შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი!, — ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოების შესახებ.
"არის ორი გზა: ერთი არის ისტერიული გზა — "ოღონდ და ყველაფერზე წამსვლელები არიან" და არის ქართული ოცნების გზა, რომელიც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მოძრაობას გულისხმობს — დაფიქრებულს, წინდახედულს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ჩანაწერი, სადაც წერია, რომ არის 49%-იანი დაახლოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, ოღონდ, ამის სანაცვლოდ არ გავრისკოთ ამ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, ამ ქვეყნის უსაფრთხოება.
ოპოზიცია და ტვ პირველთან აფილირებული ბატონი ლელოს ხელმძღვანელობას წინასაარჩევნო დაპირება ჰქონდათ, ხომ გინახავთ "ფლაერები"? პირველი პუნქტი, რა წერია — სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ევროკავშირის ყველა სანქციასთან მიერთება, წერტილი! ეს, პირდაპირ უწერიათ. რასაც ჩვენ ვამბობდით, იმას მეორე დღესვე გააკეთებდნენ. ქართველი ხალხი, რომ ბოლომდე რაღაცნაირად მოეტყუებინათ და ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ, დღეს უკვე — არა, დღეს არა, მაგრამ სანქციები დაწესებული იქნებოდა რუსეთთან, ანგარიშში ჩაიწერებოდა 100%-იანი თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და საქართველოში გვექნებოდა დანგრეული ეკონომიკა. აი, ეს არის ოპოზიციის გზა, რაც იყო და ამას ვერ ხვდებიან, რომ ხალხმა ეს გაიგო ძალიან კარგად, რომ ოპოზიცია ანგრევდა ამ ქვეყანას, ოღონდ ვიღაცის შექება, რაღაც დოკუმენტში ამოეკითხათ შექება და მზად იყვნენ ამ ქვეყნის დანგრევისთვის, ამიტომ, გამოვიდა "ქუდზე კაცი" და თქვეს, რომ არა! კახელებმა ამიტომ თქვეს,რომ "ჩვენ ღვინის სექტორს არ დაგანგრევინებთ, ასე მალე", მათ შორის ამ სანქციებით. აი, ლელოს სანქციებს რომ მიერთებოდა და რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პირდაპირ დაანგრევდა მთელ კახეთს, დაანგრევდა სამეგრელოს, სოფლის მეურნეობას საერთოდ მოსპობდნენ.
ჩვენ, საგარეო პოლიტიკის დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი! ასევე, სხვა მიმართულებით - გამჭვირვალობის კანონზე ვერ ვთანხმდებით და ამაზე ღიად ვამბობთ და დღემდე ველით არგუმენტებს, რატომ არის წინააღმდეგი ევროკავშირი,რომ მისი დაფინანსება იყოს სრულად გამჭვირვალე საქართველოში, რა არის ამაში პრობლემა?" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე საქართველოსთან რეკომენდაციას არ გასცემს.
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
კომენტარები