, ასევე, ცალკეული შემთხვევები უბნებიდან, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა კვალი. დღის ბოლოს, როდესაც მათ შორის, ხმის დათვლა დასრულდა, მიღებული ინფორმაცია გვაძლევდა იმ სურათს, რომ ხმის ფარულობის პრობლემა სისტემურად დაგვენახა და სწორედ ამიტომ, საიას მისიის კენჭისყრის დღის განცხადებაში სამი ძირითადი დარღვევის პატერნიდან ერთ-ერთი იყო ფარულობის დარღვევის ეს ფორმა (დანარჩენი ორი იყო მარკირების პროცედურების დაუცველობა და დამკვირვებლებისათვის მტრული გარემოს შექმნა).
საიას სადამკვირვებლო მისიის ამოცანაა, რომ მას შემდეგ, რაც აქვს კენჭისყრის დღის სრული სურათი, საკუთარ დაკვირვებებს და გამოკვეთილ დარღვევებს სამართლებრივად უპასუხოს. ამიტომ, ეს დარღვევები უნდა გადაიტანოს დავის სტრატეგიებში. სწორედ ამისთვის, სადამკვირვებლო მისიას არჩევნების დღის შემდგომ აქვს სამი დღე, რომ ეს დავები ჩამოაყალიბოს. ჩვენს მისიას წარდგენილი აქვს ასობით სხვა მოთხოვნა ინდივიდუალურ თუ განმეორებით დარღვევებზე რეაგირების შესახებ, მაგრამ ისინი ვერ ფარავდა ხმის ფარულობის სისტემურ პრობლემას. ჩვენი ვალდებულება იყო გვეპასუხა ფარულობის დარღვევის სისტემურ პრობლემაზე. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჰქონია გამოცდილება, ფარულობის დარღვევის ასეთ სისტემურ პრობლემაზე სამართალწარმოება დაეწყო, დავის ამ სტრატეგიამდეც გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივედით. მესმის, რომ არ არის მარტივი, როდესაც ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო ამომრჩევლის ხმების 90%-ის ბათილობას ითხოვ, თუმცა, ამის გასაჩივრებაზე უარის თქმა, მაშინ, როდესაც მისი მასშტაბები დაინახე, იქნებოდა თვალის დახუჭვა ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლების დარღვევაზე.
ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ იმ 2263 უბანზე, რომლის ბათილობასაც ვითხოვთ, ვინმემ ზუსტად იცის, თითოეული ამომრჩევლის არჩევანი რა იყო. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ბიულეტენი მეორე მხარეს ტოვებდა კვალს, რაც შეცურებისას არღვევდა ფარულობის პრინციპს.
ისმის მოსაზრებები, რომ თუ სწორად მოათავსებდა ამომრჩეველი კონვერტში ბიულეტენს, გაფერადებული უკანა მხარე არ გამოჩნდებოდა. ეს არასწორი არგუმენტია, რადგან ბიულეტენი არ ცურდება კონვერტთან ერთან ან იმ სისწრაფით, რომ კონვერტიდან როდესაც აპარატში შეცურებას იწყენს, გაფერადებული წრის დანახვა ვერ მოასწრო. ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები, რომ შეცურებისას საცდელი წრის შემდგომ, მეორე გაფერადებული წრეც (პარტიისთვის მიცემული ხმა) ჩანს. გარდა ამისა, ზოგჯერ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და უკან აბრუნებს, ეს ბიულეტენები ხელახლა უნდა შეაცუროს ამომრჩეველმა აპარატში. როდესაც ეს ბიულეტენი უკან ბრუნდება, ის რა თქმა უნდა, ჩარჩო კონვერტის გარეშეა და ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტში სწორად ჩადო თუ არა, ამ შემთხვევას ვერ აზღვევს.
ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, ცესკომ 190-გრამიანი ოფსეტური ქაღალდი შეიძინა თუ არა, ჩვენ არ ვართ ქაღალდის ექსპერტები, რომ ამ ტერმინებით მივხვდეთ, ეს ფარულობას დაარღვევს თუ არა, მით უფრო, მარტო ქაღალდიც არაფერს გეუბნება თუ არ იცი მარკერის პარამეტრები და არც მარკერის სპეციალისტები ვართ. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია," — განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები